შინაარსზე გადასვლა

თანხმობა

ვიკიციტატიდან
  •  

„არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა.“

  ჭაბუა ამირეჯიბი

  ციტატის წყარო: “დათა თუთაშხია” (1962-1972 წწ.)

  •  

„ვლოცულობ, იყოს ყველგან თანხმობა, რომ სიყვარული მოქალაქეთა იყოს საერთო.“

  ესქილე
  •  

„თანხმობას ყველაფერში შეიძლება მიაღწიო, თუ უბრალოდ მშვიდად განიხილავ ყველა სირთულეს სიყვარულისა და ჰარმონიიის ატმოსფეროში.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”

  •  

„როცა ხალხი მეთანხმება, ყოველთვის ეჭვი მაქვს, რომ ვცდები.“

  ოსკარ უაილდი
  •  

„ის ადამიანი, ვინც მხოლოდ სხვებთან შეთანხმებით არსებობს, საკუთარ თავთან მუდმივ უთანხმოებაშია.“

  ოსკარ უაილდი

  ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)


  •  

„ჩვენ მიდრეკილი ვართ, ის ადამიანები უფრო ჭკვიანებად და მცოდნეებად აღვიქვათ, რომლებიც გვეთანხმებიან.“

  ლეონ ფესტინგერი
  •  

„არავინ ეთანხმება იმას, ვინც ყველას ეთანხმება.“

  უინსტონ ჩერჩილი

ზრდასრულობა-ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანს ეთანხმებით იმის მიუხედავად, რომ ის არ არის მართალი, უბრალოდ იმიტომ, რომ მოკეტოს.