შინაარსზე გადასვლა

ეკლესია

ვიკიციტატიდან
  •  

„ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც მისი ცხოვრება ქების ღირსიც იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ ამ ერთი უსჯულოების ─ ქრისტესთან ერთობისაგან განშორების გამო და მას ღმერთის რისხვა ეწევა.“

  ნეტარი ავგუსტინე


  •  

„ეკლესიაში სიარული არაფერს ცვლის, თუ გესლს გველივით ქვაზე ტოვებ, რომ იქიდან გამოსულმა უკან ჩაისხა.“

  ტიხონ ზადონელი
  •  

„როდესაც ღვთისმოსაობა თვითმიზნად, ხოლო რელიგია მხოლოდ ბიწიერებისა და დანაშაულებათა ცრუ ნიღბად იქცევა, მაშინ მთელი სიბინძურე, სიმყრალე და სულმდაბლობა ეკლესიისა და მონასტრების ბნელ კუნჭულებში აფარებს თავს.“

  ლუის ა. მარტინესი

  ციტატის წყარო: “სანაპიროსკენ” (1904 წ.)

  •  

„ეკლესია ერთადერთი დიქტატურაა, რომელმაც საუკუნეთა განმავლობაში გაძლო.“

  ერიხ მარია რემარკი


  •  

„დიდძალი მონასტერი და ეკლესია მუდამ ხალხის ჩამორჩენილობის ნიშანი ყოფილა.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„დღევანდელი ჩვენი ეკლესია ფორმაში გამოიხატება, ხოლო მღვდლის სამსახური ─ მარტო წესების ასრულებაში.“

  ვაჟა-ფშაველა
  •  

„რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც.“

  ამბროსი ხელაია