დორიან გრეის პორტრეტი
დორიან გრეის პორტრეტი — ოსკარ უაილდის 1890 წლის რომანი.
ციტატები
[რედაქტირება]ის, ვინც სულსა და სხეულს შორის რაიმე განსხვავებას ხედავს, არც ერთი გააჩნია და არც მეორე. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სულში იმალება ცხოველური ინსტინქტები, სხეულს კი გააჩნია წუთები, როდესაც ზეშთაგონებითაა აღსავსე. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სიყვარულის ტრაგედიას მხოლოდ ისინი ეზიარებიან, რომელთაც ვერაგობის უნარი შესწევთ. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სრულყოფილად გამოვავლინოთ ჩვენი ბუნებრივი რაობა, აი, რისთვის ცხოვრობს თითოეული ჩვენგანი ამქვეყნად. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მშვენიერება ისეთივე უდიდესი მოვლენაა სამყაროში, ვით მზის სინათლე, გაზაფხული, ან მთვარის ვერცხლისებრი პირსაბურველის ანარეკლი მრუმე წყალში. ის ღვთიური და ამასთანავე უზენაესი უფლების მატარებელია. და მეფური უფლებით აღჭურვა მხოლოდ მათ რგებიათ წილად, ვინც მისი მფლობელი იქნება. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სანამ ხელიდან წაგივიდოდეთ, დასტკბით თქვენი ახალგზრდობით. უქმად ნუ გაანიავებთ ამ ოქროს წლებს, ნუ მოუსმენთ ფარისეველთა და სიწმინდის ამაო მქადაგებელთა თავმოსაბეზრებელ ბოდვას, ნუ შეეცდებით გამოასწოროთ ის, რაზედაც მარადისობამ სამუდამოდ ხელი ჩაიქნია და სამარადჟამოთაც ასევე დარჩება. თქვენ პირად ცხოვრებას უმეცართ, უხამ და ბილწ, არაფრისმაქნის მდაბიოთ ნუ ჩაუგდებთ ხელთ. ნუ გაჰყვებით ჩვენი საუკუნის ავადმყოფურ მიზნებსა და მაცდურ იდეებს, იცხოვრეთ იმ წარმტაცი და მომხიბვლელი ცხოვრებით, რაც თქვენს არსებაში საიდუმლოდ შეუნახავს არსთაგამრიგეს, ხელიდან ნუ გაუშვებთ ამქვეყნიურ სიამეს. ეძიეთ ახალ-ახალი განცდანი და ნურაფრის შიშს გულში ნუ გაივლებთ... |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ჩვეულებრივი ქალები ვერ აღაგზნებენ ადამიანის წარმოსახვას. მათ ხომ არ ძალუძთ თავისი საუკუნის ჩარჩოებს გასცდნენ. მათ სულიერ გარდაქმნას ვერავითარი ჯადოქრობა ვერ მოახერხებს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ამქვეყნად მხოლოდ ორი ტიპის ადამიანებს ძალუძთ მოხიბლონ და დაატყვევონ გული: ადამიანებს, რომელნიც მისნის ალღოთი სწვდებიან ცხოვრების ყოველგვარ იდუმალებას და ადამიანებს, რომელთაც არავითარი წარმოდეგნა არა აქვთ ამაზე. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მხოლოდ გონებაშეზღუდულ ადამიანებს ესაჭიროებათ წლები, რომ განცდები თავიდან მოიშორონ. ადამიანს, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავი დასძლიოს, ასევე თავისუფლად შეუძლია იხსნას თავი უმძიმესი მწუხარებისაგან და სრულიად იოლად მიაგნოს ახალ სასიხარულო განცდებს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ცხოვრება იქიდან უნდა დავიწყოთ, სადაც გუშინ შეჩერდა, მაგრამ მწვავედ შევიგრძნობთ, რომ განწირულნი ვართ უიმედოდ, რადგან დაუსრულებლად უნდა ვხარჯოთ ენერგია, თავბრუდამხვევად ვიტრიალოთ ერთსა და იმავე დამქანცველ წრეში მისთვის ჩვეული სტერეოტიპული საქმიანობით. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მანკიერება, ვიცი, ისეთი რამ არის, რაც ადამიანის სახეზე სამუდამო დაღს ტოვებს, მისი დაფარვა შეუძლებელია. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ადამიანებს ხანდახან სწამთ, რომ საიდუმლოებით მოცული ბიწიერებანიც არსებობს ამქვეყნად, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
