შინაარსზე გადასვლა

დაშორება

ვიკიციტატიდან
  •  

„სრულ შვებას იგრძნობ, როდესაც აღარ გააჭიანურებ იმას ─ რაც დიდი ხნის წინ უნდა დაგემთავრებინა...“

  — გოგა აბაშიძე
  •  

დაიმსხვრეს უნდა ყველა კავშირი,
თუ სიყვარულის არ შესწევს ძალა.

  — ჯორჯ გორდონ ბაირონი

|- |   | ციტატის წყარო: “სტანსები ოგასტას”

  •  

ვფიქრობდი: მხოლოდ სიკვდილი გაგვყრიდა,
თუმცა გაგვყარა შურმა მოკვდავთა.

  — ჯორჯ გორდონ ბაირონი
  •  

„იდეალურ გრძნობათა მცირეოდენი შებღალვაც სასიკვდილოა. არამზადები ხანჯლებითაც რომ დაერივნონ ერთმანეთს, მაინც შერიგდებიან, ერთმანეთის მოსიყვარულე ადამიანები კი სამუდამოდ შორდებიან ერთი გამოხედვის, ერთი სიტყვის გამო.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “გამქრალი ოცნებანი”

  •  

„როცა გწამს სიყვარულისა, განა იფიქრებ იმას, რომ წინ დაშორება მოგელის?“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)

  •  

„როცა ადამიანები შორდებიან, ეს ყოველთვის ტრაგედიაა; ამავდროულად, თუ ისინი ერთად რჩებიან, ეს შეიძლება უფრო დიდი ტრაგედია იყოს.“

  — მონიკა ბელუჩი
  •  

ვიცი: გრიგალებს ერთად შევხვდებით,
მაგრამ ერთმანეთს ─ ვეღარასოდეს.

  — მირზა გელოვანი

|- |   | ციტატის წყარო: “ჩვენ განვშორდებით”

  •  

„ყველაზე გრძელი გზა ის არის, რომ წახვალ და აღარ დაბრუნდები.“

  — ნოდარ დუმბაძე
  •  

„თუ შენი დაკარგვა ჩემთვის დიდი უბედურება არაა, არც შენი ჩემად ყოფნა ყოფილა ბედნიერება...“

  — ოტია იოსელიანი
  •  

„თუ ადამიანი ცდილობს, საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენოთ ─ სასწრაფოდ ამოშალეთ იგი ნაცნობების სიიდან!“

  — დეილ კარნეგი
  •  

„ადამიანებს შორის ურთიერთობა (ნებისმიერი) ხშირად იმიტომ სრულდება, რომ ერთ-ერთი უბრალოდ დაუნახავია.“

  — დავით კენჭაძე
  •  

მძიმე არასდროს არ არის წერტილი,
წერტილის დასმა კი ყოფილა მძიმე.

  — ვახუშტი კოტეტიშვილი
  •  

„ოღონდ, ძალიან ფეხაკრეფით: ვინც ყველაფრის მიუხედავად გიერთგულა, დაუბრუნებლად იციან წასვლა.“

  — ლუკა კუხიანიძე
  •  

„ნუ მისტირი დასასრულს, იბედნიერე: - შენ ხომ სიყალბეს დაეხსენი.“

  — ლუკა კუხიანიძე
  •  

„სიყვარული მაინც ის არის, რაც დაშორების შემდეგ გრძელდება დასაბრუნებლად...“

  — ლუკა კუხიანიძე

|- |   | ციტატის წყარო: “სუნთქვა ცალი ფილტვით” (2016 წ.)

  •  

„ნუ ტირი იმის გამო, რომ ეს დამთავრდა ─ გაიღიმე იმის გამო, რომ ეს იყო!“

  — გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„არ დაკარგოთ ის ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, რამდენი კოვზი შაქარი უნდა ჩაგიყარონ ჩაიში.“

  — მახო მშვიდობაძე
  •  

„სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით ─ დასასრული არის დასასრული.“

  — ერიხ მარია რემარკი

|- |   | ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„ვერცერთი ადამიანი ვერ გახდება იმაზე მეტად უცხო, როგორც ის, ვინც უწინ გიყვარდა...“

  — ერიხ მარია რემარკი
  •  

„მხოლოდ მაშინ, როცა საბოლოოდ დაშორდები ადამიანს, იწყებ სერიოზულად დაინტერესებას ყველაფრით, რაც მას ეხება ─ ასეთია სიყვარულის ერთ-ერთი პარადოქსი.“

  — ერიხ მარია რემარკი
  •  

„ვისაც გულით უნდა ადამიანის შენარჩუნება, ყოველთვის კარგავს მას, ხოლო იმას, ვინც მზად არის დაშორება არაფრად ჩააგდოს ─ არასოდეს ეკარგება.“

  — ერიხ მარია რემარკი
  •  

გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა.

