შინაარსზე გადასვლა

ეჭვიანობა

ვიკიციტატიდან
  •  

„მამაკაცი ეჭვიანობს ქალის ყოფილ თაყვანისმცემელზე, ქალი კი იმაზე, ვინც მის შემდეგ იქნება.“

  მარსელ აშარი
  •  

„მე მირჩევნია ჩემი სატრფო საფლავში იწვეს, ვიდრე მეტოქე ქალის ლოგინში!“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„მას, ვინც ეჭვიანობს, სინამდვილეში ეჭვი ეპარება არა საყვარელ ადამიანში, არამედ საკუთარ თავში.“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

„ქალი, რომელსაც უყვარს, ეჭვების მიზეზების გამოძებნას კიდევ უფრო ადვილად ახერხებს, ვიდრე სიამოვნების სხვადასხვა სახეებისა.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)

  •  

„ეჭვიანობა ქმარს სასაცილოს ხდის, ასულელებს და ცოლის სიყვარულსა და პატივისცემას უმცირებს; ცოლს კი ეჭვიანობა უფრო თავაზიანს ხდის, გონებამახვილობასა და მგრძნობიარობას უმატებს.“

  ლუდვიგ ბერნე


  •  

„იზრდება ცოდნა, იზრდება ─ ეჭვი.“

  გოეთე
  •  

„იჭვიანი კაცი იჭვმიტანილის შემდეგაც იჭვიანია.“

  ლევან გოთუა
  •  

„კარგი გამბედაობა არ აკლია ახალ თაობას, მაგრამ ზოგს ცუდი გამბედაობაც დასჩემდა.“

  ლევან გოთუა
  •  

„შეცნობის ძალა ეჭვის შეტანაშია.“

  მაქსიმ გორკი


  •  

„ეჭვიანობა სიყვარულის საძირკველია.“

  ალექსანდრე დიუმა (უფროსი)
  •  

„ოტელომ დეზდემონა იმიტომ კი არ მოკლა და მერე თავი იმიტომ კი არ მოიკლა, რომ ეჭვიანი იყო, არამედ იმიტომ, რომ მას იდეალი წაართვეს.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)

  •  

„ეჭვიან ქალს ვერცერთი გამომძიებელი ვერ აჯობებს.“

  აგათა კრისტი
  •  

„თქვენ კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დააყენოთ ყველაფერი, რაც ადამიანმა მიიღო როგორც ღირებული და აუცილებელი.“

  ჯიდუ კრიშნამურტი

  ციტატის წყარო: “თავისუფლება ცნობილისგან” (1969 წ.)


  •  

„ეჭვიან კაცს თავისი თავი უფრო უყვარს, ვიდრე საყვარელი არსება.“

  ლაროშფუკო
  •  

„საკუთარ მეგობარში ეჭვის შეტანას, სიკვდილი სჯობს!“

  ალექსანდრე მაკედონელი


  •  

„არ მოკლათ თქვენში ეჭვი ─ ოდესღაც ეჭვი ჭეშმარიტების მოძიებაში დაგეხმარებათ.“

  ოშო
  •  

„თუ კრისტალი ეჭვის მძიმე ჩაქუჩის ქვეშ დაიმსხვრა, უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ დაწებება შეიძლება, მეტი არაფერი. აწებე, იცრუე და უყურე, როგორ გაჭირვებით აირეკლავს სხივებს,იმის ნაცვლად რომ დამაბრმავებელი შუქით ციალებდეს!“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)


  •  

„ეჭვი სულის წყლულია.“

  სოკრატე
  •  

„ევამ იცოდა, რომ სამოთხეში მარტონი იყვნენ, მაგრამ ყოველ ღამე როცა ადამს ეძინა, ეჭვიანობის ნიადაგზე ნეკნებს მაინც უთვლიდა.“

  მარკ ტვენი
  •  

„როცა ეჭვობ, ცოტა ხანს თავი შეიკავე.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„ეჭვიანობა ყეყეჩების საქმეა. მარტო ყეყეჩები შეიძლება იყვნენ ეჭვიანები, რადგან მარტო ასეთებს ღალატობენ ცოლები.“

  მიგელ დე უნამუნო
  •  

„ეჭვი ყოველთვის სტუმრობს დამნაშავე გონებას.“

  უილიამ შექსპირი
  •  

„ეჭვის შეტანა ადამიანის გონების საშინელი მტერია.“

  შტეფან ცვაიგი
  •  

„ჭეშმარიტება ეჭვებით იწყება.“

  ციცერონი


  •  

„სადაც სიყვარულია, იქ ეჭვიანობაცაა. თუ გიყვარს, ეჭვიანობ კიდეც. თუ არ გიყვარს, არც ეჭვიანობ, არც იცი, რას ნიშნავს ეჭვიანობა, როგორი ბრჭყალები აქვს… ყველაფერი სულერთია შენთვის.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “მარტის მამალი” (1987 წ.)

  •  

„თვითნებობა (ეჭვი) უმალ უნდა ჩააქროთ, ვიდრე ხანძარი.“

  ჰერაკლიტე

კვამლი ალის გარეშე არ ჩნდება

  •  

„თუ შენი გოგო სხვებსაც მოსწონთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეჭვიანობის მიზეზი გაქვს ─ ეს იმას ნიშნავს, რომ სწორი არჩევანი გააკეთე...“

  — [[]]

ეჭვიანობა - თვალსაზრისი, რომლის თანახმად ცუდი გემოვნებით მხოლოდ თქვენ არ გამოირჩევით.

  •  

„ეჭვიანობა უარესია, ვიდრე იცოდე: რეალობას აქვს საზღვრები, ფანტაზიას კი ─ არა...“

  — [[]]

ქალი იმიტომ ეჭვიანობს, რომ იცის რაზეა წამსვლელი სხვა ქალი.