შინაარსზე გადასვლა

ერი

ვიკიციტატიდან
  •  

„ერის მომავალი დედების ხელშია.“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

„ერის კულტურა იმით გაიზომება, თუ რამდენ საპონს ხმარობს იგი.“

  ოტო ფონ ბისმარკი


  •  

„ყოველი ერი თავის ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს, ყოველი ხალხი თავისუფალი უნდა იყოს, როგორც ღმერთი.“

  კონსტანტინე გამსახურდია

  ციტატის წყარო: “დიდოსტატის მარჯვენა” (1938-1939 წწ.)

  •  

„ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავად.“

  კონსტანტინე გამსახურდია

  ციტატის წყარო: “დიდოსტატის მარჯვენა” (1938-1939 წწ.)

  •  

„საკუთარი ერის მოძულეს არ შეიძლება უყვარდეს კაცობრიობა.“

  გურამ გეგეშიძე
  •  

„ერის განვითარება პირდაპირ დამოკიდებულია ენის განვითარებაზე.“

  იაკობ გოგებაშვილი
  •  

„როგორც ხე, მოშორებულ ფესვებს, ხმება, ისე ერი იღუპება, როცა ხელითგან ეცლება მიწა-წყალი, ტერიტორია.“

  იაკობ გოგებაშვილი
  •  

„ერის გადაგვარება და გაქრობა მარტო მის კერძო უბედურებას როდი შეადგენს; იგი ნამდვილი დანაკლისია თვით კაცობრიობისთვისაც, რომელსაც ამითი აკლდება ერთი თავისი ნაწილი ანუ წევრი, უშრება ერთი იმ წყაროთაგანი, რომელნიც ავსებენ შეერთებულად კულტურის მსოფლიო ზღვასა.“

  იაკობ გოგებაშვილი

  ციტატის წყარო: “ბურჯი ეროვნებისა”

  •  

„ყოველი ერი დიდია მხოლოდ თავის შვილთა დიდებულ ღვაწლით! ხოლო იმ ხალხს, რომელსაც ახსოვს და უყვარს თავისი მოღვაწენი, იცის მათი მოვლა და ფასი, არც ასეთ ძეთა კვლავაც შობა და აღზრდა გაუჭირდება!“

  ლევან გოთუა
  •  

„დიდ გასაჭირში ძალას მოიპოვებს ერი.“

  ლევან გოთუა
  •  

„ერის უკვდავებას ბუნებითა და მოწოდებით ქალი უფრო ემსახურება. ერის დიდება კი მამაკაცის ასპარეზობაა.“

  ლევან გოთუა


  •  

„ჯერ არც ერთ ერს არ მოუწყვია თავისი ცხოვრება მეცნიერებისა და გონების საწყისებზე.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)

  •  

„თუ დიად ერს არა სწამს, რომ მარტოოდენ მან მიაკვლია ჭეშმარიტებას, თუ არა სწამს, რომ მარტოოდენ მას ძალუძს და მარტოოდენ ისაა მოწოდებული ყველა მკვდრეთით აღადგინოს და იხსნას თავისი ჭეშმარიტებით, ის ეთნოგრაფიის მასალა არის და არა დიდი ერი.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)

  •  

„ერი არ მოკვდება, თუ ისევე თავს არ მოიკლავს.“

  რალფ ულდო ემერსონი
  •  

„სიმართლე და სამართლიანობა ყველაფერზე მაღლა დგას, რადგან ერების სიდიადე მათზეა დამოკიდებული.“

  ემილ ზოლა
  •  

„თუ ერები ერთმანეთისგან სულიერი შრეებით განსხვავდებიან, ეს მათი განვითარების ისტორიას შეესატყვისება.“

  კარლ გუსტავ იუნგი
  •  

„ყოველი ერი თავს სხვებზე აღმატებულად თვლის. სწორედ ეს აზრი შობს პატრიოტიზმსა და ომებს.“

  დეილ კარნეგი
  •  

„კაცი კვდება და ერი რჩება.“

  მურმან ლებანიძე
  •  

„პატარა ერებში დიდი ჯოჯოხეთი დუღს ხოლმე.“

  მარიო ვარგას ლიოსა

  ციტატის წყარო: ვაცის ნადიმი

  •  

„იმდენად, რამდენადაც მოისპობა ერთი ინდივიდუმის ექსპლუატაცია მეორის მიერ, მოისპობა ერთი ერის ექსპლუატაცია მეორის მიერ.“

