შინაარსზე გადასვლა

დუმილი

ვიკიციტატიდან
  •  

„ცოცხალი ადამიანების სიჩუმე უფრო ძნელი გასაგებია, ვიდრე მკვდრებისა.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„მორიდება დასაფასებელია, მაგრამ მარადიული უთქმელობა ─ არა.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„სიჩუმე ბრიყვის სათნოებაა.“

  ფრენსის ბეკონი
  •  

„დუმილი თანხმობის ნიშანია ან შედეგი იმისა, რომ თქვენ არავინ გისმენთ.“

  ბესარიონ ბელინსკი
  •  

„შენ ხომ ის არა ხარ, რასაც ლაპარაკობ ─ შენ ისა ხარ, რაზეც ჩუმდები!“

  ლეილა ბეროშვილი

  ციტატის წყარო: “გამოზამთრება”

  •  

„დუმილი ლამაზია, ხოლო მდუმარე ადამიანი მუდამ უფრო ლამაზია, ვიდრე ─ მოლაპარაკე.“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„დუმილს იმაზე მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე პირიდან წამოსულ უადგილო ლიტონ სიტყვებს...“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„დუმილის დროსაც რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი.“

  გურამ დოჩანაშვილი

  ციტატის წყარო: “სამოსელი პირველი” (1975 წ.)

  •  

„კაცს დუმილში უნდა გაუგო, თორემ დაძახებით ─ ძაღლსაც ესმის!“

  გიორგი ეფრემიძე
  •  

„დუმილს დუმილად რომ ჩამითვლი, შენ იქ ამთავრებ ჩემს ნაცნობობას...“

  გიორგი ეფრემიძე
  •  

„ისეთ ხალხს ჩააკმენდინეს ხმა, ოქროს ფასი რომ ადევს მათ სიტყვას და გამოცდილებას.“

  ოტია იოსელიანი


  •  

„ადამიანს, ადამიანად მეტწილად უფრო ის აქცევს, რაზეც დუმს, ვიდრე ის, რასაც ამბობს.“

  ალბერ კამიუ
  •  

„არის წუთები,როდესაც დუმილი ღალატს ნიშნავს.“

  მარტინ ლუთერ კინგი
  •  

„ბოლოს, ჩვენი მტრების სიტყვები კი არა, ჩვენი მეგობრების დუმილი გაგვახსენდება.“

  მარტინ ლუთერ კინგი
  •  

„წარმატებებზე სჯობს, დადუმდე, რადგანაც შურს ჩვენი ბედნიერების განადგურების უნარი შესწევს.“

  პაულო კოელიო
  •  

„ჩვენ სამნი მივდიოდით გზაზე: მე, ის და დუმილი… დუმილი ვერ ხვდებოდა, რომ ზედმეტი იყო... შეუგნებელი დუმილი.“

  ვახუშტი კოტეტიშვილი

  ციტატის წყარო: “ზედმეტი მესამე”


  •  

„დუმილი ზოგჯერ საუკეთესო პასუხია.“

  დალაი ლამა XIV
  •  

ხმას რომ არ იღებს,
არ იფიქრო, ვერაფერს ხედავს, ─
გაწბილებულია, ─
მოტყუებული
არ გეგონოს, თუ ძმა ხარ, ხალხი ─
დაშინებულია!

  მურმან ლებანიძე

  ციტატის წყარო: 1987 წ.


  •  

„იმ მდინარის გეშინოდეს, რომელიც არ ხმაურობს.“

  თომას მანი
  •  

„ის, ვისაც სიჩუმის ესმის, ღმერთს ამოაღებინებს ხმას.“

  ლაშა მარგიანი
  •  

„რაც უფრო ჩუმად მიდიხართ, მით უფრო შორს წახვალთ.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”


  •  

„რაც უფრო მეტს მდუმარებს ადამიანი, მით უფრო აზრიანად იწყებს ის საუბარს.“

  ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„დუმილი ყოველთვის სავსეა სიტყვებით.“

  მილორად პავიჩი
  •  

„ზოგჯერ გინდა ძალიან ბევრი რამ უთხრა იმ ადამიანს, რომელმაც გაწყენინა, მაგრამ შემდეგ ხვდები, რომ შენი სიტყვები უფრო ძვირფასია, ვიდრე ეს ადამიანი, და ჩუმდები...“

  ალ პაჩინო
  •  

„ჩუმად იყავი, ან ისეთი რამე თქვი, რაც დუმილზე უკეთესია.“

  პითაგორა


  •  

„სამყაროში არის ხმა, რომელიც არ იყენებს სასაუბროდ სიტყვებს. უსმინე.“

  ჯალალედინ რუმი


  •  

„ჯობს დახურო პირი და ჩანდე სულელი, ვიდრე ─ გააღო და ამაში ყველა დარწმუნდეს!“

  მარკ ტვენი
  •  

ნუ მოუყვებით.
დაე, მუდამ ყალბი გეძახონ.
ნუ მოუყვებით ─ გულისტკენას მაინც ჯობია.

