შინაარსზე გადასვლა

იმედგაცრუება

ვიკიციტატიდან
  •  

„უბრალოდ არ იყო ჩემი ─ დღე... კვირა... თვე... წელი... საუკუნე... ამის დედაც!“

  ჩარლზ ბუკოვსკი
  •  

„თითქოს რაღაც კვდება შენში, როდესაც გრძნობ, თუ როგორ გაუცხოვდა ძვირფასი ადამიანი.“

  გიორგი გოგსაძე
  •  

მე რაც ვიყავი, ისა ვარ ისევ,
და შენ სრულიად გადასხვაფერდი.

  ტერენტი გრანელი
  •  

„შენ თუ გგონია, რომ რა გულითაც გვერდში უდგახარ ხალხს, იმავე გულით დაგიდგებიან შენც ─ უბრალოდ, იდიოტი ხარ!“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„არ ღირს ხალხზე გაბრაზება იმისათვის, რომ მათ ვერ გაამართლეს ჩვენი იმედები ─ ჩვენ თავად ვართ დამნაშავენი... იმიტომ, რომ უფრო მეტს მოველოდით მათგან, ვიდრე საჭირო იყო.“

  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

  ციტატის წყარო: “პატარა უფლისწული” (1943 წ.)

  •  

„ცხელ სიყვარულზე ცივ წყალს როცა გადაგისხამენ, მაშინ გაიგებ, ხეები ფოთლებს მწარე ყინვაში რად არ ისხამენ.“

  იასუნარი კავაბატა
  •  

„რთულია, შეეგუო აზრს, რომ სახე, რომელიც გიყვარდა, სინამდვილეში ნიღაბი აღმოჩნდა...“

  სტივენ კინგი
  •  

„ნურასოდეს ნუ დაიწყებ იმ ხალხთან ურთიერთობის გარკვევას, რომლებმაც იმედები გაგიცრუეს; ჯობია უსიტყვოდ დატოვო ისინი თავიანთ ნეხვში ─ არ ინანებ!“

  პაულო კოელიო
  •  

„დასანანია, თუ როგორ კლავენ ადამიანები თავიანთი საქციელებით ყველაფერ კარგს, რასაც მათ მიმართ ვგრძნობდით...“

  ჰით ლეჯერი
  •  

„თუ ადამიანზე წარმოდგენა ერთხელ დავკარგე, ეს იმას ნიშნავს, რომ ─ სამუდამოდ.“

  ჯეინ ოსტინი
  •  

„ადამიანის დაკარგვაზე უარესი მასზე წარმოდგენის დაკარგვაა!“

  ალ პაჩინო მარლონ ბრანდო
  •  

„ცხოვრებაში დგება წუთი, როდესაც არავისაგან აღარაფერი გიკვირს. თავისი ქმედებით ყველა საკუთარ არარაობას ამჟღავნებს.“

  ალ პაჩინო
  •  

„ზოგჯერ ტყვიის გავარდნამდე კვდები, როცა დაინახავ ვინ დაგიმიზნა...“

  მარიო პიუზო

  ციტატის წყარო: “ნათლია” (1969 წ.)

  •  

„იმედი იმდენად დიდია, რომ მის ჩაქრობას აფეთქება მოჰყვება.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” (1929 წ.)

  •  

„ყველაზე ძლიერი გრძნობა ─ იმედგაცრუებაა. არა წყენა, არა ეჭვიანობა და სიძულვილიც კი არა... მათ შემდეგ სულში კიდევ რაღაც რჩება, იმედგაცრუების შემდეგ კი ─ სიცარიელე.“

  ერიხ მარია რემარკი


  •  

„ადამიანები არ ვიმსახურებთ იმედგაცრუებას ─ ადამიანები უარესს ვიმსახურებთ!“

  ნიკოლოზ ტოტოღაშვილი

  ციტატის წყარო: “შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა” (2018 წ.)

  •  

„ნუ მიაწერთ ადამიანებს ზედმეტ ღირსებას და იმედებიც არ გაგიცრუვდებათ.“

  არტურ შოპენჰაუერი


  •  

„ისეც ხდება, ტყვიის გავარდნამდე რომ ეცემი. რომ კვდები, როცა ხედავ ვინ დაგიმიზნა.“

  ირაკლი ჭიკაიძე


იმედგაცრუება თვალს გიხელს, მაგრამ გულს გიკეტავს. არავის იმედი არ გქონდეს, თავს დაიცავ იმედგაცრუებისგან ისეთს რას ეძებ, ადამიანო, რომ ამ ძებნაში ყველაფერს კარგავ?! "ერთ მშვენიერ დღეს, შენ შეიძლება გაიღვიძო და მიხვდე, რომ დაკარგე მთვარე, ვარსკვლავების თვალიერებაში."

  •  

„ადამიანი თავისი უღირსი საქციელებით თავადვე იწყებს შენი გულიდან საკუთარი თავის ამოშლას.“

  — [[]]
  •  

„სიძულვილი დროთა განმავლობაში ქრება, წყენაც, ბრაზიც... იმედგაცრუება კი სამუდამოდ აშორებს ადამიანებს ერთმანეთისგან.“

  — [[]]
  •  

„არის რაღაც კარგი იმედგაცრუებაშიც: ის გვანთავისუფლებს ილუზიებისგან...“

  — [[]]
  •  

„იმედგაცრუებები გაკვეთილს მოგცემს, თუმცა... ყოველ ჯერზე საკუთარი თავის თითო ნაგლეჯს წაიღებს და საბოლოოდ დაგრჩება გულის ერთი ნაფლეთი.“

  — [[]]
  •  

„იმედგაცრუება, იცით, რა არის?... ადამიანი კედელი რომ გგონია შენი და მისივე ნანგრევებში აღმოჩნდები ბოლოს...“

  — [[]]