შინაარსზე გადასვლა

ვახტანგ მოსიაშვილი

ვიკიციტატიდან

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„ცოცხლებს, რომელთაც რაიმე გამორჩეული თვისება არ გააჩნიათ და მათ დასახასიათებლად ნივთების მოშველიება გჭირდება, არ შეიძლება ცოცხლები უწოდო. და თუ ქალაქში ამა თუ იმ თვისების მქონე ადამიანის ნახვა სასაფლაოზე შეიძლება, ქუჩებში კი უთვისებო ლანდები დააბიჯებენ, შეგიძლია ყველა გაგებით მკვდრების ქალაქი უწოდო და ცამდე მართალი იქნები.“

  ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)

  •  

„არსებობს მხიარულება, რომელიც ტკივილისა და სევდის საფარველია; გახსნილობა, რომელიც ჩაკეტილობას ნიღბავს; უბრალოება, რომელიც განსაკუთრებულობას ფარავს.“

  ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)

  •  

„ყოველთვის სწორხაზოვნად გვასწავლიან კარგსა და ცუდს. ეს კარგია, ეს ცუდია, მერე ნელ-ნელა გინდა, არ გინდა ეჯახები სინამდვილეს, სადაც ეს ყველაფერი სულაც არ გამოიყურება ასე მარტივად.“

  ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)

  •  

„უძრაობაში ნებისმიერი ნიჭი სასიკვდილოდაა განწირული, ხოლო მისი ყოველი გამოვლინება მხოლოდ სიცილს იმსახურებს.“

  ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)