ერთიანობა
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ძალიან რომ გინდოდეს, კაცობრიობას ვერ მოსწყდები ─ ჩვენ ყველა თანაქმედებისთვის ვართ შექმნილი, როგორც ხელები, ფეხები და თვალები.“ | |
| — მარკუს ავრელიუსი |
ბ
[რედაქტირება]„შესაძლებელია, ცხოვრებაში ადამიანები ყველაზე მეტად უბედურებამ დააკავშიროს.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
|- | | ციტატის წყარო: “ვენდეტა” (1830 წ.)
„გლობალიზაციაა ეკონომიკაში, აუდიო და ვიდეოსაშუალებებში, კინემატოგრაფიასა და რეკლამაში, სხვაგან კი არაფერი შეცვლილა: არც პოლიტიკაში და არც საზოგადოებაში.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ამ ერთიან სივრცეში, რომელსაც ჩვენი პლანეტა ჰქვია, ჩვენი მოვალეობაა ჩავერიოთ იმაშიც კი, რაც ერთი შეხედვით, ჩვენ არ გვეხება.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ბაბილონის გოდოლი გლობალიზაციის პირველი მცდელობა იყო. და თუ ჩვენ იმ მილიონობით ამერიკელის ლოგიკას გავიზიარებთ, რომლებსაც „დაბადების წიგნი“ ყველაფრის საწყისად მიაჩნიათ, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ღმერთი გლობალიზაციის წინააღმდეგია.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„არ შეიძლება, პატიმრებს გაერთიანების საშუალება მისცე.“ | |
| — ენტონი ბერჯესი |
|- | | ციტატის წყარო: “მექანიკური ფორთოხალი” (1962 წ.)
„ვისაც ჰგონია, რომ სხვების გარეშე გავა ფონს, სასტიკად ცდება, მაგრამ ვისაც ჰგონია, რომ სხვები უიმისოდ ვერ გავლენ ფონს, კიდევ უფრო სასტიკად ცდება.“ | |
| — პიერ ბუასტი |
გ
[რედაქტირება]„ერთი, რაც უნდა დიდი იყოს, მაინც პატარაა.“ | |
| — მაქსიმ გორკი |
დ
[რედაქტირება]„საერთო ენა, საერთო ვალუტა და არავითარი რელიგია. აი, მაშინ ვიქნებით ბედნიერები.“ | |
| — ვან დამი |
„ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის!“ | |
| — ალექსანდრე დიუმა (უფროსი) |
|- | | ციტატის წყარო: “სამი მუშკეტერი” (1844 წ.)
ე
[რედაქტირება]„ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანები ერთმანეთზე დამოკიდებულნი ─ ამით ღმერთს დაუკავშირდა მთელი კაცობრიობა, ყოველი ადამიანი მის გამოგზავნილად აქცია და ამავდროულად ერთი ადამიანის ხელშია მთელი სამყარო.“ | |
| — ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი |
„ერთად ყოფნა ძალას გვმატებს.“ | |
| — ეზოპე |
„რაც უფრო ერთად ვდგავართ, უფრო ცალ-ცალკე ვეცემით.“ | |
| — ეზოპე |
ვ
[რედაქტირება]„ცხვრები არასოდეს ერთიანდებიან მტაცებლის წინააღმდეგ; უბრალოდ, იმით ხარობენ, რომ მათ არ დაესხნენ თავს!“ | |
| — ლუკ დე კლაპიე ვოვენარგი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]„მტერი უძლურია თუ ჩვენ ერთად ვიქნებით. მან არ უნდა გამონახოს მოღალატე ჩვენს შორის.“ | |
| — ილია II |
|- | | ციტატის წყარო: სააღდგომო ეპისტოლე (1990 წ.)