  ნიკოლოზ ტოტოღაშვილი


  •  

„უდიდესი ძალაა იმ ადამიანში, რომელიც შეძლებს გაჩუმებას მაშინაც კი, როცა მართალია!“

  ოსკარ უაილდი
  •  

„რა ლამაზად ამბობდა სათქმელს კაცი, რომელიც იჯდა და დუმდა...“

  ალექსანდრე შურღაია
  •  

„წარმოიდგინეთ, რა სიჩუმე ჩამოვარდებოდა, ადამიანები მხოლოდ იმას რომ ლაპარაკობდნენ, რაც იციან.“

  კარელ ჩაპეკი
  •  

„რამდენად დიდებული სანახავია სიჩუმე, მაშინ როდესაც შენგან მრისხანებას ელოდებიან...“

  ჩარლზ ჩაპლინი
  •  

„ძლიერი და მდუმარე კაცი ხანდახან იმიტომაა მდუმარე, რომ არც არაფერი აქვს სათქმელი.“

  უინსტონ ჩერჩილი
  •  

„არ ვიცი რატომ, მაგრამ უაღრესი ბედნიერებისა და უკიდურესი უბედურების გამოხატვა უფრო ხშირად მდუმარებით ხდება. შეყვარებულებს ერთმანეთისა მაშინ უკეთესად ესმით, როცა სდუმან.“

  ანტონ ჩეხოვი


  •  

„სამყარო ჩუმია ჩემს წარმოდგენაში. ის რომ ლაპარაკობს, მღერის, ხმაურობს, სიცოცხლის გამოა ყველაფერი.“

  თემურ წიკლაური


  •  

იქნებ სიმარტოვემ ასწავლა სიჩუმის ენა,
ანუ მიუმატა კიდევ ერთი ტკივილი...

  თამაზ ჭილაძე
  •  

მთავარია, რა დუმს ─
ზღვა
თუ
სახლის წინ პატარა გუბე.

  თამაზ ჭილაძე
  •  

„დარჩი იქ, სადაც შენი მაშინაც ესმით, როცა არაფერს ამბობ...“

  ოთარ ჭილაძე
  •  

„სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის და შენც გახსენი შენი ფიქრები, რომ პატიოსნად, დიდხანს და მყუდროდ იცხოვრო, როცა აღარ იქნები...“

  ოთარ ჭილაძე
  •  

„ბრძნადმეტყველებაი ვერცხლი არს წმინდაი, ხოლო დუმილი ─ ოქრო რჩეული.“

  გრიგოლ ხანძთელი
  •  

„ადამიანის დასამარებისათვის ორი ხერხი არსებობს. პირველი-დუმილი, მეორე ─ გამომჟღავნება. მე გამოვთქვი აზრი, რომ შეიძლება დუმილი სჯობდეს.“

  მიხეილ ჯავახიშვილი
  •  

„ჩუმად ყოფნა კარგია: ზოგს დებილი ჰგონიხარ, ზოგს ─ გენიოსი; სინამდვილეში კი უბრალოდ ჩუმად ზიხარ და მარტორქებზე ფიქრობ...“

  გიორგი ჯანელიძე

ჯერ იმიტომ ვჩუმდებით, რომ ნაწყენები ვართ; მერე იმიტომ, რომ უხერხულია დუმილის დარღვევა; შემდეგ კი, როცა ყველაფერი დავიწყებულია, აღარ გვახსოვს ენა, რომლითაც ერთმანეთის გვესმოდა...

  •  

„ის, ვისაც შენი სიჩუმის არ ესმის, შენს სიტყვებსაც ვერ გაიგებს.“

  ელბერტ ჰაბარდი
  •  

„ლაპარაკის სწავლას 2 წელი უნდა; დუმილის სწავლას კი, ალბათ, 50 წელიც არ ეყოფა...“

  ერნესტ ჰემინგუეი

ჭკვიან ქალს დუმილითაც კი შეუძლია მამაკაცი საგონებელში ჩააგდოს, რადგან ის უბრალოდ კი არ დუმს, არამედ რაღაცაზე დუმს! მიყვარს სიჩუმე - მასში არაა ტყუილი. ხანდახან დუმილი ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა. თუ ჩუმად ვარ, ეს იმას არ ნიშნავს რომ სათქმელი არაფერი მაქვს, უბრალოდ სიჩუმე ყველაზე უმტკივნეულოა.

  •  

„არ არის საშიში, როცა ცუდი ადამიანები ყვირიან ─ საშიშია, როცა კარგი ადამიანები ჩუმად არიან...“

  — [[]]
  •  

„დუმილს კი დავარღვევ, მაგრამ... გაგიჭირდება მოსმენა.“

  •  

„ზოგჯერ ჯობია გაჩუმდე და იდიოტს ჰგავდე, ვიდრე გააღო პირი ─ და ეს დაამტკიცო.“

  — [[]]

  ციტატის წყარო: “კარიბის ზღვის მეკობრეები”

  •  

„და უნდა დუმდე ისე ძლიერად, რომ ეს დუმილი ანგრევდეს კედლებს...“

  — [[]]
  •  

„სიჩუმის უამრავი მიზეზი არსებობს, მათ შორის ─ მოთმინება. ამიტომ როცა ვიღაც ჩუმადაა, ნუ ჩათვლით, რომ გეთანხმებათ.“

  — [[]]
  •  

„სიჩუმე ცარიელი არ არის ─ ის სავსეა პასუხებით.“(მასში არაა ტყუილი)

  — [[]]
  •  

„მალე გაიგებ, რომ დუმილი საუკეთესო საშუალებაა ადამიანის ჯანდაბაში გასაგზავნად.“

  — [[ ]]

  ციტატის წყარო: კინოფილმი “უოლ სტრიტის მგელი” (2013 წ.)