კატო მიქელაძე
კატო მიქელაძე (დ. 18 სექტემბერი, 1878, კულაში — გ. 1942) — ქართველი პუბლიცისტი, ფემინისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.
ციტატები
[რედაქტირება]თუ ვინმეს აქვს უფლება თავის გაჭირვებაზე ლაპარაკისა, თავისი კლასობრივი, თუ წოდებრივი ინტერესის დაცვისა, მით უფრო მეტი უფლება გვაქვს ქალებს | |
მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა |
ციტატის წყარო: ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია, ტ. I, თბილისი, 2015. — გვ. 263
ქალებზე უფრო დაჩაგრული დედამიწაზე არავინ ყოფილა და ქალებივით ხანგრძლივად არავინ დაუჩაგრავს მამაკაცთა მიერ გამოწვეულ უსამართლობასა და ძალმომრეობას. დიახ, მამაკაცისა მიერ, რადგან, მთელი ისტორია არის ისტორია მამაკაცებისა: მათი ომებისა და რევოლუციისა, მათი შუღლისა და ამბოხებისა, სადაც დედრობითი სქესი პოლიტიკურ და მოქალაქურ ცხოვრებაში უკანასკნელ ხანამდე არავითარ მონაწილეობას არ ღებულობდა | |
მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა |
ციტატის წყარო: ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია, ტ. I, თბილისი, 2015. — გვ. 263
რჩევა და დაპირება დღევანდელი სოციალისტებისა, რომ ქალები განთავისუფლდებიან სოციალიზმში, პროლეტარიატის განთავისუფლებასთან ერთად, ჩვენ თვალში ამართლებს იმ ანდაზას, რომელიც ამბობს „პეტრეს მოსვლამდე პავლეს ტყავი გააძვრესო“ | |
მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა |
ციტატის წყარო: ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია, ტ. I, თბილისი, 2015. — გვ. 293
დღევანდელი ქალთა მონობით სარგებლობს არა ერთი რომელიმე კლასი მამაკაცებისა, არამედ ყველა კლასის მამაკაცების უმრავლესობა ერთნაირათ. | |
მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა |
ციტატის წყარო: ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია, ტ. I, თბილისი, 2015. — გვ. 294