შინაარსზე გადასვლა

დრო

ვიკიციტატიდან
  •  

„წუთით დაადეთ ხელი გავარვარებულ ღუმელს ─ ეს წუთი მოგეჩვენებათ საათად. გაატარეთ 1 საათი მომხიბვლელ გოგონასთან ერთად და ეს საათი მოგეჩვენებათ წუთად.“

  ალბერტ აინშტაინი
  •  

„წუთი ყოველთვის იწელება, წლები კი ყოველთვის სწრაფად გარბიან.“

  ანრი ფრედერიკ ამელი


  •  

„არსებობს წამები, რომლებიც უსაშველოდ დიდხანს გრძელდება, გეგონება, ვიღაცამ DVD ფლეიერზე Pause-ის ღილაკს დააჭირა თითი.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„დრო კამერაა, დრო ფოტოების დეფილეს აწყობს.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„ყოველ კრიტიკოსს შორის ყველაზე გენიალური, დიდებული და სამართლიანია დრო.“

  ბესარიონ ბელინსკი
  •  

„დრო, რომელიც ციხესიმაგრეებს ანადგურებს, ამდიდრებს ხელოვნებას.“

  ხორხე ლუის ბორხესი
  •  

„თქვენ ზუსტად იმდენივე დრო გაქვთ, რამდენიც ჰქონდათ მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩს, თომას ჯეფერსონს ან ალბერტ აინშტაინს...“

  ჯექსონ ბრაუნი
  •  

„ყველაფერს თავისი დრო აქვს ─ ნგრევასაც და შენებასაც, თქმასაც და ართქმასაც.“

  რეი ბრედბერი

  ციტატის წყარო: “451º ფარენჰაიტით” (1953 წ.)

  •  

„დრო არ იცდის [...] დრო არც ისე დამყოლია, როგორც ჩვენ გვეგონა.“

  რეი ბრედბერი

  ციტატის წყარო: “უსასრულო ხეტიალისა და დედამიწის შესახებ” (1950 წ.)


  •  

„ჩვენ ხშირად ვფლანგავთ მთელ დღეს, რადგან გვახსოვს, რომ არსებობდა გუშინდელი დღე და გვჯერა, რომ დადგება ხვალინდელიც.“

  გოეთე
  •  

„უცბად კი გადის დრო, მაგრამ რამდენი რამ იცვლება ამ სიუცბათეში?!“

  გურამ გეგეშიძე
  •  

„დრომ არ იცის, რა არის ხანგრძლივობა, ის მუდმივია, თუმცა ჩვენთვის ის ხანგრძლივობის გამომხატველია.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„ყველაფერი, რაც დროის ფარგლებშია მოქცეული, უეჭველად მთავრდება და სწორედ ამიტომ არ ემორჩილება საკუთარ ნებას.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

ერთი დრო არვის შერჩების, კარგი სთქვა, გინდა ავია.

  დავით გურამიშვილი


  •  

„აწმყო ეკუთვნის ცოცხალთ, ნამყო ─ მეცნიერთა და მერმისი ─ დიდბუნებოვან კაცთა.“

  დემოკრიტე
  •  

„ადამიანი დროს გამონახავს ყველაფრისთვის, რაც მისთვის ღირებულია და გულით სწადია!“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„არის წუთები, როდესაც ადამიანისთვის დრო უცბად გაჩერდება და საუკუნოდ ასე იქნება.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)

  •  

„ხანდახან ხუთი წუთი კაცს მთელ საუნჯეს ურჩევნია.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)

  •  

„დრო საგანი არ არის, დრო იდეაა.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)

  •  

„დრო მიდის, დრო ცვლის სახეებს, სულ სხვა სინათლე ეფინებათ მათ.“

  სერგეი ესენინი
  •  

„დრო ქვასაც ფშვნის.“

  სერგეი ესენინი
  •  

„დრო სწრაფად მიფრინავს... ჩვენ მხოლოდ ნაპერწკლები ვართ, რომლებსაც სურთ, რაც შეიძლება მკაფიოდ ანათებდნენ, სანამ ქარში გაქრებიან...“

