შინაარსზე გადასვლა

თეატრი

ვიკიციტატიდან
  •  

„ხალხს მხოლოდ იმის ნახვა რომ სურდეს, რაც ესმით, თეატრის ნაცვლად აბანოში წავიდოდნენ.“

  — ბერტოლტ ბრეხტი
  •  

„კრიტიკოსები წერენ, თითქოს თეატრი კრიზისს განიცდის, პირიქით – ჩვენ განვიცდით კრიზისს და უბრალოდ, ვმალავთ, ან თეატრს ვაბრალებთ.“

  — დათო ტურაშვილი

|- |   | ციტატის წყარო: “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)

  •  

„თეატრში იმის სანახავად მიდიხარ, რაც ცხოვრებაში გაკლია.“

  — ჯემალ ქარჩხაძე
  •  

„ჭეშმარიტი მსახიობი, ის, ვისაც მოწოდებით მსახიობს ვეძახით, დეზერტირია, რომელიც საკუთარ თავს თვალს ვერ უსწორებს და ამიტომ ნიღბების ქვეყანაში გადადის საცხოვრებლად.“

  — ჯემალ ქარჩხაძე

|- |   | ციტატის წყარო: “ქარავანი” (1984 წ.)

  •  

„დიდი მსახიობები არც ავადმყოფობის შედეგად კვდებიან და არც სიბერისგან ─ ისინი მხოლოდ მაშინ წყვეტენ არსებობას, როცა მათ აღარავინ უკრავს ტაშს.“

  — ალფონს დოდე
  •  

„მსახიობის ხელოვნების სიდიადე მაყურებლის მოტყუებაშია.“

  — ალან უოტსი