შინაარსზე გადასვლა

ვაჟკაცობა

ვიკიციტატიდან
  •  

„ვაჟკაცი ისაა, ვინც უშიშრად ეგებება ამაღლებულ სიკვდილს.“

  არისტოტელე
  •  

„ვაჟკაცი იგი როდია ვინც პირველ ომს მოიგებს, არამედ თავის სიცოცხლეში უკანასკნელსაც.“

  კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„ვაჟკაცობა გლოვაში უფრო სჩანს, ვიდრე ლხინში.“

  ლევან გოთუა


  •  

„ცოტა ვინმეს თუ ეყოფა ვაჟკაცობა, წინ აღუდგეს მას, ვინც ყველაზე მეტს იხდის.“

  ჯორჯ ვაშინგტონი
  •  

„ჭეშმარიტი ვაჟკაცობა უბედურების ჟამს გამოჩნდება ხოლმე.“

  ვოლტერი
  •  

„ვაჟკაცი ადამიანი საკუთარი სიტყვის ერთგულია.“

  პიერ კორნელი
  •  

ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი,
ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი...
წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე,
თურმე ესეც გმირობაა დიდი.

  იოსებ ნინოშვილი


  •  

„სიტყვა „ადამიანი“ ზოგჯერ „ღვთის ხატის“ მნიშვნელობით გამოიყენება და ზოგჯერ „ცხოველის ხატისა“ ─ კაცობა ის არის, ღვთის ხატად შექმნილი კაცის სახელით რომ წახვალ ამ ქვეყნიდან!“

  ციტატის წყარო: სვანური დარიგება შვილს

  •  

„შეიძლება კაცი მეცნიერი იყოს და ხელობა ისწავლოს, მაგრამ ვაჟკაცობის სწავლა შეუძლებელია.“

  სტენდალი

  ციტატის წყარო: “წითელი და შავი” (1830 წ.)

  •  

„ადვილ ნუ იტყვით ვაჟკაცზე, არა ვარგაო, იმასა!“

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “ალუდა ქეთელაური” (1888 წ.)

  •  

მით ვაქებ ვაჟკაცობასა,
არ იყიდება ფულადა!

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “ალუდა ქეთელაური” (1888 წ.)

  •  

ოღონდ ვაჟკაცი ვარგოდეს,
რა უშავ ჩოხის ძველასა.

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “მუტრუკი მიტომ მუტრუკობს”

  •  

არც ის მგონია ბიჭობა,
ვისაც ერევი, არჩობდე,
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
რომ სხვის დამრჩვალსა სწამლობდე!

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “ის კი არ არის ბიჭობა”

  •  

არ უყვირია სხვებსავით
„ეს მადლი დამითესია“, ─
ყოფილა ჩუმად თავისთვის,
როგორც ვაჟკაცის წესია.

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “ივანე კოტორაშვილის ამბავი”

  •  

ვერ იტანს ვაჟკაცის ფიქრი
გულზე ხელების კრეფასა.

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “სიკვდილი გმირისა” (1899 წ.)

  •  

ვაჟკაცად იმას არ ვაქებ,
ვინცა სისხლისა მღვრელია,
ვაჟკაცად იგი მიქია,
ვინცა უბედურთ მხსნელია.

  ილია ჭავჭავაძე

  ციტატის წყარო: “დამაკვირდი”

  •  

„ვაჟკაცობა თავის გამოდება და სიკვდილი კი არა ─ გადარჩენაა, რადაც არ უნდა დაგიჯდეს ის.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)

  •  

„შიშის დაძლევა და ტკივილის მოთმენაა სწორედ ვაჟკაცობა, თორემ, არაფრის შიში თუ არა გაქვს და არავითარი გრძნობა არ გაგაჩნია, არც ადამიანი ყოფილხარ და, აქედან გამომდინარე, არავისთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, გულადი იქნები თუ მხდალი.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “მარტის მამალი” (1987 წ.)

  •  

ვაჟკაცსა ─ გული რკინისა,
აბჯარი ─ თუნდა ხისაო,
თვალნი ─ ქორებულ მხედავნი,
მუხლები შავარდნისაო.

  ხალხური
  •  

ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს
სამშობლო, თავის ერია,
არ შედრკეს, თუნდაც ბუზივით
ეხვიოს თავზე მტერია!

  ხალხური