თქვენ ისეთ ამბებზე მსჯელობთ, რომლის შესახებ წარმოდგენა არ გაქვთ. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
თითოეული ჩვენგანი თავის არსებაში ითავსებს ცასა და ჯოჯოხეთს. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
სიყვარულს სასიცოცხლო ძალას მხოლოდ განმეორება მატებს. დიახ, მხოლოდ და მხოლოდ განმეორება გადააქცევს დიდ გულისთქმას ხელოვნებად. ამის გამოა სწორედ, რომ სულში ახლად გაშლილი ყოველი გრძნობა კვლავ პირველი სიყვარულია. მხოლოდ გატაცების საგანი იცვლება, გრძნობა კი საუკუნოდ უცვლელი და განუმეორებელი რჩება. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
არასოდეს ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინო, რის შესახებ სადილის შემდეგ საზოგადოებაში თავისუფლად არ შეგიძლია საუბარი. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ვინც ცხოვრებას მხატვრის თვალით უყურებს, მის გონებას უთუოდ სული ცვლის. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
რა სარგებლობა ექნება ადამიანს... თუნდაც მთელი ქვეყნიერება მისცენ, თუ დაკარგავს... |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ერთადერთი განსხვავება ჟინიანობასა და სამუდამო სიყვარულს შორის არის ის, რომ ჟინიანობა უფრო ხანგრძლივია. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
პუნქტუალობა დროის ქურდია. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ყოველი პორტრეტი, რომელიც დახატულია გრძნობით, მხატვრის პორტრეტია და არა მენატურისა. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ზნეობა პოზაა - ჩვენ მას ვიყენებთ იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომელნიც ჩვენთვის არასასიამოვნონი არიან. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
მხოლოდ ორი კატეგორიის ხალხი აღმაფრთოვანებს: ისინი, ვინც მართლა ყველაფერი იცის და ისინი, ვინც საერთოდ არაფერი იცის. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
ყველაზე მეტად ვაგნერის მუსიკა მიყვარს. იგი იმდენად ხმამაღალია, რომ შეგიძლია რამდენ ხანსაც გინდა ილაპარაკო ისე, რომ ერთი სიტყვაც კი ვერავინ გაიგოს შენი ნათქვამიდან. |
ციტატის წყარო: „დორიან გრეის პორტრეტი“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
თავი 1
[რედაქტირება]- ადამიანთა ყოველ ფიზიკურსა და გონებრივ სხვაობას თან სდევს რაღაც ბედისწერა. სწორედ ისეთი ბედისწერა, რომელიც მთელი ისტორიის განმავლობაში არ სცილდება და წარმართავს მეფეთა მერყევ ნაბიჯებს. უმჯობესია ადამიანიი არაფრით გამოირჩეოდეს სხვებისგან. ბედი ამქვეყნდად მახინჯებსა და თავცარიელებს უფრო სწყალობთ. მათ შეუძლიათ სრულიად მშვიდად ისხდნენ და პირდაღებულნი შესცქეროდნენ ამქვეყნიურ წარმოდგენას. დამარცხებით გამოწვეული უმძიმესი განსაცდელისგან დახსნილნი არიან. ისე ცხოვრობენ, როგორც ჩვენ ყველას უნდა გვეცხოვრა: შეუწუხებლად, გულგრილად და უშფოთველად. ისინი არავის სპობენ ამქვეყნად და არც თავად იღუპებიან სხვისი ხელით. შენი წოდება და სიმდიდრე, ჰარი, ჩემი ნიჭი და ხელოვნება, დორიან გრეის სილამაზე — ყოველივე ამის გამო, რაც ღმერთმა გვიწყალობა, ოდესმე მწარედ დავიტანჯებით.
