ვნება
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ზოგიერთი ვნება ხორცისთვისაა დამახასიათებელი, სხვა კი ─ სულისთვის. ერთისგან თავდაცული და მეორის მიმართ დაუდევარი იმის მსგავსად იქცევა, ვინც თავისი ვენახი მაღალი ღობით შემოღობა მხეცებისგან დასაცავად და ამასთან ერთად იგი მტაცებელი ფრინველებისთვის სრულიად დაუცველი დატოვა.“ | |
| — ნეტარი ავგუსტინე |
ბ
[რედაქტირება]„ადამიანებს ორი ვნება მართავს: ოქროს სიყვარული და სიამოვნების წყურვილი; პირველი ვნება მეორის საწინდარია.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
„ვნებები უნივერსალური ჰუმანურობაა. რელიგიის, ხელოვნების, რომანტიკისა და ისტორიის გარეშე ის უსარგებლო იქნებოდა.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
„ნაწარმოებს, რომელშიც ვნებაა ჩაქსოვილი, ყოველთვის განსაკუთრებული დაღი აზის.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
ციტატის წყარო: “ვენდეტა” (1830 წ.)
„რომელი გრძნობა შეედრება თავისი სიძლიერით ვნებას, რომელიც ხვალ სიკვდილმა ან გაჭირვებამ უნდა შეცვალოს?“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
ციტატის წყარო: “ვენდეტა” (1830 წ.)
გ
[რედაქტირება]„კაცებს ხშირად მიაჩნიათ, რომ ქალ-ვაჟის სიყვარულზე უფრო ძლიერი ვნებებიც არსებობენ.“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)
„გონიერება ადამიანის უმაღლესი შესაძლებლობაა, რომლის მოხვეჭაც ვნებების დამორჩილების გარეშე შეუძლებელია.“ | |
| — ნიკოლოზ გოგოლი |
დ
[რედაქტირება]„ვნებით თავბრუდახვეული კაცი, ისიც ხანში შესული, პირწმინდად ბრმავდება და, საიმედო რომც არაფერი ჰქონდეს, იმედს მაინც არ ეშვება. კიდევ მეტი, გონებას ჰკარგავს და რა ჭკუის კოლოფიც უნდა იყოს, ბრიყვი ბალღივით იქცევა.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
ე
[რედაქტირება]ვ
[რედაქტირება]„სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულსა და სხეულს.“ | |
| — ვოლტერი |
„რა დამღუპველია ვნებები! ისინი ქარებს ჰგვანან, რომლებიც ხომალდის იალქნებს უბერავენ; ზოგჯერ სძირავენ კიდეც ეს ქარები ამ ხომალდს, მაგრამ მათ გარეშე მაინც ვერ იცურებს.“ | |
| — ვოლტერი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]კ
[რედაქტირება]„წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც დილიდან საღამომდე თავაუღებლად მუშაობს: სიღატაკე, გაცუდებული მომავალი, საღამოობით დუმილი მაგიდის გარშემო ─ ასეთ სამყაროში ვნებისათვის ადგილი არ მოიძევება.“ | |
| — ალბერ კამიუ |
ციტატის წყარო: “შავი ჭირი” (1947 წ.)
ლ
[რედაქტირება]„ბობოქარ ვნებათა შორის ქალს ყველაზე მეტად შვენის სიყვარული.“ | |
| — ფრანსუა დე ლაროშფუკო |
„თუ ადამიანს სულს ვერ ანდობ, არც სხეული ანდო.“ | |
| — მიხაილ ლიტვაკი |
„სიყვარული ყველაზე ძლიერი ვნებაა ─ იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულსა და გრძნობებს.“ | |
| — ლაო-ძი |
ციტატის წყარო: Lao Tzu Quotes
მ
[რედაქტირება]ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]„განმარტოება, თავისუფლება და წიგნის კითხვა ადრე უღვიძებთ მათ გრძნობას და ვნებას, რაც უჩვეულოა ჩვენი უგულისყურო კეკლუცებისათვის.“ | |
| — ალექსანდრე პუშკინი |
ციტატის წყარო: “ქალბატონი გლეხიგოგო” (1830 წ.)