  ჯანი ვერსაჩე
  •  

„დრო არ კურნავს ─ დროს მივყავართ გულგრილობამდე და ის კლავს ყველაფერს, რაც ასე ძალიან გვიყვარდა.“

  იანუშ ვიშნევსკი
  •  

„საათი დროს გვიჩვენებს, დრო კი ─ ადამიანებს.“

  ლუკ დე კლაპიე ვოვენარგი
  •  

„დროის ფასი თუ არ იცი, შენს დროსა და წუთისოფელში ვერ იცხოვრებ!“

  ოტია იოსელიანი
  •  

„დრომ და მასთან ერთად ჭკუამ განხეთქილება ჩამოაგდო ჩემსა და იმ ხალხს შორის, ვისაც ვიცნობდი და მიყვარდა...“

  დენიელ კიზი

  ციტატის წყარო: “ყვავილები ელჯერნონისთვის” (1966 წ.)

  •  

„დროა ერთადერთი ყველაფერი ღირსეულის მფარველი და დრო ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.“

  ყარამან კიკვიძე
  •  

„გინდა გააჩერო დრო? ─ აკოცე! გინდა იმოგზაურო დროში? ─ წაიკითხე წიგნი! გინდა თავი დააღწიო დროს? ─ მოუსმინე მუსიკას!“

  პაულო კოელიო
  •  

„ერთხელაც გაიღვიძებთ და უკვე აღარ გექნებათ დრო, აკეთოთ ის, რისი კეთებაც ყოველთვის გსურდათ; გააკეთეთ ის ახლა!“

  პაულო კოელიო
  •  

„დრო განამტკიცებს მეგობრობას და აუფერულებს სიყვარულს.“

  ჟან დე ლაბრიუიერი
  •  

„დრო კურნავს თითქმის ყველაფერს ─ მიეცით დროს დრო!“

  დალაი ლამა XIV
  •  

„ნუ უყურებ საათს; უყურე რას აკეთებს ის ─ არ ჩერდება!“

  სემ ლევენსონი
  •  

„თუ დროის კარგვით სიამოვნებას იღებ, ეს დრო არ არის დაკარგული.“

  ჯონ ლენონი
  •  

„სასამართლო ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად გჭირდება მოთმინება, რადგან სიმართლის დადგენა ხშირად დროს მოითხოვს, გამძლეობა კი ─ ამ დროსთან გამკლავებას.“

  ნელსონ მანდელა
  •  

„არ ფანტო დრო იმ ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის იმისკენ, რომ დრო შენთან ერთად გაატაროს.“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„უკეთესია მიხვიდეთ ცუდ დროს, ვიდრე ელოდოთ მოწვევას.“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„დრო გვაჩვენებს რა დავიჯეროთ და რა არ დავიჯეროთ.“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„დრო ─ გულის ჭრილობების შესანიშნავი მკურნალია; თუ სულ ვერ წაშლის, აყუჩებს მაინც ყოველგვარ ─ თვით უსაშინელეს ტკივილსაც კი.“

  ლუის ა. მარტინესი

  ციტატის წყარო: “სანაპიროსკენ” (1904 წ.)

  •  

„ბედნიერები დროს არ ანგარიშობენ.“

  ლუის ა. მარტინესი

  ციტატის წყარო: “სანაპიროსკენ” (1904 წ.)


  •  

„დრო ცნობიერების გარეშე ─ ცხოველური სამყაროა. დრო ცნობიერებასთან ერთად ─ ადამიანი. ცნობიერება დროის გარეშე ─ არსებობის უმაღლესი საფეხური.“

  ვლადიმერ ნაბოკოვი
  •  

„დრო არ მოძრაობს ─ მოძრაობს თქვენი გონება. დრო როგორ იმოძრავებს, როცა მოძრაობისთვის ისევ დროა საჭირო? თუ თქვენი დრო იმოძრავებს, მაშინ საჭირო იქნება სხვა დრო, რომელშიც იგი იმოძრავებს.“

  ოშო


  •  

„ერთხელ მითხრეს, რომ დრო მტაცებელია და ჩვენზე ნადირობს, მაგრამ მე უფრო მჯერა, რომ დრო ჩვენი თანამგზავრია, რომელიც მოგზაურობისას თან გვახლავს და გვახსენებს, რომ დავაფასოთ ყოველი წუთი, რადგან ის აღარასოდეს განმეორდება.“