- გრძნობით შექმნილი ყოველი სურათი ხელოვანის სულიერი ჩანაფიქრის ანარეკლია და არა ნატურისა. ის, ვისაც ვხატავ, უბრალო შემთხვევითობაა. ეს მხოლოდ მიზეზია. ვისაც პორტრეტზე ვუმზერთ, ის არ არის, შემოქმედმა რომ წარმოგვიდგინა. ის, რაღა თქმა უნდა, თავად მხატვარია. დიახ, ეს ის არის, ვინც ფერად ტილოზე საკუთარ თავს ააშკარავებს.
- იდეას საერთო არა აქვს რა იმ ადამიანის ჭეშმარიტ მრწამსსა და გულწრფელობასთან, ვისგანაც ის მომდინარეობს; რაც უფრო ნაკლებად გულწრფელია ადამიანი და ნაკლებად სწამს იდეა, მით უფრო ღირსეულია ეს იდეა, რადგან იგი პიროვნების სურვილს, საჭიროებას და ცრურწმენას არ გამოხატავს.
- პიროვნება უფრო მეტად მაინტერესებს, ვიდრე მისი პრინციპები, და ამქვეყნად ყველაზე მეტად უპრინციპო ადამიანებს ვეტრფი.
- ფრიად სამწუხაროა, რა თქმა უნდა მაგრამ უეჭველია, გენიალობა მშვენიერებაზე დღეგრძელია მუდამ. სწორედ ამიტომ ასე დიდ წამებას ვაყენებთ საკუთარ თავს, რათა როგორმე განვივითაროთ გონება. არსებობისთვის გააფთრებულ ველურ ჭიდილში ჩვენი სურვილია ხანგრძლივად შევინარჩუნოთ რაიმე, ამის გამო გონებას გამუდმებით ვტენით რაღაც ცხოვრებისეული ფაქტებით, აბდაუბდით და სულელურად ვიმედოვნებთ შევინარჩუნოთ ჩვენი ადგილი ამქვეყნად. ფრიად განსწავლული და საქმის მცოდნე ადამიანი — აი, თანამედროვეობის იდეალი. მაგრამ ამ ფრიად განსწავლული კაციის გონება რაღაც საშინელ ქაოსს წარმოადგენს. ის მტვრიანი ძველმანებით სავსე ანტიკვარულ მაღაზიას ჰგავს, სადაც ყველაფერი ნამდვილ ღირებულებასთან შედარებით გაცილებით ძვირად ფასობს.
თავი 2
[რედაქტირება]- გავლენის მოხდენა ადამიანზე ნიშნავს, მთლიანად მას გადასცე შენი საკუთარი სული. მაშინ ის არც ფიქრობს და არც თავის არსებაში ჩასახული გრძნობებით იწვის. ვერც უამრავ კეთილ საქმეს და სათნოებას მიიჩნევს თავისად. ხოლო ცოდვები, თუ წარმოიდგენთ, რომ ისინი საერთოდ გააჩნია, უეჭველად ნასესხებია. ადამიანი ასეთ შემთხვევაში სხვისი მელოდიის ექოდ გადაიქცევა ხოლმე, ისეთი როლის შემსრულებელ მსახიობად, რომელიც მისთვის არ არის დაწერილი. ცხოვრების მიზანი საკუთარი თავის გამოვლენაა. სრულყოფილად გამოვავლინოთ ჩვენნი ბუნებრივი რაობა, აი, რისთვის ცხოვრობს თითოეული ჩვენგანი ამქვეყნად. ჩვენს დროში ხალხს საკუთარი თავისა ეშინია. მათ აშკარად დაავიწყდათ, რომ ყველაზე დიდი ვალდებულება საკუთარი თავის წინაშე ვალდებულებაა. რასაკვირველია, ვერ უარყოფთ, ისინი გულმოწყალენიც არიან, ლუკმას არ იშურებენ მშიერთათვის და მაწანწალებს მოსავენ. მაგრამ სწორედ ამ დროს საკუთარი სულის სიშიშვლე აკრთობს ადამიანის გონებას. გამბედაობა და სიმამაცე შორს დარჩა ჩვენი მოდგმისგან. შესაძლოა, ჩვენ ის არც არასოდეს გვამკობდა. შიში საზოგადოებრივი აზრის წინაშე, რომელიც მორალს ქმნის, შიში ღმერთის წინაშე, რაც რელიგიურ საიდუმლოებას წარმოადგენს. აი, ეს ორი რამ განაგებს ჩვენს ყოფიერებას.
