შინაარსზე გადასვლა

თანასწორობა

ვიკიციტატიდან
  •  

„ლომს და კრავს შეუძლიათ ერთად დაწვნენ, მაგრამ მეეჭვება, კრავმა კარგად გამოიძინოს.“

  — ვუდი ალენი
  •  

„უთანასწორობის ყველაზე უარესი ფორმაა, ეცადო არათანასწორი რაღაცები თანასწორად გარდაქმნა.“

  — არისტოტელე
  •  

„სწავლა-განათლებით გათანასწორებულ ხალხში პიროვნება ქრება.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„უბედურება თანასწორობას ქმნის.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “ეჟენი გრანდე” (1833 წ.)

  •  

„მხიარულება მხოლოდ ისეთ ადამიანებში ისადგურებს, რომლებიც ერთმანეთის თანასწორად გრძნობენ თავს.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “ვენდეტა” (1830 წ.)

  •  

„ქვემოდან ზემოთ ყურება ისეთივე შიშის მომგვრელია, როგორიც ზემოდან ─ ქვემოთ.“

  — ფრედერიკ ბეგბედერი

|- |   | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ჩვენ ერთმანეთისგან არ უნდა განვსხვავდებოდეთ. ყველა თავისუფალი და თანასწორი უნდა იყოს. კი არ დავიბადოთ თანასწორნი, როგორც კონსტიტუციაში წერია, არამედ მერე უნდა გავხდეთ.“

  — რეი ბრედბერი

|- |   | ციტატის წყარო: “451º ფარენჰაიტით” (1953 წ.)

  •  

„ყველა ადამიანი განსხვავებულია, ხოლო მათ შორის არსებული უთანასწორობის შთაბეჭდილება იქმნება იმის გამო, რომ ისინი სხვადასხვანაირად აცნობიერებენ იმას, რასაც წარმოადგენენ.“

  — ლიზ ბურბო

|- |   | ციტატის წყარო: “ფული და სიუხვე”

  •  

„გოლიათებში ქონდრისკაცობას ესწრაფე, ქონდრისკაცებში ─ გოლიათობას, მაგრამ თანასწორებთან თანასწორი იყავი.“

  — დენი დიდრო
  •  

„მუშაობისას მოთმინება უნდა შეინარჩუნო და თანაბარი პატივი სცე ყველას, ვისაც შეხვდები ─ განურჩევლად იმისა, თუ რომელ საფეხურზე იმყოფება ესა თუ ის ადამიანი.“

  — ჯანი ვერსაჩე
  •  

როგორც
სოფლის გომბიოს მზეჭაბუკის ცოლობა,
აწყობს ─
გათანაბრება!

  — მურმან ლებანიძე

|- |   | ციტატის წყარო: 1987 წ.

  •  

„იქ, სადაც ცხვარი მგელს აჯერებს ცრუ სწავლებას თანასწორობის შესახებ, მგელი მშიერი კვდება.“

  — ალექსანდრე მაკედონელი
  •  

„ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ─ სხვებზე უფრო თანასწორია.“

  — ჯორჯ ორუელი

|- |   | ციტატის წყარო: “ცხოველების კარ-მიდამო” (1945 წ.)

  •  

„მთელი ისტორიის მანძილზე არსებობდა სამი კატეგორიის ადამიანი: მაღალი, საშუალო და დაბალი. მაღლების მიზანია, იქვე დარჩნენ, სადაც არიან. საშუალოების მიზანია, შეენაცვლონ მაღლებს. დაბლების მიზანი კი ის არის, რომ გააუქმონ ყოველგვარი განსხვავება და შექმნან ისეთი საზოგადოება, რომელშიც ყველა თანასწორი იქნება.“

  — ჯორჯ ორუელი

|- |   | ციტატის წყარო: “1984” (1949 წ.)

  •  

ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.

  — შოთა რუსთაველი

|- |   | ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)

  •  

„საფლავში, სანჩო, ყველა თანასწორია.“

  — მიგელ დე სერვანტესი

|- |   | ციტატის წყარო: “დონ კიხოტი” (1605 წ.)

  •  

„სადაც დიდი ქონებაა, იქ დიდი უთანასწორობაა.“

  — ადამ სმითი
  •  

„ძაღლები ქვემოდან ამოგვცქერიან; კატები ზემოდან დაგვყურებენ ─ მხოლოდ ღორები გვიცქერენ, როგორც თანასწორებს.“

  — უინსტონ ჩერჩილი
  •  

„თანაბარი უფლებები ყველას, განსაკუთრებული პრივილიგიები ─ არავის.“

  — ტომას ჯეფერსონი
  •  

„ღმერთმა შექმნა ადამიანი, ხოლო მაიორმა კოლტმა გახადა ისინი თანასწორუფლებიანი.“

  — წარწერა კოლტის იარაღის ქარხნის "პრახადნოიზე