ვირჯინია ვულფი
იერსახე
ვირჯინია ვულფი — ბრიტანელი მწერალი, ითვლება XX საუკუნის მოდერნიზმის უმნიშვნელოვანეს ფიგურად.
ციტატები
[რედაქტირება]ორლანდო
[რედაქტირება]ლელე დუმბაძის თარგმანი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2018 წელი
- მაგრამ, სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ დრო ცხოველებსა და ბოსტნეულს გასაოცარი პუნქტუალობით ახარებს და აჭკნობს, ადამიანზე ვერ ახდენს ასეთსავე მარტივ ზემოქმედებას. მტიც, დროის სხეულზე ზუსტად ასევე უცნაურად ზემოქმედებს ადამიანის გონება. ერთი საათი, როგორც კი ის დროებით ჩასახლდება ადამიანის სულის უცნაურ ქსოვილში, შეიძლება ორმოცდაათჯერ ან ასჯერ მეტად გაიწელოს საათით აღნუსხულ დროსთან შედარებით; მეორე მხრივ, ერთი საათი გონების ქრონომეტრისთვის შეიძლება ზუსტად აითვალოს ერთი წამით. ასეთი გამაოგნებელი შეუსაბამობა დროში ჩვეულებრივი საათის დროსა და ადამიანის გონებისმიერ საათს შორის სასურველზე ნაკლებადაა ცნობილი, და უფრო ღრმა დაკვირვებას იმსახურებს.
- კარი მეორე
- როცა ადამიანს, იმხადან ორლანდოს მსგავსად, ოცდაათი წელი შეუსრულდება, მისთვის დრო, როცა ფიქრობს, უჩვეულოდ ხანგრძლივია; ხოლო დრო, როცა ქმნის, უჩვეულოდ მოკლე. ასე რო, ორლანდო თვალის დახამხამებაში გასცემდა ბრძანებებს და აგვარებდა საადგილმამულო საქმეებს; მაგრამ საკმარისია, მარტო დარჩენილიყო ბორცვზე, მუხის ტოტებქვეშ, წამები მრგვალდებოდა და იმდენ ხანს იბერებოდა, თითქოს აღარასოდეს აპირებდა გაწყვეტას. მეტიც, წამები საგნების უუცნაურესი მრავალსახეობით ივსებოდა. რადგან ორლანდო მხოლოდ ისეთ სირთულეებს კი არ შეეჩეხა, რომელთაც ადამიანთაგან უჭკვიანესნიც დაუბნევია — როგორიცაა, მაგალითად, რა არის სიყვარული? რა არის მეგობრობა? ჭეშმარიტება? — არამედ, როგორც კი ამაზე დაფიქრდა, მთელი თავისი წარსული, უკიდურესად გრძელი და მრავალფეროვანი რომ ეჩვენებოდა, მოსაწყვეტად გამზადებულ წამში შევარდა, თორმეტჯერ უფრო გაბერა. ათასი შუქჩრდილით შეაფერადა და მთელი სამყაროს ნაკუწებითა და ნაფლეთებით ამოავსო.
- კარი მეორე