  ჟან-ლუკ პიკარდი
  •  

„დრო ─ მათემატიკური სიზუსტით უნდა გათვალო, უძვირფასესია!“

  პლატონი
  •  

„ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ დრო ვკარგოთ დიეტებზე, ძუნწ მამაკაცებსა და ცუდ ხასიათზე.“

  ფაინა რანევსკაია
  •  

„წამის სიხარული ─ აი, ცხოვრება! მხოლოდ ის არის მარადისობასთან ყველაზე ახლოს...“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„ღამით დრო გაჩერებულია ─ მხოლოდ საათი მიდის.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„ბნელ დროში კარგად ჩანან ნათელი ადამიანები.“

  ერიხ მარია რემარკი


  •  

„პრობლემა ის კი არ არის, რომ სიცოცხლისთვის ცოტა დრო გვაქვს, არამედ ის, რომ ბევრ დროს ვფლანგავთ.“

  სენეკა


  •  

კიდევ შეგრჩა თუ არა მხიარული თვალები?
თუ დრომ გადაუარა და ჩაუქრო ალები?

  გალაკტიონ ტაბიძე

  ციტატის წყარო: “გაგონდება თუ არა”

  •  

„ვბერდებით, ხომ არ ვახალგაზრდავდებით, რომ დრო არ გვადარდებდეს, ამიტომ ერთად გატარებული ერთი კვირაც რამეა.“

  კოლმ ტოიბინი

  ციტატის წყარო: “ბრუკლინი” (2009 წ.)

  •  

„ამბობენ, დრო წახდაო... არა, ბატონებო! დრო არ წამხდარა და არც არასოდეს წახდება ─ მხოლოდ ადამიანები წახდნენ თავიანთი უგუნურობით!“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„დიდებული მომენტი თუ მეტად დიდხანს გაგრძელდა, კარგავს თავის დიდებულებას.“

  ლევ ტოლსტოი


  •  

„ყოველ ჩვენგანს ჰყავს საკუთარი დროის მანქანა ─ მოგონებები, რომლებიც წარსულში გვაბრუნებენ და ოცნებები, რომლებსაც მომავალში გადავყავართ...“

  ჰერბერტ უელსი
  •  

„ყოველთვის ამბობენ, რომ დრო ცვლის სამყაროს, მაგრამ სინამდვილეში, აუცილებელია, შენვე შეცვალო იგი.“

  ენდი უორჰოლი


  •  

„დრო ფულია, ოღონდ მაშინ, როცა დრო არ გაქვს.“

  ჰერმან ფრენცელი
  •  

„თანამედროვე ადამიანს ჰგონია, რომ დროს კარგავს, როცა სწრაფად არ მოქმედებს, მაგრამ არ იცის, რა უნდა გააკეთოს მოპოვებულ დროში, გარდა იმისა, რომ ფუჭად დაკარგოს.“

  ერიხ ფრომი
  •  

„არც თქვენ შეგრჩებათ ერთი დრო, ვინც ხმა-მაღლა ჰყივითა.“

  ვაჟა-ფშაველა


  •  

„ტყუილად ნუ გაფლანგავთ დროს კედელზე კაკუნით, იმ იმედით, რომ კედელი კარად გადაიქცევა!“

  კოკო შანელი
  •  

„გაქვს დრო მუშაობისთვის და გაქვს დრო სიყვარულისთვის ─ სხვა რამისთვის დრო უბრალოდ არ გრჩება...“

  კოკო შანელი
  •  

„ჩვენ დროის საკითხნი ვართ, დრო კი მირბის.“

  უილიამ შექსპირი


  •  

„დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს!..“

  ირაკლი ჩარკვიანი
  •  

„დიდზე დიდია ერთად შეკრებილი და ნაყოფიერად მოხმარებული წუთების ფასი და აუნაზღაურებელია ის დანაკარგი, რასაც მათი უქმად გაფლანგვა მოგცემს.“

  ლორდი ჩესტერფილდი

  ციტატის წყარო: “წერილები ვაჟიშვილს” (1749 წ.)

