შინაარსზე გადასვლა

თავმდაბლობა

ვიკიციტატიდან
  •  

„უმჯობესია, თავმდაბლად აღიარო ცოდვები, ვიდრე ამაყად იქებდე თავს სათნოებებით.“

  ნეტარი ავგუსტინე
  •  

„გადაჭარბებული თავმდაბლობა ყველაზე დახვეწილი პატივმოყვარეობაა.“

  ანტონი დიდი


  •  

„თავმდაბლობა სხეულის სინდისია.“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

„მოკლედ, გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო ის, რომ მთავარია, სხვას თავი რაც შეიძლება პატარა საკბილოდ მოაჩვენო.“

  მაიკლ ჯერარდ ბაუერი

  ციტატის წყარო: “იშმაილი არ დამიძახოთ!” (2006 წ.)

  •  

„განათლებული ადამიანი ვერასდროს განიცდის პირად კეთილდღეობას და ბედნიერებას, თუ მის ქალაქში, სოფელში, ქუჩაში, ხელგამოწვდილი მოხუცი, ან ბავშვი მათხოვრობს ─ მათ ამ დროს ამაყად თავაწეული სიარულის რცხვენიათ.“

  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
  •  

„თავმდაბლობა ყველაზე კარგი საშუალებაა საკუთარი ბატონობის ასპარეზის გასადიდებლად.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„ვინც ჭიად იქცა, ნუღარ დაიჩივლებს, რატომ მსრესენო.“

  იმანუელ კანტი
  •  

„სიმდაბლე ერთადერთი თვისებაა, რომლის მიბაძვაც ეშმაკს არ შეუძლი.“

  იოანე კლემაქი


  •  

„თავმდაბლობა არავითარი სამკაული არ არის [...] ფსიქოლოგის ამოცანაც ეს არის: განკურნოს თავმდაბლობისგან.“

  მიხეილ ლაბოვსკი
  •  

„ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია...“

  შოთა ნიშნიანიძე


  •  

„თავმდაბლობის ნაკლებობა ჭკუის ნაკლებობაა.“

  ალექსანდრე პოპივი
  •  

„კაცში არ მიყვარს თავმდაბლობა, ძაღლში კი ის, რომ ყეფა არ იცის. მე ვიცი, ცოცხალ სამყაროს აქვს ორი ხმა: კაცის და მხეცის.“

  გურამ რჩეულიშვილი
  •  

„თუ ვინმეს საწყლად და დაჩაგრულად მოაჩვენებ თავს, უფრო მეტად მოინდომებს შენს დაჩაგვრას.“

  არჩილ სულაკაური

  ციტატის წყარო: “სალამურას თავგადასავალი” (1967 წ.)


  •  

„რაც უფრო თავმდაბალია ადამიანი, მით უფრო თავისუფალი და ძლიერია.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„თუ გაქვთ ის, რითიც შეიძლება იამაყოთ და თქვენი საქმეები შეესაბამება თქვენს განცხადებებს, რატომ უნდა დაიმდაბლოთ თავი? [...] საკუთარ ღირსებათა დაკნინება ჩემთვის უიღბლობის ნიშანია.“

  დონალდ ტრამპი

  ციტატის წყარო: “არასოდეს დანებდე!” (2008 წ.)


  •  

„დროა გამოვემშვიდობოთ მითს, ჩვენი განსაკუთრებულობის შესახებ.“

  კარლო კაჭარავა
  •  

„ის, ვინც ღრმად სწავლობს საკუთარ სულს, ხშირად იჭერს საკუთარ თავს შეცდომებში, რაც მას ძალაუნებურად თავმდაბალს ხდის.“

  კლოდ ადრიან ჰელვეციუსი
  •  

„ბრძენ კაცს ისე თავმდაბლად უჭირავს თავი, თითქოს თვითონ კი არ ასწავლიდეს სხვას, არამედ ─ სხვისგან სწავლობდეს.“

  — [[]]
  •  

„მზესუმზირებზე იფიქრე ─ ისინი თავს უხრიან მზეს, მაგრამ ვინც ზედმეტად დახარა თავი ─ გახმა.“

  — [[]]

  ციტატის წყარო: კინოფილმი “ცხოვრება მშვენიერია” (1997 წ.)

  •  

„თუკი ბეჩავს შეხვდები მუხლზე დაჩოქილს, მასთან ერთად დაიჩოქე და ისე უშველე წამოდგომაში ─ შენზე ძლიერის წინაშე კი არასდროს გაბედო მუხლზე დადგომა!“

  ციტატის წყარო: სვანური დარიგება შვილს

თავმდაბალზე მაღალი არავინ შემხვედრია