შინაარსზე გადასვლა

კამათი

ვიკიციტატიდან
  •  

„არავინ კამათობს იმდენს, რამდენსაც ორი ადამიანი, რომლებიც კამათობენ იმაზე, რის შესახებაც წარმოდგენა არ აქვთ.“

  — ლეონ ბატისტა ალბერტი
  •  

„სულელების დავა მთავრდება. ჩხუბით, თორემ ჭკვიანი ხალხი ყოველთვის გამონახავს საერთო ენას.“

  — თემურ ბაბლუანი
  •  

„უკეთესია მტრების დავა გაარჩო, ვიდრე მეგობრების, რადგან ამის შემდეგ მეგობართაგან ერთი შენი მტერი გახდება, ხოლო მტრებისგან ─ ერთი შენი მეგობარი.“

  — ბიანტი
  •  

„არასდროს ეკამათო იდიოტს, რადგან გარშემომყოფებს ძალიან გაუჭირდებათ თქვენი ერთმანეთისგან გარჩევა!“

  — არტურ ბლოხი

|- |   | ციტატის წყარო: “მერფის კანონები” (1982 წ.)

  •  

„ჭკვიანი ის კი არ არის, ვინც სიმართლე დაამტკიცა, არამედ ის, ვინც სიმართლე იცოდა, მაგრამ სულელს არ შეეკამათა!“

  — მარლონ ბრანდო
  •  

„ვეკამათო შეყვარებულ ქალს? ─ არა, გმადლობ.“

  — მიხეილ ბულგაკოვი

|- |   | ციტატის წყარო: “ოსტატი და მარგარიტა” (1966 წ.)

  •  

„გადადებული ომი სჯობია მოუფიქრებლად წამოწყებულ კინკლაობას.“

  — კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„როდესაც მეტოქესთან პაექრობის დროს მიხვდები, რომ უფრო სუსტი ხარ, შეწყვიტე კამათი, რადგან თუ ლაპარაკს განაგრძობ, უფრო და უფრო მეტ სისულელეს იტყვი.“

  — გოეთე
  •  

„განათლებულ-მგრძნობიარე ადამიანებს არ უყვართ კამათი იდიოტებთან, რადგან იციან ─ ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც თავხედს და უტიფარს გამარჯვების გვირგვინს ადგამენ!“

  — ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
  •  

„თუ კამათში ავტორიტეტებს იმოწმებ, ამით შენს მეხსიერებას ავლენ, და არა გონებას.“

  — ლეონარდო და ვინჩი
  •  

„იქ, სადაც თავდება გონივრული საბუთები, იწყება ყვირილი.“

  — ლეონარდო და ვინჩი
  •  

„თუ სულელს ეკამათები, ჩათვალე, რომ უკვე ორნი ხართ!“

  — ოტია იოსელიანი
  •  

„როგორც კი კამათის დროს ბრაზი შეგვეპარება, სიმართლისთვის კი აღარ ვკამათობთ, არამედ საკუთარი ეგოსთვის.“

  — თომას კარლეილი
  •  

„კამათში გამარჯვების საუკეთესო ხერხი, კამათის თავიდან აცილებაა.“

  — დეილ კარნეგი
  •  

„არ ეკამათო მატყუარებს ─ ვერ გაიმარჯვებ, რადგან მათ საკუთარი ტყუილების სჯერათ!“

  — ჯიმ კერი
  •  

„ქალი ჩხუბობს მხოლოდ მასთან, ვისთან შერიგების იმედიც აქვს ─ სხვა დანარჩენი უბრალოდ არ აინტერესებს.“

  — პაულო კოელიო
  •  

„არ არის აუცილებელი გაიმარჯვო ყველა კამათში ─ დაეთანხმე ან არ დაეთანხმო მოსაუბრეს.“

  — დალაი ლამა XIV
  •  

„როდესაც უთანხმოება შეგექმნება მასთან, ვინც გიყვარს, განსაჯე სიტუაცია მხოლოდ ამ უთანხმოების მაგალითზე და ნუ გაიხსენებ წარსულს.“

