შინაარსზე გადასვლა

ევგენი ბრანდისი

ვიკიციტატიდან

ევგენი პავლეს ძე ბრანდისი (რუს. Евгений Павлович Брандис; დ. 16 აპრილი, 1916, მოსკოვი — გ. 3 აგვისტო, 1985, სანქტ-პეტერბურგი) — საბჭოთა ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ბიბლიოგრაფი, ბიოგრაფი და მთარგმნელი. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთი პირველი თეორეტიკოსი და მკვლევარი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„მშვენიერება მიუწვდომელია საქმეებში ჩაფლული, მეშჩანური კეთილდღეობის რუტინაში ჩათრეული ადამიანებისათვის, თუნდაც თავს პოეზიის მცოდნეებად და დამფასებლებად თვლიდნენ. ცხოვრებისეული სიმართლე ყოველთვის როდი ემთხვევა ხელოვნების სიმართლეს და ყველა მეოცნებე როდია მატყუარა.“

  ციტატის წყარო: “მომავლის ხელოვნება და ფანტასტიკა” (1969 წ.)

  •  

„მეცნიერული ფანტასტიკა აწმყოს გამადიდებელი სარკეა.“

  ციტატის წყარო: “მომავლის ხელოვნება და ფანტასტიკა” (1969 წ.)

  •  

„ყოვლადძლიერი ოლიგარქიის ძალაუფლების ქვეშ სტანდარტული ფსევდოხელოვნება ეფექტურ საშუალებად იქცევა განუწყვეტელი ფსიქოლოგიური შეტევისათვის.“

  ციტატის წყარო: “მომავლის ხელოვნება და ფანტასტიკა” (1969 წ.)

  •  

„მანქანა ინდივიდუალობას უკარგავს ადამიანს, დევნის მას ყველა ცხოვრებისეული სფეროდან, ერთფეროვანს ხდის სულიერ საქმიანობას. მომავლის ტექნიკა გვეხატება როგორც საშინელი გამაუკაცურებელი ძალა. ეშმაკური სინთეზატორები ქმნიან სახეებს, აღადგენენ ემოციებს და... თიშავენ ერთმანეთისაგან ადამიანებს,“

  ციტატის წყარო: “მომავლის ხელოვნება და ფანტასტიკა” (1969 წ.)