თანადგომა
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„სხვა ადამიანს რომ დაეხმარო, აუცილებელი არ არის, იყო მდიდარი და ძლიერი ─ საკმარისია, იყო კეთილი...“ | |
| — სიმეონ ათონელი |
„მადლობელი ვარ ყველასი, ვინც დახმარებაზე უარი მითხრა; სწორედ ამის გამო შევძელი, რომ თავად გამეკეთებინა ყველაფერი.“ | |
| — ალბერტ აინშტაინი |
„შენ ვერ დაეხმარები მას, ვისაც საკუთარი თავის დახმარება არ სურს.“ | |
| — ჯონ არმსტრონგი |
ბ
[რედაქტირება]გ
[რედაქტირება]„კაცმა რომ მეორე კაცს არგოს, ხესავით უნდა დაიწვას მისთვის და დანაცრდეს.“ | |
| — ზვიად გამსახურდია |
„გაჭირვებაში ანგელოზები ადამიანების სახით მოდიან ჩვენთან.“ | |
| — რამაზ გიგაური |
„დაეხმარე გვერდით მყოფებს, მაგრამ ნუ გახდი მათ შენზე დამოკიდებულს.“ | |
| — გიორგი გურჯიევი |
დ
[რედაქტირება]„მეგობრების თანადგომა იმდენად არ გვჭირდება, რამდენადაც რწმენა იმისა, რომ ისინი დაგვეხმარებიან.“ | |
| — დემოკრიტე |
„აი, მაშინ ხარ ადამიანი, თუ ხელჩაქნეულ ადამიანს თავიდან დააწყებინებ სიცოცხლეს...“ | |
| — გურამ დოჩანაშვილი |
„სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი... შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ღამე იყო. ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი...“ | |
| — გურამ დოჩანაშვილი |
ციტატის წყარო: “სამოსელი პირველი” (1975 წ.)
„ადამიანი მაშინ ხარ, როცა ზრუნავ სხვაზე მაშინ, როდესაც თავად ხარ საზრუნავი!“ | |
| — ნოდარ დუმბაძე |
ე
[რედაქტირება]„იოლია ბედნიერმა ანუგეშოს უბედური.“ | |
| — ესქილე |
ვ
[რედაქტირება]ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]„ხანდახან ადამიანის დასაწყნარებლად მხოლოდ იმის შეხსენებაა საჭირო, რომ მის გვერდით ხართ.“ | |
| — ტუვე იანსონი |
„საოცარი ის არის, რომ ვინც ეხმარება, იმას უფრო უხარია, ვიდრე ვისაც ეხმარებიან. საკითხავი ის არის ─ ჩვენ ვეხმარებით თუ ისინი გვეხმარებიან?“ | |
| — ილია II |
კ
[რედაქტირება]„განსაცდელის დროს მხარში რომ გიდგას, ის არის შენი... დანარჩენი ─ ხელოვნურია!..“ | |
| — პაატა კვარაცხელია |
„დააფასე ის, ვინც მოვა იმ მომენტში, როცა შენ გიჭირს და არა მას.“ | |
| — პაულო კოელიო |
ლ
[რედაქტირება]„სამუშაო ვერ მოგივლის ავადმყოფობის დროს, ამას მხოლოდ მეგობრები და მშობლები აკეთებენ ─ გაუფრთხილდი ამ ურთიერთობებს.“ | |
| — დალაი ლამა XIV |
ერთურთს, ძამა, | |
| — მურმან ლებანიძე |
ციტატის წყარო: 1967 წ.
