შინაარსზე გადასვლა

იუმორი

ვიკიციტატიდან
  •  

„მეტი იუმორის გრძნობა რომ ჰქონდეთ ადამიანებს, ჩვენ სულ სხვა სამყაროში ვიცხოვრებდით.“

  — ვუდი ალენი
  •  

„ღმერთებსაც უყვართ ხუმრობა.“

  — არისტოტელე
  •  

„ქალები ხომ ჩვენზე ძლიერები არიან და თან თუ იუმორის გრძნობაც აქვთ ─ ჩათვალეთ, რომ “დარხეული” გაქვთ.“

  — ფრედერიკ ბეგბედერი
  •  

„ქალების შექმნისას ღმერთმა მათ იუმორის გრძნობა არ მიანიჭა, ამიტომ ისინი უფრო სიყვარულისკენ არიან მიდრეკილნი, ვიდრე დაცინვისკენ.“

  — ინგმარ ბერგმანი
  •  

„ბავშვურადაც რომ აიკვიატო საკუთარი თავის დაცინვა, ჯობია არ უკვდავყო ხუმრობა ქვაში.“

  — ჯეიმს ბლიში

|- |   | ციტატის წყარო: “ხელოვნების ნაწარმოები” (1956 წ.)

  •  

„სატირა ცხელი წყალია, იუმორი ─ თბილი შხაპი. მე თბილი წყალი მირჩევნია: ადამიანი კი არ უნდა დაწვა, ჭუჭყი უნდა ჩამობანო.“

  — ნოდარ დუმბაძე
  •  

„მსოფლიოში ყველაზე უკეთესი მამაკაციც კი უვარგისი იქნება, თუ იუმორის გრძნობა არ გააჩნია.“

  — მადონა
  •  

„ჩვენ იუმორი გვეხმარება, რომ გადავრჩეთ.“

  — ერიხ მარია რემარკი

|- |   | ციტატის წყარო: “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” (1929 წ.)

  •  

„ყველაფერი სასაცილოა, სანამ შენ არ გეხება.“

  — უილ როჯერსი
  •  

„არაფერი აზიანებს სასიყვარულო კავშირს ისე, როგორც იუმორის გრძნობა ქალში და უმისობა მამაკაცში.“

  — ოსკარ უაილდი
  •  

„როდესაც კაცის არსებაში დიდება და სახელი შემოდის, იქიდან რამე უნდა განიდევნოს, რომ ადგილი იპოვოს, პირველ რიგში, იუმორის გრძნობა იდევნება ხოლმე.“

  — ჯემალ ქარჩხაძე
  •  

„ჩალის ფასი ედება ხუმრობას, თუკი მასზე თავად ხუმარაც იცინის.“

  — ფრიდრიხ შილერი
  •  

„ჩემი ხუმრობის სტილი სიმართლის თქმაში გამოიხატება ─ სიმართლე მსოფლიოში ყველაზე სასაცილო ხუმრობაა.“

  — ჯორჯ ბერნარდ შოუ
  •  

„იუმორის გრძნობის მქონე ადამიანის სერიოზულობა, სერიოზული ადამიანის სერიოზულობაზე ასჯერ უფრო სერიოზულია.“

  — ანტონ ჩეხოვი
  •  

„თუ საკუთარ თავს ხუმრობის უფლებას აძლევ, ხალხი არ გიყურებს სერიოზულად. და ზუსტად ამ ადამიანებს არ ესმით, რომ არსებობს ბევრი რამ, რასაც ვერ გადაიტან, თუკი არ იხუმრე.“

  — ერნესტ ჰემინგუეი
  •  

„იუმორი უბედურ, მაგრამ მაღალნიჭიერ ადამიანთა გამოგონებაა.“

  — ჰერმან ჰესე
  •  

„ჭეშმარიტად ძლიერი ვერასდროს იქნები, თუკი ყველაფერში რაღაც სასაცილოს ვერ დაინახავ.“

  — ვიქტორ ჰიუგო
  •  

ნურასდროს იტყვით “არასოდეს” და “სამუდამოდ” – ცხოვრებას საოცარი იუმორის გრძნობა აქვს.