შინაარსზე გადასვლა

დანაშაული

ვიკიციტატიდან
  •  

„ყოველი დიდი წარმატების უკან დანაშაული იმალება.“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

„მე ვადანაშაულებ სხვებს, რათა არ დავადანაშაულო საკუთარი თავი!“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ძალზე მცირეა ისეთი გართობანი, დანაშაულად რომ არ იქცევიან ბოლოს.“

  შარლ ბოდლერი
  •  

„დანაშაულს საზოგადოება წარმოქმნის, დამნაშავე კი უბრალოდ შემსრულებელია.“

  ჰენრი ტომას ბოკლი


  •  

„თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ, დანაშაული არდაბრუნების.“

  მირზა გელოვანი
  •  

„მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი.“

  გოეთე
  •  

„ყველა ჩვენგანი, ყველაფრის გამო, ყველას წინაშე დამნაშავეა.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ძმები კარამაზოვები” (1878 წ.)

  •  

„დანაშაული წარმოადგენს პროტესტს სოციალური წესწყობილების უკუღმართობის წინააღმდეგ.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„მხოლოდ სუსტები სჩადიან დანაშაულს ─ ძლიერს და ბედნიერს ეს არ სჭირდება.“

  ვოლტერი


  •  

„არ შეიძლება ადამიანს ისე უყურო, როგორც დამნაშავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ავად არის.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)

  •  

„ყველაზე დიდი დანაშაული ─ უსაქმურობაა, რომლისგანაც ყველა ბოროტება წარმოიშობა.“

  ოტია იოსელიანი
  •  

„ადამიანი, რაც არ უნდა დამნაშავე იყოს, მზად არის სხვას დასდოს ბრალი, მაგრამ არასოდეს ─ საკუთარ თავს! გამონაკლისი თითქმის არ არსებობს.“

  დეილ კარნეგი
  •  

„რაც შენთვის დანაშაული არაა, ჩემთვის შეიძლება იყოს.“

  ფრანც კაფკა

  ციტატის წყარო: “წერილი მამას” (1919 წ.)

  •  

„დანაშაული საშინლად მჟღავნდება. შეიძლება, მეთოდები, ჩვევები შეცვალოთ, მაგრამ თქვენი სული თქვენივე ქმედებებით ვლინდება.“

  აგათა კრისტი
  •  

„შიმშილი და არა ცუდი მიდრეკილებები უბიძგებენ გოგონებს ზნედაცემულობისაკენ, ყმაწვილებს კი ─ ციხეში ანდა ჯალათის კუნძისაკენ.“

  ლუის ა. მარტინესი

  ციტატის წყარო: “სანაპიროსკენ” (1904 წ.)

  •  

„ყველაზე დიდი დანაშაული საკუთარი დანაშაულის გაუცნობიერებლობაა.“

  მარიო პიუზო
  •  

„ვისაც თავისი მოქმედების არ რცხვენია, ის ორმაგად დამნაშავეა.“

  პუბლიუსი
  •  

„ჩვენს საუკუნეში უდანაშაულობა ის დანაშაულია, რომელიც ყველაზე მკაცრად ისჯება...“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ლისაბონის ღამე” (1961 წ.)

  •  

„დანაშაული ყოველთვის სისუსტეა; დამნაშავე მხდალია და არა გმირი.“

  ნიკოლოზ სერბი
  •  

„ადამიანმა, რომელიც დანაშაულს სჩადის, მუდამ ნამდვილად იცის, რა არის ეს სიკეთე.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„მთელი ამ ბრწყინვალებით, მთელი ამ ფუფუნებით იფარება ძველი, ყველასათვის ჩვეული დანაშაულებანი.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„ვინც ბოდიშს იხდის, თავს იდანაშაულებს.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„გსურთ აღმოფხვრათ დანაშაულებანი? ─ გაავრცელეთ ხალხში განათლება.“

  ვიქტორ ჰიუგო
  •  

„გაუხსნელი დანაშაული ახალი დანაშაულის ხელმშემწყობი პირობაა.“

  — [[]]