  კარლ მარქსი & ფრიდრიხ ენგელსი
  •  

„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას.“

  გრიგოლ ორბელიანი
  •  

„ერის გადაგვარების პირველი სიმპტომი მისი სრული პოლიტიზირებაა. ამ დროს ადამიანები იყოფიან მომხრეებად და მოწინააღმდეგებად, დავობენ, სძულთ ერთმანეთი და აღარავინ აკეთებს თავის საქმეს. ასე ირყვნება ერი და ენგრევა სახელმწიფო თავზე.“

  ჯონ რესკინი
  •  

„თუ გსურთ ნებისმიერი ერის განადგურება ომის გარეშე, მრუშობა ან სიშიშვლე გაავრცელეთ ახალგაზრდა თაობაში.“

  სალადინი
  •  

„ერი, რომელსაც არ გააჩნია ეროვნული თვითშეგნება ─ ნეხვია, რომელზეც სხვა ერები აღმოცენდებიან.“

  პეტრე სტოლიპინი
  •  

„როცა კაცი კაცს აყვედრის, მე შენზე უკეთესი ვარო, ამას კიდევ არა უშავს, მაგრამ უარესი და ამაზრზენია, როცა ერი ერს ეუბნება და დასცინის - მე შენზე უკეთესი ვარო.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„ერი მუდამ ცოცხალია და არც მოკვდება, ვიდრე მისი ყოფა-ცხოვრების პირობები, მაცხოვრებლის თვისებანი არიან.“

  ვაჟა-ფშაველა
  •  

„მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა.“

  ვაჟა-ფშაველა
  •  

„ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავად გამოადგება იგი.“

  ვაჟა-ფშაველა
  •  

„ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს...“

  ვაჟა-ფშაველა
  •  

„რაც უნდა დაბეჩავებული იყოს ერი, რაც უნდა გასაწყლებული, თუ საუკეთესო მერმისს მოელის და არ გადაუწყვეტია იმედი და არ ფიქრობს: ეგ არის, ჩემი საქმე მორჩომილია, დაღუპული ვარო, ის ერი არც დაიღუპება, არც მოკვდება.“

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “საახალწლო ფიქრები”

  •  

„როდესაც ადამიანს არაფერი აქვს საამაყო, ის თავისი ეროვნებით ამაყობს.“

  არტურ შოპენჰაუერი
  •  

„რომელიმე ერზე გაბატონებისათვის საჭიროა გამყიდველი უმცირესობა და უვიცი უმრავლესობა.“

  უინსტონ ჩერჩილი
  •  

თვის ტომის დამწუნებელსა
ჭირი მიუვა კარზედა!

  აკაკი წერეთელი

  ციტატის წყარო: “ღამურა” (1880 წ.)

  •  

„ყოველს ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი საკუთარი გულთა თქმა, თავისი წადილები, თავისი სულთასწრაფვა, თავისი ღირსება. ამაების შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილს ადამიანს არ ეპატიება, არ შეენდობა.“

  ილია ჭავჭავაძე

  ციტატის წყარო: “ქვათა ღაღადი”

  •  

„ერი, რომელიც სულ სხვის ჭკუაზე დადის, სხვისგან ითვისებს ათასგვარ სიგლახეს ─ დასაღუპადაა განწირული.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„ომმა ჩამოაყალიბა ერი მტკიცე და ძლიერ ერთობად, ხოლო მშვიდობამ მოადუნა მისი სიძლიერე. მშვიდობა საშიშია მისთვის.“

  ადოლფ ჰიტლერი
  •  

„ნებისმიერი ერის გასანადგურებლად არ არის საჭირო ატომური ბომბის ან შორეული რადიუსის რაკეტების გამოყენება ─ ამისათვის საჭიროა განათლების ხარისხის შემცირება [...] განათლების კრახი ─ ერის კრახია.“

  ციტატის წყარო: სტელენბოსის უნივერსიტეტი (სამხ. აფრიკა)

  •  

„არ არსებობს ცუდი და კარგი ერი ─ არსებობენ ცუდი და კარგი ადამიანები.“

  — [[]]
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=ერი&oldid=56142“-დან