  •  

„დროც ადამიანივითაა ─ სანამ არ დაკარგავ, მის ნამდვილ ფასს ვერ გაიგებ...“

  გოდერძი ჩოხელი
  •  

„თუ დეპრესიაში ხარ, ესე იგი წარსულში ცხოვრობ; თუ შფოთავ, მომავალში ცხოვრობ. თუ მშვიდად ხარ, ესე იგი ცხოვრობ აწმყოში.“

  ლაო ძი
  •  

„ყველაზე დიდი სიმდიდრე ─ დრო; მთავარია, ის არ გაფლანგო უაზროდ ლაყბობაში...“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„დრო არასოდეს არ მოდის ─ იგი მიდის და ვინც მას არ გაჰყვება, დაიღუპება!“

  მიხეილ ჯავახიშვილი
  •  

„ვერავინ დაიწუწუნებს, დრო არ მყოფნისო, თუ არასოდეს კარგავს მას.“

  თომას ჯეფერსონი


  •  

„დრო ─ უზნეობისა და უსამართლობის მტერი და სამართლიანობისა და მორალის მოკავშირეა.“

  ნაპოლეონ ჰილი

  ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

  •  

„თუ დროში მოგზაურობა შესაძლებელია, მაშინ რატომ არ ჩანან დროში მოგზაურები?“

  სტივენ ჰოკინგი

მეფეებიც კარგ დროს ატარებენ „დრო ზედმეტად ნელია მათთვის, ვინც ელოდება; ზედმეტად სწრაფი ─ მათთვის, ვისაც ეშინია; ზედმეტად გრძელი ─ მათთვის, ვინც გლოვობს; ზედმეტად მოკლე ─ მათთვის, ვისაც უხარია; ხოლო იმათთვის, ვისაც უყვარს ─ დრო მარადისობაა.“

  •  

„ჩვეულებრივი ადამიანი ფიქრობს, როგორმე გაატაროს დრო; ჭკვიანი ადამიანი ფიქრობს ─ როგორ გამოიყენოს დრო.“

  — [[]]

შეგიმჩნევიათ რამხელა ძალა აქვს 1 წელიწადს? რამდენი რამის შეცვლა შეუძლია...ახლო მეგობრებს უბრალო ნაცნობებად გადააქცევს, უცნობებს კი უახლოეს მეგობრებად. იზრდები, ვითარდები და იცვლები თავად შენც და შენს ირგვლივ სამყაროც. ვერც კი იხსენებ იმ დროს, როცა ყველაფერი სხვაგვარად იყო.

  •  

„საათი იაფია, მაგრამ დრო ძვირია...“

  — [[]]

დრო წაიღებს ყველაფერ იმას, რაც დღეს ასე ძალიან გიყვარს დრო ყველაზე დიდი გამოცდაა, რომელსაც ერთეულები აბარებენ

  •  

„რაც უფრო ადრე აიცრუებ უვარგის ხალხზე გულს, მით უფრო მეტი დროის ეკონომიას გააკეთებ.“

  — [[]]

,,დრო მკურნალია კარგად ჟღერს, მაგრამ როცა ცუდად ხარ, დრო რატომღაც ჩერდება... დრო ყველაზე კარგი ვარიანტია იმის გასაგებად, სჭირდები თუ არა ადამიანს. და ყველაზე სწორ პასუხებს კითხვებზე დრო გვაძლევს.

  •  

„კარგ რამეებს დრო სჭირდება.“

  — [[]]
  •  

- რას ვკარგავთ ყველაზე ხშირად?
- დროს ადამიანებზე, რომლებიც ამას არ იმსახურებენ...

  •  

არ თქვა ვინმეზე მეტი ხარ რამით,
არ თქვა ვინმეზე მეტი შექმენი,
არავინ იცის დრო ვის რად გვაქცევს,
დრონი მეფობენ, არა ─ მეფენი...

ახლა არ გაქვს დრო, მერე არ გექნება ძალა, შემდეგ არ იქნები შენ. ინდური ანდაზა

მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=დრო&oldid=54379“-დან