კ
[რედაქტირება]„მარტოს ცოტა რამ შეგვიძლია, ერთად კი ─ ძალიან ბევრი.“ | |
| — ჰელენ კელერი |
„არაფერია ერთ მუშტად შეკრულ ერზე ლამაზი.“ | |
| — მერაბ კოსტავა |
ლ
[რედაქტირება]„მასები უძლურნი არიან, თუ ისინი დაქსაქსულნი არიან; ისინი ძლიერი არიან, თუ დარაზმული არიან.“ | |
| — ვლადიმერ ლენინი |
მ
[რედაქტირება]„მხოლოდ კოლექტივში იღებს... ყოველი ინდივიდი იმის საშუალებას, რომ თავისი ნიჭი ყოველმხრივ განავითაროს; მაშასადამე, მხოლოდ კოლექტივშია შესაძლებელი პირადი თავისუფლება.“ | |
| — კარლ მარქსი & ფრიდრიხ ენგელსი |
„ცალკეული პიროვნება უერთდება მთლიანის ცხოვრებას, ხოლო მთლიანი თავის ასახვას ჰპოვებს თვითეული ცალკე პიროვნების ცნობიერებაში.“ | |
| — კარლ მარქსი |
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]ს
[რედაქტირება]„სიხარულს შური მოსდევს და ადამიანებს ხშირად ამიტომ უჭირთ გაერთიანება, მაგრამ ჭირში შური არაა...“ | |
| — ნოე სულაბერიძე |
ტ
[რედაქტირება]„პიროვნების ბედნიერება საზოგადოების გარეშე ისევე შეუძლებელია, როგორც შეუძლებელია მიწიდან ამოგლეჯილი და მწირ რიყეზე გადაგდებული მცენარის ცხოვრება.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„ადამიანის განკერძოებულ გონებას არ ძალუძს ჩასწვდეს ჭეშმარიტებას; ჭეშმარიტება ევლინება მხოლოდ გაერთიანებულ ხალხთა მასას.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]„ერთად შეკრება დასაწყისია, ერთმანეთის შენარჩუნება ─ პროგრესი, ერთად მუშაობა ─ წარმატება.“ | |
| — ჰენრი ფორდი |
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]ადამის მოდგმა ერთმანეთის არის ნაწილი, | |
| — საადი შირაზიელი |
„ყოველ ადამიანს ცალ-ცალკე შეუძლია კარგად შეასრულოს რაიმე საქმის ნაწილი: მაგრამ სრულყოფილად რომ შეასრულონ, ადამიანებმა გაერთიანებული ძალებით უნდა ითანამშრომლონ.“ | |
| — ოვიდიუ შურიანუ |
|- | | ციტატის წყარო: “ჯადოქარი” (1962 წ.)
ჩ
[რედაქტირება]ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]„ვაი იმ ხალხს, საცა „მე“ ხშირია და „ჩვენ“ ─ იშვიათი.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„სხვა შენთვის და შენ სხვისთვის ─ აი, გზა ცხოვრებისა.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„მხოლოდ ურთიერთობრივი თანხმობა, შეწევნა ჰბადებს ნამდვილ ბედნიერებას და სიმდიდრეს, როგორც მთელის ხალხისას, ისე კერძო კაცისას.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
|- | | ციტატის წყარო: “ჩვენი ხალხი და განათლება” (2 მაისი, 1886 წ.)
„ერეკლემ ხმლით ვერ შეაერთა საქართველო, ჩვენ როგორღა გვინდა კალმით შევაერთოთ?“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„კაცობრიობის ერთიანობას ერთ ქარგაზე მოჭრილი ნიფხავი კი არ განაპირობებს, არამედ დიადისკენ ერთნაირი მიდრეკილება, შექმნის მოთხოვნილება და უნარი.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
|- | | ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]„ყველა ერს მშვიდობას, ვაჭრობას და პატიოსან მეგობრობას ვთავაზობთ, ალიანსებს კი ─ არავის.“ | |
| — თომას ჯეფერსონი |
„თუ თქვენ გინდათ, იაროთ სწრაფად, იარეთ მარტო; თუ თქვენ გინდათ, წახვიდეთ შორს ─ იარეთ ერთად.“ | |
| — სტივ ჯობსი |
ჰ
[რედაქტირება]„ჩვენთვის ძალიან რთულია სხვებთან კავშირის შეგრძნება, როდესაც მნიშვნელოვნად დავკარგეთ კავშირი საკუთარ თავთან.“ | |
| — ლუიზა ჰეი |
|- | | ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”
„ყურადღების ღირსი ცხოვრებისეული წარმატებები მიიღწევა კოლექტიური გონების მონაწილეობით.“ | |
| — ნაპოლეონ ჰილი |
|- | | ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
„ადამიანი არ არის დამოუკიდებელი ერთობა; გონების მთლიანობა კი მიიღწევა მხოლოდ ორი ან მეტი ადამიანის მიზნებისა და საქციელების ჰარმონიის საფუძველზე.“ | |
| — ნაპოლეონ ჰილი |
|- | | ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)