შინაარსზე გადასვლა

დედა

ვიკიციტატიდან
  •  

„დედები, საერთოდ, ლამაზები არიან. ყველაზე ლამაზი დედა კი ისაა, ვისაც ჭკვიანი და ზრდილი შვილი ჰყავს.“

  შოთა ასანიშვილი

  ციტატის წყარო: “ლამაზი დედა”

  •  

„დედის გული დიდი უფსკრულია, რომლის წიაღშიც ყოველთვის იპოვით პატიებას.“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

„ნამდვილი დედა თავისუფალი არასდროსაა.“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

„მარტოხელა დედა: ეს არის ის, ვინც ჯერ სიცოცხლე მოგცათ, მერე კი საკუთარი სიცოცხლე შემოგწირათ.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„დედა ვერ ამჩნევს ვაჟის დაბერებას. მით უმეტეს მაშინ, თუ ეს უკანასკნელი უარს ამბობს ასაკის მომატებაზე.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„არაფერია დედის სიყვარულზე უფრო წმინდა და უანგარო; ყოველგვარი სიყვარული, ყოველგვარი ვნება და ერთგულება ან სუსტია, ან ანგარებიანია მასთან შედარებით.“

  ბესარიონ ბელინსკი
  •  

„განსაცვიფრებელი ფაქტია, რომ გენიალური ადამიანების უმრავლესობას შესანიშნავი დედები ჰყავდათ, რომ მათ დედებისგან გაცილებით მეტი მიიღეს, ვიდრე მამებისაგან.“

  ჰენრი თომას ბოკლი
  •  

„დედაზე მშვენიერს ვერავინ ვერაფერს შექმნის.“

  მაჰათმა განდი
  •  

დედამ რა შვას ძე, პირველთა ჭირთ აღარ მოიხსენებსა.

  დავით გურამიშვილი
  •  

„ყველა შესანიშნავ ადამიანს შესანიშნავი დედა ჰყავს.“

  ჩარლზ დიკენსი
  •  

„ძნელი არ არის წაგძლიოს დედის წინაშე თავის გამოჩენის ცდუნებამ, მით უმეტეს, რომ ეს შედარებით იოლი მისაღწევია.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ მთელი სამყარო ზურგს შემაქცევდა ─ დედა მაინც, მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდა!“

  ოტია იოსელიანი
  •  

„თუ დედა გეძახის ─ გაიგონებ! დედის ძახილი ძალიან, ძალიან შორიდანაც ისმის; სულ რომ არაფერი გესმოდეს, დედის ძახილს მაინც გაიგონებ, სულერთია რას გეძახის...“

  ოტია იოსელიანი
  •  

„დედა მარტო დედა არაა! ─ ყველაფერია, რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის...“

  ოტია იოსელიანი
  •  

„გინახავთ თქვენ სადმე, უდედოდ გაზრდილ ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსი არ ტანჯავდეს?!“

  ოტია იოსელიანი


  •  

„რამდენი წლისაც არ უნდა იყო, ყოველთვის სასიამოვნოა, როცა დედა გულში გიხუტებს.“

  მეგ კებოტი
  •  

„დიდი ცხოვრება გამივლია, ცხრა მთა გადამივლია, ზღვა გადამიცურავს, გილეთის ხალხი გამიცვნია, მეგობრებიც შემიძენია და დედაზე ძვირფასს, დედაზე სანდოს არ შევხვედრივარ!“

  ნიკო კეცხოველი
  •  

„დეიდას დედის სუნი ასდისო!“

  გიორგი ლეონიძე

  ციტატის წყარო: “დეიდა მაიკო”

  •  

„დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო!..“

  გიორგი ლეონიძე

  ციტატის წყარო: “დედას”

  •  

„ყველაფერ იმას, რაც ვარ ან რასაც ვიმედოვნებ, რომ ვიქნები, ჩემს ანგელოზ დედას ვუმადლი.“

  აბრაამ ლინკოლნი
  •  

„დედა მუცლით ატარებს შვილს სულ ცხრა თვეს, დედა ხელით ატარებს შვილს, ვიდრე ფეხზე დადგება, დედა გულით ატარებს შვილს შემდგომ მთელი სიცოცხლე.“

  ფრიდრიხ ფონ ლოგაუ
  •  

„დედა არასდროსაა მარტო თავის ფიქრებში. დედა ყოველთვის ყველაფერზე ფიქრობს ორჯერ: ერთხელ თავისთვის და მეორედ შვილისათვის.“

  სოფი ლორენი


  •  

„ჩვენ გვიყვარს ცოლიც, დაც, მამაც, მაგრამ უბედურებისას ვიხსენებთ დედას.“

  ნიკოლოზ ნეკრასოვი
  •  

„სიმამაცეა შვილის გაჩენა, მაგრამ დედობა არის გმირობა.“

  შოთა ნიშნიანიძე
  •  

„არ არსებობს სიტყვა, რომ გამოხატოს სრულად, თუ რას ნიშნავს დედა და ვინ არის ის ჩვენთვის.“

  შანდორ პეტეფი
  •  

იავნანას ვერ მღერიან ძიძები,
იავნანა დედამ უნდა იმღეროს!..

  ედუარდ უგულავა


  •  

„ადამიანი, რომელიც დედის უპირობო სიყვარულს გრძნობდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებს გამარჯვებულის განცდას და წარმატების რწმენას.“

  ზიგმუნდ ფროიდი
  •  

„საჭიროა [...] ესმოდეს დედაკაცს, შვილი როგორ აღზარდოს შინ, ოჯახში, და გარეთ საზოგადოებაში რა აზრები გაავრცელოს, რას ემსახუროს, ვინაიდან მას შეუძლიან დაამხოს ერი და კიდეც აღადგინოს.“

  ვაჟა-ფშაველა
  •  

ლამაზად შვილის გამზრდელი,
დედა მიცვნია ღმერთადა.

