ენტონი ბერჯესი

ჯონ ენტონი ბერჯეს უილსონი (ინგლ. Anthony Burgess; დ. 25 თებერვალი, 1917, ჰარპურჰეი, მანჩესტერი — გ. 22 ნოემბერი, 1993, ლონდონი) — ინგლისელი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, ჟურნალისტი და კომპოზიტორი.
ციტატები
[რედაქტირება]- რას ნიშნავს ეს... ეს სიტყვა „სიკეთე“, რას? |
ციტატის წყარო: “მექანიკური ფორთოხლის” პროლოგი პიესა მუსიკალური აკომპანემენტით (1986 წ.)
„ვინ იცის, რა არის არასწორი? მარტო ღმერთმა იცის ეს საიდუმლო.“ |
ციტატის წყარო: “მექანიკური ფორთოხლის” პროლოგი პიესა მუსიკალური აკომპანემენტით (1986 წ.)
„პირადად მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი საკუთარი უფლებამოსილების სხვების შეცვლის მიზნით გამოყენებისადმი.“ |
ციტატის წყარო: გამოუქვეყნებელი ინტერვიუდან (1972 წ.)
„ინი და იანი, ცივი და ცხელი, ღმერთი და ეშმაკი: ყველგან კონფლიქტია. ასეთია სამყარო და კონფლიქტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.“ |
ციტატის წყარო: გამოუქვეყნებელი ინტერვიუდან (1972 წ.)
„სამყაროში ადამიანები რომც არ არსებობდნენ, სიკეთისა და ბოროტების პრინციპები მაინც იარსებებდა. არ მჯერა, რომ 2000 წლის შემდეგ, თუ სამყარო კიდევ იარსებებს, ის ნაკლებად ბოროტი ან ნაკლებად კეთილი იქნება.“ |
ციტატის წყარო: გამოუქვეყნებელი ინტერვიუდან (1972 წ.)
„ყველა ადამიანის ცხოვრება პათეტიკური და ძალიანაც პათეტიკურია. იმიტომ, რომ ისინი არ იცვლებიან. მარად იგივენი არიან. ისინი მექანიკური ცოდვილი ვაშლები არიან.“ |
„დღევანდელ ახალგაზრდებს ეამაყებათ, რომ უფროსების კულტურასთან კავშირი გაწყვიტეს [...] მანამდე რაც იყო, იმის არ უნდა რცხვენოდეთ. იმიტომ, რომ წარსული ყველასია.“ |
„ახალგაზრდა ენერგიის მოზღვავებას გრძნობს, მაგრამ არ იცის მისი გამოყენება. ახალგაზრდობას სულ უფრო ნაკლებად ასწავლიან, რა უყოს ამ ენერგიას (დაწეროს ლექსი, ასანთებისგან ააგოს სალისბერის საკათედრო ტაძარი, დაეუფლოს კომპიუტერულ ტექნოლოგიას). ამის შედეგად ახალგაზრდა თავის ენერგიას მხოლოდ მხეცურად ცემის, წიხლების კვრის, დანის ტრიალის, ნამუსის ახდის, განადგურებისთვის იყენებს.“ |
ციტატის წყარო: საპროგრამო შენიშვნა „მექანიკური ფორთოხლისთვის“ (2004 წ.)
იყო ახალგაზრდა, ავადმყოფობას ჰგავს, |
ნუ იქნები მექანიკური ფორთოხალი, |
„არ ვიცი, სიყალბე, სიცრუე რუსული ხასიათის თვისებაა თუ ეს საბჭოეთში გაბატონებული „ორმაგი აზროვნების“ შედეგია [...] მაგრამ შესაძლოა, ის, რასაც მე სიცრუეს ვუწოდებ, რეალობის პირისპირ დარჩენილი რუსების მასზე რეაგირების ფორმაა.“ |
ციტატის წყარო: “ჰუმანური რუსები” (1961 წ.)
„ნამდვილი კომუნისტი არასოდეს ტირის სამყაროს ცოდვების გამო.“ |
ციტატის წყარო: “ჰუმანური რუსები” (1961 წ.)
მის შესახებ
[რედაქტირება]„არ მახსენდება სხვა მწერალი, ვისაც ენაზე იმდენი ჰქონდეს ნამუშევარი, რამდენიც ბატონ ბერჯესს.“ | |
| — უილიამ ბეროუზი |
