შინაარსზე გადასვლა

ზომიერება

ვიკიციტატიდან
  •  

„ზედმეტი არაფერი ვარგა, გაგაღორებს.“

  — ენტონი ბერჯესი

|- |   | ციტატის წყარო: “მექანიკური ფორთოხალი” (1962 წ.)

  •  

„გადაჭარბებული ღმერთს არაფერი უყვარს.“

  — მამა გაბრიელი
  •  

„გადაჭარბებული სტუმართმოყვარეობა ისევე სააუგოა, როგორც წრეგადასული სიძუნწე.“

  — კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„ზომიერება ჯანმრთელობისა და ბედნიერების პირობაა; თუ ზომას გადავა კაცი, ყველაზე დიდ სიამოვნებას უსიამოვნებად აქცევს.“

  — დემოკრიტე
  •  

„ზომიერების გრძნობა ხანგრძლივი შრომით უნდა გამოიმუშაოს თითოეულმა მწერალმა.“

  — რაბინდრანათ თაგორი

|- |   | ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„ზომიერების გრძნობა დიდი ნიჭია, თორემ თავის მობეზრება სიყვარულითაც შეიძლება…“

  — ოტია იოსელიანი
  •  

„ვინც უარი თქვა მეტისმეტზე, მან თავი იხსნა გაჭირვებისგან.“

  — იმანუელ კანტი
  •  

„ხუმრობაც ზომაზე იხმარე, როგორც მარილი.“

  — პითაგორა
  •  

„ზომიერება ყველაფერში დასაცავია, მათ შორის ─ თავმდაბლობაში.“

  — ანატოლ ფრანსი
  •  

„ზომიერებაა ყოველივეს ძირი და ფუძე..“

  — ლაო-ძი
  •  

„არც შიმშილი, არც მაძღარი, არც რაიმე სხვა ვარგა, თუ არაბუნებრივია და ზომიერებას სცილდება.“

  — ჰიპოკრატე