შინაარსზე გადასვლა

ილუზია

ვიკიციტატიდან
  •  

„ვერავითარი ილუზია ვერ შეუცვლის მარტოხელა ქალს დაკარგულ ბედნიერებას.“

  ევგენი ბრანდისი

  ციტატის წყარო: “მომავლის ხელოვნება და ფანტასტიკა” (1969 წ.)


  •  

„ერთხელაც მოგვიწევს იმის აღიარება, რომ რეალობა ბევრად უფრო დიდი ილუზიაა, ვიდრე ოცნებების სამყარო.“

  სალვადორ დალი
  •  

„ყოველგვარი ურთიერთდამოკიდებულება ქალსა და მამაკაცს შორის იწყება ილუზიით, თითქოს თქვენ ერთნაირად ფიქრობთ ამქვეყნად ყველაფერზე.“

  აგათა კრისტი
  •  

„ილუზია, თითქოს ქალს ნებისმიერი არამზადის კეთილშობილ რაინდად გადაქცევა შეუძლია, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალური ილუზიაა ყოველთვის.“

  აგათა კრისტი
  •  

„ზოგჯერ ადამიანებს არ სურთ სიმართლის მოსმენა, რადგან არ უნდათ, მათი ილუზიები დაინგრეს.“

  ფრიდრიხ ნიცშე


  •  

„თუ ბრიყვმა საკუთარი ილუზია დაიჯერა, მისი გადარწმუნება შეუძლებელია.“

  უილიამ ფოლკნერი
  •  

„ჩვენ ილუზიურ სამყაროში ვცხოვრობთ; ილუზიურ სამყაროში ერთადერთი ჭეშმარიტება არის ოცნება. ჩვენ კი ოცნებას ცხვირსახოცად ვხმარობთ.“

  ჯემალ ქარჩხაძე


  •  

„თუ საკუთარი თავი არ ვიცით, ეს იმიტომ, რომ თვითშემეცნება მტკივნეულია და ილუზიის სიამოვნებას ვამჯობინებთ.“

  ოლდოს ჰაქსლი
  •  

„საკუთარ თავზე ილუზიები გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე სხვების აზრი შენზე.“

  — [[]]
  •  

„ილუზიები ათბობს სულს, სანამ არ მიხვდები, რომ ეს ილუზიაა.“

  — [[]]