ზაზა ნოზაძე
ზაზა ნოზაძე (დ. 23 დეკემბერი, 1990, საქართველო), ცნობილი ფსევდონიმით Sf-x — ქართველი რეპერი
ციტატები[რედაქტირება]
საქართველოდან (2018)[რედაქტირება]
- „ხომ გითხარი დედა, ნუ იტირებ მაშინ
თუ შვილი შენი მომკლეს აპრილის ცხრაში
შენ ხომ ზუსტად იცი, იქ რისთვის მივდიოდი
ნუ იტირებ, გთხოვ! - სიკვდილის წინ ვიღიმოდი!“
თუ დასანგრევია (2018)[რედაქტირება]
- „აქ ჯერ აღმერთებენ მერე კლავენ წესით რიგით
მერე კვლავ აღმერთებენ რადგან უკვე მკვდარია იგი
თუ იგი მკვდარი არი და წინ ვეღარ წავა
ქართველიც მშვიდად არი შესრულდა ამოცანა“
- „თუ გარდაგეცვალე არ გადამიჩემო
და გახსოვდე როგორიც ვიყავი მაშინ
როცა გელოდებოდი ყვავილებით ხელში
როცა ვეძებდი დაჭრილებს ალეპოს ნანგრევებში“
- „ამას წინ ყოველი მხრიდან
ახალია ყოველი გრადუსით
იცვლება საერთო სურათი
ვისთვის მოწამლული და
ვისთვის გრაალის თასია ჩემი გუმბათი“
- „ვაწყებით კედლებს
და გასასვლელს ვეძებთ
თან ათასჯერ შევცდით
ათასი გზებით
ზევით სულ ზევით
ვაწვებით რქებით
სანამ ფსკერზე
არ გამოვფხიზლდებით (და დაინგრეს)“
- „შენ რამდენზე გაქვს ეჭვი (განა ერთზე)
და რამდენი დგას გვერდში (დგანან გვერდზე)
რამდენია შენი მოწამე, როცა მან
დაინახა სხვამაც შენი იწამა და მოგწამლა“