იმედი
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„თუ მხოლოდ ადამიანების იმედად იქნები, ბევრჯერ გაგიცრუვდება იმედი ─ უფლის იმედი უნდა გქონდეს მუდამ.“ | |
| — მამა პაისი ათონელი |
„იმედი მღვიძარე კაცის ოცნებაა.“ | |
| — არისტოტელე |
ბ
[რედაქტირება]„იმედის დაკარგვა ყველაზე მტკივნეული რამაა ამქვეყნად.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„იმედი ესტაფეტასავითაა, ჟანგბადის ბალიშივითაა, რომელსაც რიგრიგობით გადავცემთ ერთმანეთს.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
გ
[რედაქტირება]„იმედი უბედურთა მეორე სულია.“ | |
| — გოეთე |
„ადამიანს იმედზე უკეთესი მეგობარი არც ჰყოლია და არც ეყოლება.“ | |
| — ლევან გოთუა |
დ
[რედაქტირება]„უხეშ რეალობას უყვარს მოკლას წმინდა იმედები.“ | |
| — ალექსანდრე დიუმა (უფროსი) |
„ნუ განურისხდებით სასოწარკვეთილ, წყალწაღებულ ადამიანს იმისთვის, რომ უკანასკნელ იმედს ებღაუჭება თავის გადასარჩენად.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
ე
[რედაქტირება]ვ
[რედაქტირება]„სადაც კვდება იმედი, იქ იწყება სიცარიელე.“ | |
| — ლეონარდო და ვინჩი |
„განკურნების იმედი უკვე ნახევრად განკურნებაა.“ | |
| — ვოლტერი |
„როცა ყველაფერი ასე ჰგავს სიზმარს, რა გასაკვირია, ბედნიერი დასასრულის იმედი გქონდეს...“ | |
| — ლორა ვუდი |
ციტატის წყარო: “ოქროსფრად მოხატული ცა” (2018 წ.)
„იმედი ყველაზე სასარგებლო და ყველაზე დამღუპველი საჩუქარია ცხოვრების მიერ მოწოდებული.“ | |
| — ლუკ დე კლაპიე ვოვენარგი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]„ცხოვრების უზარმაზარ ლოდებს შორის მუდამ ხარობს ყვავილი და მას იმედი ჰქვია.“ | |
| — ილია II |
კ
[რედაქტირება]„არ არსებობს სულის სიმშვიდე იმედის გარეშე.“ | |
| — ალბერ კამიუ |
ციტატის წყარო: “შავი ჭირი” (1947 წ.)
„სასოს წარკვეთის ჩვევა ბევრად უარესია თვით სასოწარკვეთილებაზე.“ | |
| — ალბერ კამიუ |
„რა მძიმე უნდა იყოს სიცოცხლე მხოლოდ იმის ამარა, რაც ვიცით და რაც გვახსოვს, თუკი მოკლებული ვიქნებით იმას, რისი იმედიცა გვაქვს.“ | |
| — ალბერ კამიუ |
ციტატის წყარო: “შავი ჭირი” (1947 წ.)
„იქ, სადაც ყველაზე მეტი საშიშროებაა, ყველაზე დიდი იმედია.“ | |
| — ალბერ კამიუ |
ლ
[რედაქტირება]ცხოვრების აზრი | |
| — მურმან ლებანიძე |
ციტატის წყარო: 1972 წ.
მ
[რედაქტირება]ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]„იმდენი შეგეძლოთ, რომ გაგიფიქრონ და იმედი იყოთ!“ | |
| — ალ პაჩინო |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]ს
[რედაქტირება]ტ
[რედაქტირება]„იმან იკითხოს, ვინც იმედებს დაეძებს კარ-კარ, თორემ მე იგი იმდენი მაქვს, ყოველდღე ვკარგავ...“ | |
| — ნიკოლოზ ტოტოღაშვილი |
„იმედი ისევ საკუთარი თავისა უნდა გვქონდეს ─ იმ თავისა, მხრებზე რომ გვაბია და შიგ, ღმერთისგან ბოძებულ ტვინს ცოტა განძრევა რომ სჭირდება...“ | |
| — დათო ტურაშვილი |
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]„რა საამოა, ცხოვრების სიავეთა შორის, ფიქრით ჭვრეტდე კეთილშობილ ხასიათს, წმინდა განცდებსა და ბედნიერების სურათებს!“ | |
| — გუსტავ ფლობერი |
ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)
„როცა გულში ცუდი არაფერი გიდევს, მოლოდინიც მხოლოდ კარგის გაქვს.“ | |
| — ანა ფრანკი |
„კაცი, რომელიც ხვალინდელი დღისგან არაფერს მოელის, გადუწყვეტია იმედი, ცოცხალ-მკვდარია, ის ცოცხლებში ჩასათვლელი არაა...“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
ციტატის წყარო: “საახალწლო ფიქრები”
„შეიძლება სნეული ცალკე აღებული ადამიანი, მარტო იმედით მორჩეს, უწამლოდ, უარარაოდ, ხოლო დასნეულებული, დაავადებული ერი არასოდეს მარტო ცარიელის იმედით არ მორჩება, თუ წამალი არ მიეშველა.“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
ციტატის წყარო: “საახალწლო ფიქრები”
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]ჩ
[რედაქტირება]„ნუ დამიკარგავ იმედს ─ იმედს, რომ ხარ!..“ | |
| — ირაკლი ჩარკვიანი |
„იმედების დამყარება მშობლების საყვარელი გართობაა.“ | |
| — ირაკლი ჩარკვიანი |
„ისინი, ვინც ხშირად გამკლავებიან სირთულეებს, მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ, რომ არც ერთი წუთით არ დაუკარგავთ იმედი.“ | |
| — უინსტონ ჩერჩილი |
ც
[რედაქტირება]„ვერც ერთი ექიმი დაღლილ სხეულს, დაცემულ სხეულს ისეთ მაცოცხლებელ წამალს ვერ გამოუწერს, როგორიც იმედია.“ | |
| — შტეფან ცვაიგი |
ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]იმედმა სახლად გვიქცია სორო. | |
| — თამაზ ჭილაძე |
„იმედის ანაბარა ცხოვრებას უიმედო ბრძოლა სჯობია.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]„მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე ─ ისე იცხოვრე, ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.“ | |
| — მიხეილ ჯავახიშვილი |
ჰ
[რედაქტირება]„ჩვენ ისე ხშირად გვაქვს სხვების იმედი, ვეძებთ მათში სიყვარულსა და მხარდაჭერას, რომ ყველაფერი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ, ჩვენი საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულების მხოლოდ ანარეკლია.“ | |
| — ლუიზა ჰეი |
ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”
„თქმა „მე იმედი მაქვს“ იგივეა, რაც თქმა „მე არ მჯერა“.“ | |
| — ლუიზა ჰეი |
ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”
„უიმედო არაფერია ამქვეყნად, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვახერხებ იმედიანი ვიყო.“ | |
| — ერნესტ ჰემინგუეი |
„ყოველ ღამით, როდესაც ჩვენ ვიძინებთ, ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ დილით ცოცხლები გავიღვიძებთ, მაგრამ ჩვენ მაინც ვაყენებთ მაღვიძარას დილისთვის. ─ ეს იმედია.“ | |
| — [[ ]] |
თუ ერთ ადამიანს მაინც აქვს შენი იმედი, საკმარისია იმისათვის, რომ არ დანებდე.