  — შოთა რუსთაველი

|- |   | ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)

  •  

იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.

  — შოთა რუსთაველი

|- |   | ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)

  •  

არ ვიცი ხელი თუ პირველმა
ვინ ვის გაუშვა,
მაგრამ ის ვიცი,
რომ დაჭერა არცერთს გვიცდია.

  — დავით სულთანიშვილი
  •  

დამშვიდდი. ტალღებს მიანდე ნავი,
ის ─ დაიღუპა. ის ─ აღარ მოვა.

  — გალაკტიობ ტაბიძე

|- |   | ციტატის წყარო: “ალაზანთან”

  •  

„არავის მისცე ნება, ისე დაგშორდეს, რომ უფრო კარგად და ბედნიერად არ გრძნობდეს თავს...“

  — დედა ტერეზა
  •  

„მდინარეებად იწყებიან და ნაკადულებად მთავრდებიან ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში...“

  — ნიკოლოზ ტოტოღაშვილი
  •  

„თქვენი ცხოვრებიდან მავნე ადამიანების გამორიცხვა არ ნიშნავს მათ სიძულვილს ─ ეს ნიშნავს საკუთარი თავის პატივისცემას!“

  — ზიგმუნდ ფროიდი
  •  

„ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება.“

  — უილიამ შექსპირი
  •  

„ყველაზე ძნელია დაშორდე იმას, რასაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ეტრფი. დღე და ღამე აშენებ, მაგრამ დგება დრო, როცა უნდა განუდგე, რათა მთლიანად დაინახო ის, რასაც ქმნიდი. გაანდო სივრცეს ყველაზე დიდი საიდუმლო. დაე, დრომ მიუჩინოს საკუთარი ადგილი იმ კარადაში, რომელსაც უკვდავება ჰქვია.“

  — ირაკლი ჩარკვიანი

|- |   | ციტატის წყარო: “მშვიდი ცურვა” (2006 წ.)

  •  

„საშინელებაა, რომ ადამიანები ალკოჰოლის სმაზე, ან სიგარეტის მოწევაზე ადვილად, ერთმანეთს ანებებენ თავს...“

  — ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
  •  

„რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას...“

  — გოდერძი ჩოხელი
  •  

„მათი დაშორება ვინ თქვა?! ლოცვის სიტყვებივით არიან.“

  — ვაჟა ხორნაული

არიან ადამიანები რომელთა წასვლით მიდის ჩვენი ნაწილიც ისეთი აღარ ხარ, როგორიც იყავი მზის ჩასვლა დასტურია იმისა, რომ დასასრულიც შეიძლება იყოს ლამაზი. „მე დავუმტკიცებ დროს, რომ არაფერი ქრება, რაც ნამდვილია...“

  •  

„ღმერთი გაშორებს ადამიანებს, რადგან მას ესმის მათი ის საუბრები შენზე, რომელიც შენ არ გესმის.“

  — [[]]

ნუ გაუშვებ საყვარელ ადამიანს! მთელი შენი ცხოვრება 5-6 ღირებული ადამიანისგან შედგება, ერთ-ერთი მათგანი კი, თუ ცა ინებებს, შეგიყვარდება. თუ შანსს ხელიდან გაუშვებ, შეიძლება ის არც არასდროს მოგეცეს მეორედ.

  •  

„საბოლოო გამომშვიდობება არ ნიშნავს მის დავიწყებას, პირიქით, ეს სიყვარულის ნიშანია ─ გიყვარდეთ იმდენად, რომ შეძლოთ მისი გაშვება.“

  — [[ ]]
  •  

„არ დაშორდე საკუთარ თავს ─ სხვასთან მიახლოებისთვის...“

  — [[]]
  •  

„დროებითმა დაშორებამ მონატრება უნდა გასწავლოს და არა ─ ღალატი.“

  — [[]]
  •  

„როცა ორი ადამიანის ურთიერთობაში საზოგადოება ერევა ─ იქ, დიდი ალბათობით, ყველაფერი დასრულებულია!“

  — [[]]
  •  

„ადამიანებს მაშინ ვკარგავთ საბოლოოდ, როცა მათი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ვეღარ ვგრძნობთ.“

  — [[]]
  •  

„როდესაც სიყვარული მთავრდება, ფიცს ვდებთ, რომ იგივე შარში აღარ გავყობთ თავს, მაგრამ დრო გადის და ამ შარს თვითონ ვეძებთ.“

  — [[]]
  •  

„ახლოს ყოფნას ვინც ვერ უფრთხილდება, შორს უნდა დააყენო და შენს ბედნიერებას აყურებინო...“

  — [[]]

"ცხოვრებაში პირველ რიგში რაც უნდა გააკეთო, ესაა ყალბი ადამიანები უნდა მოიშორო." იმის დაკარგვის ნუ შეგეშინდება, ვისაც არ ეშინია შენი დაკარგვის.