- ჩვენ საკუთარი თავის უარყოფისთვის ვისჯებით. თითოეული გრძნობა თუ სურვიილი, რომლის ჩახშობასაც ასე გულმოდგინედ ვცდილობთ, მძიმე ტვირთივით დასწოლია ჩვენს გონებას და გვწამლავს. ადამიანი ერთხელ სცოდავს და სწრაფვა შეცოდებისა მაშინვე იხშობა სულში, რადგანაც მისი განხორციელება თავისთავად გზაა განწმენდისაკენ. მაშ შემდეგ კი აღარაფერი რჩება გარდა სასიამოვნო მოგონებისა. ადამიანი მხოლოდ ინანიებს სულისა და სხეულის განცხრომისთვის ჩადენილ ცოდვებს, რომლებსაც ესოდენ დიდი სიამოვნება მიანიჭა მას ცდუნების თავიდან ასაშორებლად ერთადერთი გზა ის გახლავთ, რომ ადამიანი მის გარდაუვალ ნებას დაემორჩილოს. ხოლო თუ მის წინააღმდეგ ბრძოლას განიზრახავას, მაშინ სული აკრძალულისადმი სწრაფვით ეფერფლება და დაუცხრომლად ესწრაფვის ყოველივეს, რაც მის მიერვე გამონაგონმა კანონმა ბიწიერებად და უკანონობად აქცია. ამბობენ, მსოფლიოს უდიდესი მოვლენები ადამიანის გონებაში წარმოიქმნება და წყდებაო. მე კი ვიტყოდი, რომ უდიდესი ამქვეყნიური შეცოდებანიც უპირველესად მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის გონებაში ჩაისახება.
- სანამ ხელიდან წაგივიდოდეთ, დატკბით თქვენი ახალგაზრდობით. უქმად ნუ გაანიავებთ ამ ოქროს წლებს, ნუ მოუსმენთ ფარისეველთა და სიწმინდის ამაო მქადაგებელთა თავმოსაბეზრებელ ბოდვას, ნუ შეეცდებით გამოასწოროთ ის, რაზედაც მარადისობამ სამუდამოდ ხელი ჩაიქნია და სამარადჟამოდაც ასევე დარჩება. თქვენს პირად ცხოვრებას უმეცართ, უხამს და ბილწ, არაფრისმაქნის მდაბიოთ ნუ ჩაუგდებთ ხელში. ნუ გაჰვებით ჩვენი საუკუნის ავადმყოფურ მიზნებსა და მაცდურ იდეებს, იცხოვრეთ ამ წარმტაცი და მომხიბლველი ცხოვრებით, რაც თქვენს არსებაში საიდუმლოდ შეუნახავს არსთაგამრიგეს, ხელიდან ნუ გაუშვებთ ამქვეყნიურ სიამეს. ეძიეთ ახალ-ახალი განცდანი და ნუ ნურაფრის შიშს გულში ნუ გაივლებთ.