  — დალაი ლამა XIV
  •  

„შეუძლებელია პატიოსანი და გულწრფელი ეკამათოს რეგვენს.“

  — მიშელ დე მონტენი
  •  

„უვიცთან კამათს ყოველთვის დუმილი სჯობს.“

  — პითაგორა
  •  

„მეუღლეებმა თავი უნდა შეიკავონ ჩხუბისგან, თუ მათ ერთმანეთი იმდენად არ უყვართ, რომ შემდეგ შერიგება შეძლონ.“

  — ჟან როსტანი
  •  

„ჭეშმარიტება არა კამათში, არამედ კეთილგანწყობილ სჯა-ბაასში იბადება.“

  — ელდინო საღარაძე
  •  

„ჩემთან დავა და კამათი ადვილია, ჭეშმარიტებასთან ─ შეუძლებელი.“

  — სოკრატე
  •  

„როცა დებატი წაგებულია, ცილისწამება დამარცხებულის იარაღად იქცევა.“

  — სოკრატე
  •  

„არასოდეს ეკამათო სულელ ხალხს, რადგან მათ დონემდე დაეცემი და ისინი გამოცდილებით ყოველთვის გაჯობებენ.“

  — მარკ ტვენი
  •  

„თუ ადამიანი გინდა გაიცნო, ერთხელ მაინც უნდა წაეჩხუბო, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ მის შეფასებას.“

  — ანა ფრანკი
  •  

„ჩემი დაკვირვებით, მხოლოდ ბრძენს ან მომავალ ბრძენს უყვარს განსხვავებული აზრის მოსმენა... ჩვეულებრივი დიალოგისას განსხვავებული აზრის გამო ადამიანი ხმის ტონს რომ უწევს, ჩხუბი თუ არ გინდა ─ უნდა გაერიდო.“

  — ტარიელ ფუტკარაძე
  •  

„არ ეკამათო მატყუარებს ─ ვერ გაიმარჯვებ, რადგან მათ საკუთარი ტყუილების სჯერათ.“

  — ჯიმ ქერი
  •  

„თუ იდიოტს ეკამათები, სავარაუდოდ, ისიც იგივეს აკეთებს.“

  — ჯორჯ ბერნარდ შოუ
  •  

„არასდროს ეჭიდაო ღორებს ─ შენ გატალახიანდები, მათ კი ეს მოეწონებათ!“

  — ჯორჯ ბერნარდ შოუ
  •  

„თუ გსურთ კამათში თქვენ თქვათ ბოლო სიტყვა, უთხარით მოწინააღმდეგეს, რომ სრულად იზიარებთ მის აზრს.“

  — უინსტონ ჩერჩილი
  •  

„შემჩნეული მაქვს ─ ვისაც ყველაზე ნაკლები ესმის, ყველაზე მეტს კამათობს...“

  — ანტონ ჩეხოვი

სიმშვიდეში ცხოვრება სჯობს მათთან კამათს, ვისთვისაც სამართალი არ არსებობს...

  •  

„ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია, აზრისა და პოზიციის ჭიდილში იბადება.“

  — [[]]
  •  

„გამჭრიახობა სულაც არ არის ის, რომ კამათში გაიმარჯვო. გამჭრიახობა ისაა, კამათში საერთოდ არ ჩაება.“

  — [[]]
  •  

„მეგობარი, რომელიც პატარა კამათის მერე შენი მტერი ხდება, ყოველთვის შენი მტერი იყო.“

  — [[]]
- როგორ ასწრებთ ამდენ რამეს და თან ინარჩუნებთ ოპტიმიზმს?
- მარტივად ─ მე არასოდეს არავის ვეკამათები.
- კი, მაგრამ ეს შეუძლებელია...
- როგორც თქვენ იტყვით...

ხანდახან უნდა წაიკამათო ადამიანთან, რომ გაიგო სინამდვილეში რას ფიქრობს შენზე.