შინაარსზე გადასვლა

თანაგრძნობა

ვიკიციტატიდან
  •  

„როცა ჩვენთვის ცნობილია ბავშვის ქცევის ნამდვილი მიზეზები, ჩვენ უფრო მეტად ვართ მიდრეკილნი თანაგრძნობისკენ.“

  — ალფრედ ადლერი

|- |   | ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)

  •  

„ბერსაც სჭირდება თანაგრძნობა და ნუგეში.“

  — მამა გაბრიელი
  •  

„ლოგინში რომ წვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი ─ სადღაც, ვიღაცას სცივა; სადღაც, ვიღაცას ენატრება ლოგინი; სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ანდა ცხოველი წკმუტუნით ილოკავს ჭრილობას ─ უკვე ადამიანი ხარ.“

  — რევაზ ინანიშვილი
  •  

„თანაგრძნობა უნივერსალური საშუალებაა ─ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ემპათიის ველში ხვდება, უკვე გადაწყვეტადია.“

  — საიმონ ბარონ-კოენი
  •  

„რაც უფრო შესტკივა კაცს გული საზოგადოებრივ ჭირ-ვარამზე, მით უფრო ჭეშმარიტი ადამიანია ის.“

  — ივანე კრამსკოი
  •  

„საკუთარ თავში თანაგრძნობის განვითარებისთვის უპირველეს ყოვლისა უნდა განვავითაროთ საკუთარ თავში მიუკერძოებლობა სხვა ადამიანების მიმართ.“

  — დალაი ლამა XIV

|- |   | ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”

  •  

„ჭეშმარიტად თანამგრძნობი დამოკიდებულება მოყვასის მიმართ არ იცვლება, ეს ადამიანი რომც არ იქცეოდეს მაინცდამაინც კარგად.“

  — დალაი ლამა XIV

|- |   | ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”

  •  

„სხვა ადამიანების თანაგრძნობით ვიმაღლებთ საკუთარ უნარს, დავძლიოთ უბედურებები.“

  — დალაი ლამა XIV

|- |   | ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”

  •  

„ყოველი დაძლეული დაბრკოლება უფრო თანამგრძნობს გვხდის.“

  — დალაი ლამა XIV

|- |   | ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”

  •  

„თანაგრძნობა აძლევს ადამიანს არა მხოლოდ სულიერ უპირატესობებს, არამედ ის ხელს უწყობს კარგ ფიზიკურ მდგომარეობასაც.“

  — დალაი ლამა XIV

|- |   | ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”

  •  

გავუძლებ ტანჯვას, თუკი მომელის,
ტკივილს ავიტან, როგორც ტიტანი,
ოღონდ მიმრავლე თანამგრძნობელი,
სხვისი ტკივილის გულთან მიმტანი.

  — შოთა ნიშნიანიძე

|- |   | ციტატის წყარო: “სულ რომ არ იყოს...”

  •  

„თუ ადამიანს მწუხარება არ გამოუვლია, იგი ადამიანობისა და თანაგრძნობის სიტკბოსაც ვერ გაიგებს.“

  — ჟან-ჟაკ რუსო

|- |   | ციტატის წყარო: “ემილი ანუ აღზრდის შესახებ”

  •  

„უბედურებისადმი საყოველთაო თანაგრძნობაში არის რაღაც საზარლად ავადმყოფური.“

  — ოსკარ უაილდი

|- |   | ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)

  •  

„ორნაირი თანაგრძნობა არსებობს: ერთია ─ სულმოკლე და სენტიმენტალური; იგი არსებითად სხვა არა არის რა, თუ არა მოუთმენლობა გულისა, რომელიც ისწრაფვის რაც შეიძლება მალე განთავისუფლდეს სხვისი უბედურებით მოგვრილი სიმძიმილისაგან [...] მეორეა ─ ჭეშმარიტი, არასენტიმენტალური, მაგრამ ქმედითი თანაგრძნობა, რომელმაც იცის, რაც სურს და მზად არის უტეხი თანადგომითა და თანაგრძნობით ყველაფერს გაუძლოს, ვიდრე სასოება წაერთმეოდეს და თვით მას შემდეგაც კი.“

  — შტეფან ცვაიგი

|- |   | ციტატის წყარო: “მოუთმენლობა გულისა” (1939 წ.)

  •  

„საკვირველია ადამიანის ბუნება ─ ათასგვარ უგუნურებისაგან გატეხილ გულს ერთი გონივრული თანაგრძნობა ამთელებს და ამხნევებს.“

  — აკაკი წერეთელი
  •  

„უბედურებაში ჩავარდნილ კაცს ყველაზე მეტად თანაგრძნობა სჭირდება, თუნდაც მოჩვენებითი, ყალბი, მოვალეობის მოსახდელი.“

  — ოთარ ჭილაძე

|- |   | ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)

  •  

„თანაგრძნობა მხოლოდ იმისგან შეიძლება მიიღო, ვისაც შენს უბედურებასთან არაფერი ესაქმება, ვისი ხელიც არ ურევია შენს უბედურებაში.“

  — ოთარ ჭილაძე

|- |   | ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)

თანაგრძნობისგან თავის დაცვა შეუძლებელია