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„ყველაზე დიდი დამნაშავეები არიან ისინი, ვინც აღაგზნებენ ადამიანთა ვნებებს: არტისტები და პოეტები.“ | |
| — გურამ რჩეულიშვილი |
„ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში.“ | |
| — გურამ რჩეულიშვილი |
ს
[რედაქტირება]„ადამიანები ძალიან ბევრ რამეს უკავშირებენ სექსს მაშინ, როცა ნამდვილი სიახლოვე უფრო ღრმაა. ის ალერსიან შეხებაში, მშვიდ მზერასა და გვერდით თანაბარ სუნთქვაშია...“ | |
| — ელჩინ საფარლი |
„როცა ერთი დიდი ვნება იპყრობს ჩვენს სულს, ის შლის ყველა დანარჩენს... ორი ვნების ადგილი ჩვენს სულში არაა.“ | |
| — ალექსანდრე სოლჟენიცინი |
„ცხოვრების ნახევარი და თანაც ულამაზესი ნახევარი ადამიანისათვის დაფარული რჩება, თუ მას ვნებიანი სიყვარულით არ ჰყვარებია.“ | |
| — სტენდალი |
ტ
[რედაქტირება]უ
[რედაქტირება]„ვნებით გატაცება ადამიანის გონებას ჩიხში ამწყვდევს, ფიქრის გასაქანს არ აძლევს და ყოველი მისი აზრი ერთ დახურულ რკალში ტრიალებს.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)
ფ
[რედაქტირება]„რა საჭიროა ვნების წინააღმდეგ გალაშქრება? განა ვნება ერთადერთი მშვენება არ არის ამ ქვეყნისა, წყარო გმირობის, აღფრთოვანების, პოეზიის, მუსიკის, ხელოვნების, ერთი სიტყვით, ყველაფრის?“ | |
| — გუსტავ ფლობერი |
ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)
„განა განუზომელი ვნება შეიძლება ერთმა წუთმაც დაიტიოს ისე, ვით რიცხვმრავალი ბრბო მცირე სივრცემ?“ | |
| — გიუსტავ ფლობერი |
ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)
„ადრე თუ გვიან, ჩვენი გატაცება, ასეთია ყოველი ადამიანის ხვედრი, აუცილებლად განელდება.“ | |
| — გიუსტავ ფლობერი |
ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„დიადი ვნებები ─ მათაც სჭირდება გადატანა.“ | |
| — კოკო შანელი |
ჩ
[რედაქტირება]„შენი გაშიშვლებული სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს.“ | |
| — ჩარლი ჩაპლინი |
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]„სიყვარული უდიდესი ვნებაა, რადგან იგი ერთბაშად ეუფლება გონებას, გულსა და სხეულს.“ | |
| — ლაო ძი |
წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]ვიზეპირებდი შენს ლამაზ სხეულს, | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “ჩრდილები”
„ხანდახან ლტოლვებიც გადადის გრძნობებში, რომელთა სადარიც არ დადის.“ | |
| — ირაკლი ჭიკაიძე |
ხ
[რედაქტირება]„ათობით ადამიანი, რომელსაც შენი სხეული მოუნდა, იმ ერთის ფეხის ფრჩხილადაც არ ღირს, ვინც შენი სული შეიყვარა!“ | |
| — ომარ ხაიამი |
ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„ვნებით გატაცებული ადამიანი განსჯის ყოველივე უნარს კარგავს და მას მთვრალად, გონებადაკარგულად მიიჩნევენ.“ | |
| — [[]] |
უცნაურია სიყვარული... თუ სიყვარულში სული და ხორცი არ გამიჯნე, სიყვარულის სახელით ათასი უზნეობის ჩადენა შეიძლება.