შინაარსზე გადასვლა

კაცი

ვიკიციტატიდან
  •  

„არაფერია ისე აუტანელი, როგორც ბედნიერი კაცი.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “გობსეკი” (1830 წ.)

  •  

არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!

  ნიკოლოზ ბარათაშვილი

  ციტატის წყარო: “ფიქრნი მტკვრის პირას” (1837 წ.)


  •  

„ყველა, ვინც თავის ერს ემსახურება ისე, რომ სხვა ერებს არ ვნებს და მათთან მიმართებითაც სიკეთისმომტანია, მით უფრო ეროვნულია ასეთი პიროვნება და მით უფრო კაცია იგი.“

  ზვიად გამსახურდია
  •  

„არს კაცი ჭური თვითმოძრავი, სულისა ხელმწიფე.“

  კონსტანტინე გამსახურდია

  ციტატის წყარო: “დიდოსტატის მარჯვენა” (1938-1939 წწ.)

  •  

„კარგი კაცია ის, ვინც უმრავლესობას უყვარს, თუმცა ლეგენდის შექმნა პიროვნების შესახებ ყოველთვის შეიძლება.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„პროფესია რა შუაშია, თუ კაცი კაცად არ ვარგა?“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„ის კაცი რა კაცია, ვინც შეუძლებელს არა სცდის, ვისაც არა აქვს სურვილი შეუძლებელს მიაღწიოს?!“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)


  •  

„კაცი გამოსცადე და მერე შეაფასე.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)

  •  

„კაცს ნელ-ნელა და ფრთხილად უნდა დაუახლოვდე, რომ გაიცნო.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„თქვენ რა იცით, რას არ ჩაადენინებს კაცს თავმოყვარეობა!“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)

  •  

„კაცი ისე ვერ იქნება, თუ რამეს არ ეთაყვანა.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)

  •  

„რაც უფრო ეშმაკია კაცი, მით უფრო ნაკლები ეჭვი აქვს, რომ უბრალოზე გამოიჭერენ.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„რაც უფრო დიდბუნოვანია კაცი, მით უფრო სჩვევია უხეში აზროვნება, თუნდაც თავისი მრავალმხრივი განვითარების გამო.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)

  •  

კაცი ის არის, ვინც მამულს
გამოადგება შვილადა.

  რაფიელ ერისთავი
  •  

„ცუდ ამინდს კი მოჰყვება კაი ამინდი… მაგრამ ნაცუდკაცარი ვერასდროს ვერ იკაიკაცებს.“

  ოტია იოსელიანი


  •  

„დიდი კაცია ის, ვინც მოხერხებულად იყენებს ყველაფერს, რასაც სთავაზობს ბედისწერა.“

  ფრანსუა დე ლაროშფუკო
  •  

„ყოველი კაცი იმდენი ღირს, რამდენადაც თავს იფასებს.“

  ფრანსუა რაბლე
  •  

უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.

  შოთა რუსთაველი

  ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)


  •  

„კაცი ისე იქცევა, როგორც აღიზრდება და იმას გააკეთებს, რაც მას გენეტიკურ კოდში უდევს ─ განა ვინმეს უნახავს სახედარი ოქროს უნაგირის დადგმით რაშად ქცეულიყოს?!“

  სტენდალი
  •  

„მოხერხებული კაცი თავის გზას ამქვეყნად ყოველთვის იპოვის.“

  გიუსტავ ფლობერი

  ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)

  •  

„ბედნიერი ვარ ოღომც-კი ქვეყანამ მიცნოს კაცადა.“

  ვაჟა-ფშაველა
  •  

კაცი მას ჰქვიან, ვინაც სიცოცხლე
თვისა დალია მედგარ ბრძოლაში,
როგორც არწივმა ფრთით სცნო სიმაღლე,
არ გაერია ყვავთა გროვაში.

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “ვის ჰქვიან კაცი?”


  •  

„თუ კაცმა ორმოც წლამდე ვერავინ შეიყვარა, სჯობს აღარავინ შეიყვაროს.“

  ჯორჯ ბერნარდ შოუ
  •  

„კაცი, რომელიც არ სვამს, ჩემი აზრით, სრული კაცი არ არის.“

  ანტონ ჩეხოვი


  •  

რომელი თვისება უფრო მოგწონს კაცისა?
მამაცური სულგრძელობა.

  აკაკი წერეთელი

  ციტატის წყარო: იონა მეუნარგიას ბლიცინტერვიუ

  •  

„კაცი ის არის, ვინც საზოგადო საქმის დროს პირადობას ივიწყებს.“

  აკაკი წერეთელი
  •  

„სამი რამ ამშვენებს კაცს: მარილიანი სიცილი, ტკბილი ხმა და მოხდენილი სიარული. სამი რამ ამხიარულებს კაცს: საიდუმლო ტრფიალი, მოვალეების გასტუმრება და მონობიდან თავის გამოხსნა. სამი რამ ჩაგრავს კაცს: პირველს ვერ ვიტყვი, მეორეს არ მათქმევინებენ და მესამეს ვერ გავბედავ.“

  აკაკი წერეთელი
  •  

კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, ─
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

  ილია ჭავჭავაძე

  ციტატის წყარო: “დამაკვირდი”

  •  

ნუ გიღალატებს ეგ სილამაზე,
და ნუ მოგხიბლავს ენა, წყლიანი…
მუდამ გახსოვდეს ილიას სიტყვა:
„ყველა კაცია ადამიანი?“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„ჩვენს დროში სიტყვა „კაცი“ იმდენად დაკნინდა, რომ მას „კაცურის“ დამატება დასჭირდა.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„დედაც კაცია, ─ გვეუბნება ჩვენი ენა, ─ და მამაცაო.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„თუ კაცი სწორად იპოვის თავის ადგილს ცხოვრებაში, მაშინ ის უკლებლივ მიიტანს წუთისოფლის სუფრაზე იმას, რითაც იგი უხვად დაუჯილდოვებია ბუნებას.“

  ილია ჭავჭავაძე

თუ კაცი ისე გექცევა, როგორც პრინცესას, ე.ი. დედოფლის გაზრდილია კაცი მაშინ გქვია, როცა საყვარელი, ქალის დაცვა ყველასა და ყველაფრისგან შეგიძლია...

მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=კაცი&oldid=54838“-დან