  ვაჟა-ფშაველა


  •  

სანამ დედა მყავს, არ დავბერდები!

  ნოდარ შამანაძე

  ციტატის წყარო: “დედა”

  •  

„მჯერა, როცა გარდაიცვლებიან, დედები სასუფეველში არ მიდიან ─ ღვთისგან განსაკუთრებულ ნებართვას იღებენ, რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ დედამიწაზე და შვილებზე იზრუნონ.“

  ელიფ შაფაქი

  ციტატის წყარო: “ღირსება” (2011 წ.)

  •  

„ნუ მკითხავთ, როგორ გამოიყურებოდა დედაჩემი ─ ნუთუ შეიძლება მზის აღწერა?!“

  ერიკ ემანუელ შმიტი

  ციტატის წყარო: “ნოეს შვილი” (2004 წ.)

  •  

„საერთოდ არ მახსოვს, რა არის მხედველობა, მაგრამ მახსოვს, როგორ გამოიყურება დედა...“

  რეი ჩარლზი
  •  

„რისი უნდა ეშინოდეს ადამიანს, როცა დედა გვერდითა ყავს და თანაც გათოშილ ფეხებზე თბილ წინდებს აცმევს...“

  გოდერძი ჩოხელი
  •  

„სანამ დედა გყავს, სიკვდილისაც არ გეშინია, იმიტომ, რომ დედა ჩაგდება სიკვდილსა და შენს შორის.“

  გოდერძი ჩოხელი
  •  

ვისაც არ უყვარს მშობელი დედა,
ის მის მაგიერ ვის შეიყვარებს?

  აკაკი წერეთელი

  ციტატის წყარო: “თერთმეტი ენკენის თვე”

  •  

ქალი მამას ქმარში გასცვლის,
ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება;
მაგრამ დედას შვილის ტრფობა
სამარეში თან ჩაჰყვება!

  აკაკი წერეთელი

  ციტატის წყარო: “დედის სიმღერა”

  •  

„ყველას რაღაც უნდა ჩვენგან ─ მხოლოდ დედას უნდა ყველაფერი ჩვენთვის!“

  ნიკოლოზ წულუკიძე
  •  

„სიტყვა „ქალი“ განა იმოდენას გვეტყვის, რასაც გვეუბნება დიდებული სიტყვა „დედა“?!..“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„დედის სახლი სამოთხის ადგილია, სადაც საათი მუდამ ჩვენი ბავშვობის დროს უჩვენებს.“

  ოთარ ჭილაძე
  •  

„არყოფნა მაშინ იწყება, როცა დედის ხმას დაივიწყებ, დაკარგავ, ანდა, როცა დედის ხმა თავისი ნებით და სურვილით წავა შენგან.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “მარტის მამალი” (1987 წ.)

  •  

„დედობა დიდი ცოდნაა, უფრო ზუსტად, სიბრძნეა... ოღონდ, დედობაში მარტო ბავშვის გაჩენა არ იგულისხმება ─ ბავშვის გაჩენის უნარი და დედობის უნარი სხვადასხვა ცნებებია.“

  ოთარ ჭილაძე
  •  

თუ უკვდავების ვიპოვე წყარო,
პირველად დედას მოვუტან პეშვით.

  ვაჟა ხორნაული

  ციტატის წყარო: “პირველად”

  •  

ყვავილის გაშლის ხმას
უფრო გაიგონებ,
ვიდრე დედის ნაბიჯებისას
აკვნის სიახლოვეს.

  ვაჟა ხორნეული
  •  

დედა სადაცაა,
იქ ყველაფერია ─
სიცივის გარდა.

  ვაჟა ხორნეული
  •  

დედა ტვირთისაგან მოხრილი
როგორც ფუტკრისაგან ყვავილი.

  ვაჟა ხორნეული
  •  

ძილის წინ იტყოდა დედა:
„ღმერთო უშველე ჩემ შვილებსა“
მაშინაც ესა თქვა,
სამარეში როცა ჩაასვენეს.

  ვაჟა ხორნეული
  •  

„ქალი სუსტია, მაგრამ დედა ─ ძლიერი!“

  ვიქტორ ჰიუგო

როცა დედა გყავს, შენს ცხოვრებაში მუდამ მზეა! დედა არის ის, ვის გარეშე უფალმაც კი არ ინება ყოფნა. იყავი ძლიერი ქალი, რადგან შენი ქალიშვილისთვის მაგალითი იყო, ხოლო ვაჟმა იცოდეს რა უნდა ეძებოს ქალში, როცა გაიზრდება.

  •  

„თუ დედა არ დაიხარა, შვილი წელში ვერასოდეს გაიმართება.“

  არაბული
  •  

„დიდი მაშინ კი არ ხარ, როდესაც დედას აღარ უჯერებ ─ დიდი მაშინ ხარ, როცა ხვდები, რომ დედა მართალი იყო.“

  — [[]]
  •  

„დედას შეუძლია იზრუნოს 10 შვილზე, მაგრამ ხანდახან 10 შვილს არ შეუძლია იზრუნოს ერთადერთ დედაზე...“

  — [[]]

დედა არის ადამიანი, რომელიც შეგიცვლის ყველას... მაგრამ ვერავინ შეცვლის მას...

  •  

„დედაჩემმა თავისი ოცნებები გასწირა, რათა მე მეოცნება.“

  — [[ ]]
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=დედა&oldid=54829“-დან