შინაარსზე გადასვლა

ზამთარი

ვიკიციტატიდან
  •  

„უჭირს ზამთარში ყოველ სულიერს ─ კაცსაც და პირუტყვსაც.“

  თამაზ ბიბილური

  ციტატის წყარო: “დიდთოვლობა”

  •  

„სიცივის დროს კაცი უფრო გულჩახვეული ხდება, უფრო უხალისო.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

ბუნება არ სტვენს,
ზამთარი გულს სტკენს
და არც სურნელს ჰფენს
ყვავილთა კრება.

  იოსებ გრიშაშვილი
  •  

მოდის ზამთარი თეთრი ცხენით, ცივი ხელებით,
ვითარცა მტერი და მშვენების შენის მრბეველი...
შენ ემზადები თოვლისათვის, ო, დედამიწავ!

  ანა კალანდაძე
  •  

თოვს ხვავრიელად, ზღაპრულად,
ზამთრის ფაფუკი ფრთებით,
გადაბამბულა მინდვრები,
გადაბამბულა მთები...

  მურმან ლებანიძე
  •  

„არაფერი იქნებოდა ზაფხულის სიცხე, ზამთრის სიცივეებს რომ არ დაეტკბო...“

  ჯონ სტეინბეკი


  •  

თოვლო, ითოვლე, ითოვლე,
მთა-ბარს ჩააცვი სუდარა;
ყინვა, ქარი და ნამქერი
ზამთრის წესია მუდამა.

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “ზამთარი მთაში”

  •  

დედის გული ჰქონია ზამთარს ─
თოვლით დაგითბუნა
სახლი და ვენახი...

  ვაჟა ხორნეული