კანონი 7

ვიკიციტატიდან
Jump to navigation Jump to search

კანონი მეშვიდე[რედაქტირება]


უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).


აცხოვნე უფალო და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).


აცხოვნე უფალო და შეიწყალე მთავრობა და მხედრობა ჩვენი, რაითა ნათლითა გზითა ატაროს ქართველი ერი გადასარჩენად (მეტანია)


აცხოვნე უფალო და შეიწყალე მონანი და მხევალნი ღმრთისანი
ირაკლი,ირაკლი,ნუკრი,გიორგი,
მირიანი,ია,დავითი,ლევანი
,ილია,ლელა,ანი,ანი,
მარი,ლევანი,შოთა,შოთა,
თამუნა,ფიქრია,თამუნა,დათო
მიანიჭე მათ მშვიდობაი და აღავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა (მეტანია)


აცხოვნე უფალო და შეიწყალე მშობელნი ჩემნი ( უძლურებაში მყოფი გოჩა ანდრიაშვილი, სახელები),ძმანი და ნათესავნი ხორციელნი და ყოველნი ახლობელნი ჩემნი და მიანიჭე მათ მშიდობაი შენი და აღავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა (მეტანია)


განუსვენე ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია). აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.