მ
[რედაქტირება]„ბევრს რო იშოვი, უნდა გვერდზეც გაიხედო და დაინახო, ამ დალოცვილ ქვეყანაზე მარტო არა ცხოვრობ.“ | |
| — ვახტანგ მოსიაშვილი |
ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]„ქალებისთვის, რომლებიც სხვა ქალებს არ ეხმარებიან, ჯოჯოხეთში ცალკე ადგილია.“ | |
| — მადელინ ოლბრაითი |
„შენ იზრუნე ღვთისაზე და ღმერთიც იზრუნებს შენსაზე.“ | |
| — იოანე ოქროპირი |
პ
[რედაქტირება]ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„ყოველთვის გვეჩვენება, რომ ადამიანს დავეხმარეთ, და განზე ვდგებით ხოლმე მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს.“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)
ოდეს კაცსა დაეჭირვოს, მაშინ უნდა ძმა და თვისი. | |
| — შოთა რუსთაველი |
ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)
ს
[რედაქტირება]„თუ გასაჭირში ხარ, გულნატკენი, ან რაიმე გჭირდება ─ ღარიბებთან წადი; ისინი ერთადერთები არიან, ვინც დაგეხმარებიან, ერთადერთები...“ | |
| — ჯონ სტეინბეკი |
ტ
[რედაქტირება]„მეფური ნაბიჯია, წამოაყენო დაცემული.“ | |
| — დედა ტერეზა |
„მხოლოდ დიდსულოვანი გაგრძნობინებთ, რომ თქვენც შეგიძლიათ გახდეთ მათსავით დიადი.“ | |
| — მარკ ტვენი |
„როცა შენს ხალხს უჭირს, მაშინ სულიერი მყუდროება ─ არამზადობაა.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„რამდენადაც ცდილობ სხვათა პრობლემების მოგვარებას, იმდენად გიადვილდება საკუთარის დაძლევა.“ | |
| — დათო ტურაშვილი |
ციტატის წყარო: “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]ქ
[რედაქტირება]„ქალი ისე არცერთ მამაკაცს არ მიმართავს დასაცავად, თუ იგი მისთვის უდიდებულესი კაცი არ იქნება.“ | |
| — ნიზარ ქაბანი |
ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]ჩ
[რედაქტირება]ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]ხ
[რედაქტირება]ნატკენ ფრთაზე კრაზანას | |
| — ვაჟა ხორნეული |
ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„ადამიანები არასოდეს გაუწვდიან დახმარების ხელს მას, ვინც არაფერს აკეთებს და სირთულეებს გაურბის.“ | |
| — კაკაში ჰატაკე |
ციტატის წყარო: “ნარუტო: შიპუდენი” (2007-2017 წწ.)
„რა გელოდებათ ─ მშვიდი და წყნარი აღსასრული თუ ტანჯვით სავსე სიკვდილი, ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, ვინც გეყოლებათ გვერდით ბოლო წუთებში.“ | |
| — ლუიზა ჰეი |
ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”
„დაიმახსოვრე, თუ ოდესმე დახმარების ხელი დაგჭირდა, ის შენი მკლავის ბოლოშია...“ | |
| — ოდრი ჰეპბერნი |
„სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ჩვენგან ერთ-ერთი, მეორე ყოველთვის გვერდითაა.“ | |
| — ერნესტ ჰემინგუეი |
„თუ მეგობარს სათხოვარი აქვს, სიტყვა „ხვალ“ უადგილოა.“ | |
| — ჯორჯ ჰერბერტი |
„თუ ადამიანი შეეჩეხა, მისი აზრით, დაუძლეველ სირთულეებს, მათი დაძლევის საუკეთესო ხერხია ─ დროებით დაივიწყოს მათ შესახებ და დაიწყოს სხვა ადამიანების დახმარება უფრო სერიოზული პრობლემების გადაწყვეტაში.“ | |
| — ნაპოლეონ ჰილი |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
უჭირს არავინ არ იცნონს, .... ხელმა ხელი დაბანა და ორივემ - პირიო
„როცა ადამიანს სჭირდები, მაშინ უნდა იყო მის გვერდით, თორემ მკვდართან სავალდებულო თაიგული ყველას მიაქვს.“ | |
| — [[]] |
„ის ადამიანი დააფასე, ვინც შენთან მაშინ მოდის, როცა შენ გჭირდება და არა ─ მაშინ, როცა მას სჭირდები.“ | |
| — [[]] |
„პური ყველას აჭამე, შვილო, მაგრამ ─ პურს ყველასთან ნუ შეჭამ!“ |
ციტატის წყარო: სვანური დარიგება შვილს
„გაჭირვებულს ყველას დაეხმარე, მაგრამ თავად გაჭირვებაში მყოფი ─ ყველასგან ნუ მიიღებ დახმარებას! არაფერია იმაზე დიდი ტრაგედია, ვიდრე უღირსი კაცის წინაშე ვალში ყოფნა!“ |
ციტატის წყარო: სვანური დარიგება შვილს
„როცა ყველაზე მეტად გვიჭირს, ადამიანები მოდიან ღმერთის სახით, ჩვენ რომ გადავრჩეთ...“ |
„კაცი ხრამში რომ გადაიჩეხება, მერე ავფორიაქდებით, მერე გვინდა გადავარჩინოთ. ხრამის პირზე მდგომს უნდა შველა, თორემ ვის უნახავს გაცოცხლებული მკვდარი?!“ |
„თუ ადამიანის გვერდით მაშინ არ ხარ, როცა ცუდადაა ─ ნურც მაშინ გამოჩნდები, როცა კარგად იქნება!“ | |
| — [[]] |
„გახსოვდეს ის ადამიანები, რომლებმაც გასაჭირში ხელი გამოგიწოდეს, მაშინ, როცა სხვები უბრალოდ წუხდნენ.“ | |
| — [[]] |
მაშინაც უნდა შეძლო სხვისი ნუგეში, როცა ეს შენ ყველაზე მეტად გჭირდება! ბედნიერებას ვერავინ იპოვის, თუ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მაგრამ თუ ყველა ერთმანეთზე იზრუნებთ, მას უფრო სწრაფად იპოვით.