შინაარსზე გადასვლა

ემილი ნაგოსკი

ვიკიციტატიდან

ემილი ნაგოსკი (ინგ. Emily Nagoski; დ. 1977) — ამერიკელი სექსოლოგი, მეცნიერი და ავტორი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„არ არსებობს „სწორი“ და „არასწორი“ სექსუალობა ─ არსებობს მხოლოდ რეალობა, რომელშიც ყველა ადამიანი განსხვავებულია.“

  ციტატის წყარო: “როგორ სურს ქალს” (2015 წ.)

  •  

„უმეტესობა ჩვენგანს ადრეული ბავშვობიდან არ გვქონდა არჩევანი, საიდან და რა ინფორმაცია მიგვეღო სექსუალობის შესახებ. ამიტომაც, ჩვენი ზრდასრული სექსუალური მოდელი გაცნობიერებულად არ ყალიბდება.“

  ციტატის წყარო: “როგორ სურს ქალს” (2015 წ.)

  •  

„გენიტალიების ფიზიოლოგიური რეაქცია სექსუალურად რელევანტურ სტიმულზე არ ნიშნავს, რომ ადამიანს ეს სტიმული სურს, სიამოვნებს ან მასზე თანხმობას გამოხატავს.“

  ციტატის წყარო: “როგორ სურს ქალს” (2015 წ.)

  •  

„ორგაზმი ხელოვნებასავითაა: გესმის, რომ ეს „ისაა“, როდესაც მას განიცდი.“

  ციტატის წყარო: “როგორ სურს ქალს” (2015 წ.)

  •  

„ორგაზმის „ხარისხი“ არ განისაზღვრება იმით, როგორ მიიღწევა ის ან რამდენად შეესაბამება რომელიმე დაუსაბუთებელ კრიტერიუმს. მისი მნიშვნელობა იმით განისაზღვრება, მოგეწონათ თუ არა ეს გამოცდილება და გინდოდათ თუ არა მისი განცდა.“

  ციტატის წყარო: “როგორ სურს ქალს” (2015 წ.)

  •  

„მიმაჩნია, რომ სახელწოდებები, რომლებსაც საგნებს ვარქმევთ, ჩვენს პრიორიტეტებზე მიუთითებს. როდესაც ვულვას ვაგინას ვუწოდებთ, კლიტორის არსებობას უგულებელვყოფთ და ქალის სასქესო ანატომიას რეპროდუქციის ფუნქციამდე ვავიწროებთ.“

  ციტატის წყარო: “როგორ სურს ქალს” (2015 წ.)

  •  

„მსოფლიოში არ არსებობს ვულვა, რომელიც საჭიროებს ოპერაციას იმის გამო, რომ „ნორმალურად გამოიყურებოდეს“ ─ ის თავიდანვე ნორმალურია.“

  ციტატის წყარო: “როგორ სურს ქალს” (2015 წ.)