შინაარსზე გადასვლა

ვალდებულება

ვიკიციტატიდან
  •  

„განა ვისაც ვალი მართებს, იგი თავის თავს ეკუთვნის?“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„თუ კეთილისყოფა კეთილისმყოფელს არ ავნებს, იგი კლავს დავალებულ ადამიანს.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “გობსეკი” (1830 წ.)

  •  

„მოვალე იმ მონავარდე ბეღურას ჰგავს, რომელთა მიმართ ბავშვებს ხშირად აგულიანებენ, ბოლოზე ერთი მწიკვი მარილი დაადეთო.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “ეჟენი გრანდე” (1833 წ.)

  •  

„ერთადერთი ვალდებულება, რაც გაქვს ცხოვრებაში, ესაა ბოლომდე უერთგულო საკუთარ თავს.“

  — რიჩარდ ბახი
  •  

„თუ ნუგეშისცემა გჭირდებათ, იგი მოვალეობის გზებზე ეძებეთ...“

  — ენ ბრონტე

|- |   | ციტატის წყარო: “აგნეს გრეი” (1847 წ.)

  •  

„არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ვალდებულება საკუთარ თავთან.“

  — ნიკოლოზ გოგოლი
  •  

„სიყვარულს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ მოვალეობას ─ მასზე მეტი.“

  — გოეთე
  •  

„დატოვეთ თქვენი წილი სიყვარული ამ ქვეყანაზე [...] თქვენი უპირველესი მოვალეობა სწორედ ეს არის!“

  — ნოდარ დუმბაძე
  •  

„შეგნებული გქონდეს მოვალეობა და არ შეასრულო ─ ეს ლაჩრობაა.“

  — კონფუცი
  •  

„მოვალეობა ისაა, იგრძნო ყოველივე მაღალი, თაყვანი სცე სილამაზეს და არა ის, დაემორჩილო ყოველ სისაძაგლეს, რომლებსაც საზოგადოება გვკარნახობს.“

  — გუსტავ ფლობერი

|- |   | ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)

  •  

„როცა ბრიყვს თავისი ნამოქმედარის რცხვენია, იგი ყოველთვის აცხადებს, რომ ეს მისი მოვალეობაა.“

  — ჯორჯ ბერნარდ შოუ
  •  

„ყოველთვის არ არის საჭირო, საქმეში გამოვაჩინოთ ჩვენი საუკეთესო თვისებები ─ ზოგჯერ საჭიროა, უბრალოდ გავაკეთოთ ის, რაც გვევალება.“

  — უინსტონ ჩერჩილი