შინაარსზე გადასვლა

იდუმალება

ვიკიციტატიდან
  •  

„მღვდლები, მსაჯულები და ქალები ბოლომდე არასოდეს იხდიან თავიანთ სამოსელს.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„რაც უფრო ძლიერი და გულწრფელია სიყვარული, მით უფრო საჭიროა მისი შენიღბვა და საიდუმლოებით შებურვა.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)

  •  

„სუპერძალების მქონე ადამიანები ყოველთვის მალავენ, რომ მაგრები არიან - ამით მოქმედების თავისუფლებას და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ.“

  — ფრედერიკ ბეგბედერი

|- |   | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ისეთი აზრებიც არსებობს, ყველა ანგელოზისთვის ხელმისაწვდომი რომ არის, ოღონდ არა ჩვენი ახლობლებისთვის, მათ შორის საუკეთესოებისა და ყველაზე გულკეთილებისთვისაც კი.“

  — ენ ბრონტე

|- |   | ციტატის წყარო: “აგნეს გრეი” (1847 წ.)

  •  

„მუდამ რომ დაუმთავრებელი ხარ, ეგაა შენი სიდიადე.“

  — გოეთე
  •  

„ადამიანის ყოფა ძალზედ საიდუმლოა და ეს ფარულობა ხშირად ძალზედ უაზროა.“

  — მაქსიმ გორკი
  •  

„შენ ხარ ამოცანა, ირგვლივ მყოფი არაერთი სწავლულისთვის.“

  — ფრანც კაფკა
  •  

„მამაკაცისთვის უინტერესოა ის, რასაც თვალის ერთი შევლებით ხედავს.“

  — მადონა
  •  

„ადამიანისგან სინამდვილეში არაფერია დამალული; ჩვენს შიგნით მყოფი ღმერთი ელოდება როდის მივალთ მასთან.“

  — ჯოზეფ მერფი

|- |   | ციტატის წყარო: “როგორ მოვიზიდოთ ფული”

  •  

„ყოველ ადამიანს აქვს მთვარესავით გაუნათებელი ერთი მხარე, რომელსაც არავის აჩვენებს.“

  — მარკ ტვენი
  •  

„ზოგჯერ ადამიანის ამოცნობაც ისეთივე შეუძლებელია, როგორც სამყაროსი, რომელიც ისეთივე დიდია, როგორც ის ტიალი მინდორი…“

  — დათო ტურაშვილი
  •  

„რაც ნაკლებს ამჟღავნებ, მით მეტს ტოვებ საფიქრალს.“

  — ემა უოტსონი
  •  

„სიცოცხლესა და მის იდუმალებას ვერ ეზიარებით, სანამ ცდილობთ, რომ მას ჩასწვდეთ.“

  — ალან უოტსი
  •  

„სამყარო, რომელშიც იდუმალება არ არსებობს, სიახლოვეა, რომელიც ზიზღს შობს.“

  — ალან უოტსი
  •  

„...და ის ყოველთვის იდუმალია, რაც ჩემში იწვევს აღფრთოვანებას.“

  — [[]]