შინაარსზე გადასვლა

ზურაბ მხეიძე

ვიკიციტატიდან

ზურაბ მხეიძე — ქართველი ფსიქოლოგი, მკვლევარი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ხელმძღვანელობს „ლაბორატორია Z“-ს. არის 3 საერთაშორისო პუბლიკაციის ავტორი და 40-მდე კვლევისა და სამეცნიერო-საგრანტო პროექტის მონაწილე. პროფესიული ტრენინგები გავლილი აქვს იენის, ვილნიუსისა და ტარტუს უნივერსიტეტებში. პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა 1988 წლიდან. კონსულტაციებს ატარებს კომუნიკაციის, მართვის და ბიზნესის განვითარების საკითხებზე.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„დღეს ვინც აგრესიაზე არ აგებს კამპანიას, ის ხელისუფლებაში ვერ მოდის. კონსტრუქციული ადამიანი თუ ხარ, იმ ემოციას ვერ აღვიძებ, რომ ხალხს შენი მხარდაჭერის მადა გაუხსნა.“

  ციტატის წყარო: პროექტი “საინტერესო ადამიანები”. 2019 წ.

  •  

„ღირებულებითი ქაოსი გვაქვს ─ ჩვენ ვიცით გვარები, რომლებიც, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ვიცით.“

  ციტატის წყარო: პროექტი “საინტერესო ადამიანები”. 2019 წ.

  •  

„ვეკითხები აბსოლუტურად ნორმალურ ხალხს, ზრდასრულებს, უმაღლესდამთავრებულებს: რა არის „მთლიანი შიდა პროდუქტი“? ოცი ადამიანიდან ერთმა თუ იცის დაახლოებით, რას ნიშნავს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ერთ სულ მოსახლეზე ─ სახელმწიფო ხალხს ელაპარაკება ენით, რომელიც მას არ ესმის. ეს კომუნიკაციისთვის დიდი პრობლემაა.“

  ციტატის წყარო: პროექტი “საინტერესო ადამიანები”. 2019 წ.

  •  

„განათლების სისტემა ხეჭეჭურივითაა ─ თავიდან იდება ფუნდამენტი და შედეგი გაქვს გვიან.“

  ციტატის წყარო: პროექტი “საინტერესო ადამიანები”. 2019 წ.

  •  

„ზოგადად, ადამიანი წერილობით დოკუმენტს უფრო კრიტიკულად კითხულობს, მოსმენითაც უფრო კრიტიკულად უსმენს იმიტომ, რომ ლოგიკას მიჰყვება. ვიზუალით კი შეიძლება საერთოდ გაუთიშო ადამიანს აზროვნება.“

  ციტატის წყარო: პროექტი “საინტერესო ადამიანები”. 2019 წ.

  •  

„ყველასთვის ცნობილი რაც არის, არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტებაა. ყველასთვის ცნობილი იყო (ერთი ადამიანის გარდა), რომ დედამიწა ბრტყელია, მაგრამ ეს არ იყო სიმართლე. „ყველასთვის ცნობილია“ ─ ჩემთვის არაფრის არგუმენტი არ არის.“

  ციტატის წყარო: პროექტი “საინტერესო ადამიანები”. 2019 წ.

  •  

„ერთადერთი, რისიც მჯერა და რის გამოც მიკამათია, არის ის აზრი, რომ თურმე ყველაფრის ყიდვა შეიძლება.“

  ციტატის წყარო: პროექტი “საინტერესო ადამიანები”. 2019 წ.

  •  

„თუ ვიტყვი, რომ ბედნიერებისთვის მილიარდი მჭირდება, ვერასოდეს ვიქნები ბედნიერი. მაგრამ თუ ვიტყვი, რომ შენი დანახვა გამიხარდება, გაცილებით ლამაზად ვიცხოვრებ.“

  ციტატის წყარო: პროექტი “საინტერესო ადამიანები”. 2019 წ.

  •  

„მე კარგად ვარ, თუ ცუდად ვარ, გეოგრაფიულ მდებარეობაზე არ არის დამოკიდებული. შეიძლება, ყველაზე კარგად ვიყო ხაშურში და ყველაზე ცუდად ─ პარიზში.“

  ციტატის წყარო: პროექტი “საინტერესო ადამიანები”. 2019 წ.

  •  

„თუ ადამიანი მსხვერპლად არ განიცდის თავს, მე რატომ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, ვუთხრა: „შენ დასახმარებელი ხარ-მეთქი?“ ფსიქიატრი გეტყვის, რომ უნდა მიეხმარო, ექიმიც ამას გეტყვის. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი ეს რთული კითხვაა.“

  ციტატის წყარო: პროექტი “საინტერესო ადამიანები”. 2019 წ.

  •  

„ამბობენ ხოლმე, ბავშვი უცოდველი და ანგელოზიაო. ბავშვი ─ სინამდვილეში ძალიან ეგოისტია.“

  ციტატის წყარო: პროექტი “საინტერესო ადამიანები”. 2019 წ.

  •  

„მჯერა, რომ ყველა პრობლემა არასწორი კომუნიკაციის საფუძველზე იქმნება. ამან სხვა დამოკიდებულებაც გამომიმუშავა: არ არსებობს ადამიანი, ვინც მეზიზღება ─ სიძულვილისა და ზიზღის მომენტი არ გამაჩნია.“

  ციტატის წყარო: პროექტი “საინტერესო ადამიანები”. 2019 წ.

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ზურაბ მხეიძე