შინაარსზე გადასვლა

კინემატოგრაფია

ვიკიციტატიდან
  •  

„კინო უფრო მეტს ფიქრობს ცნობილ ადამიანებზე, ვიდრე ლიტერატურა. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მსახიობები უფრო პოპულარულები არიან, ვიდრე მწერლები.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “რომანტიკული ეგოისტი” (2005 წ.)

  •  

„კინო ჯადოსნური ტყუილია, ცოცხალი ოცნება, რომელსაც თავისი არისტოკრატია ჰყავს, რევოლუციისაც ეშინია.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “რომანტიკული ეგოისტი” (2005 წ.)

  •  

„ინდოეთში კარგი ფილმის გადაღება ადვილი საქმე არ არის. ფული იმათ ხელშია, ვინც ხალხის ცხოვრებას არ იცნობს. იმათ კი, ვინც ხალხს იცნობს და ცდილობს რეალისტურად ასახოს მათი ცხოვრება, უმეტეს შემთხვევაში სახსრები არ გააჩნიათ.“

  კ. ა. აბასი
  •  

„არც ერთი სხვა ქვეყნის კინემატოგრაფია არ არის ისეთი მეამბოხე, როგორიც დამოუკიდებელი და იატაკქვეშა ამერიკული კინო.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ადამიანებს, რომლებიც ფილმებს იღებენ, წარმოუდგენლად ეჩვენებათ ის, რომ ვიღაცა რამეს მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ქმნის.“

  მარკ ცუკერბერგი
  •  

„კარგი კინო წუთიერი პოლიტიკით არ იზღუდება. ის მაყურებელს ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებზე, მთავარზე უამბობს.“

  კახი კავსაძე
  •  

„აღარ არსებობს ქართული დოკუმენტური კინო, ქართული კინომატიანე ─ ეკრანზე გადატანილი ქართლის ცხოვრება, რაც ჩვენი ერის ხედვითი მეხსიერებაა [...] რა უნდა დარჩეს შთამომავლობას?!“

  რამაზ ხოტივარი
  •  

„რა თქმა უნდა, სასიამოვნოა უბრალოდ უყურო ფილმს, მაგრამ თუ თქვენ არ აპირებთ საკუთარი თავი მიუძღვნათ კინოინდუსტრიას, დროის ასე გატარება არანაირ სარგებელს არ მოგიტანთ.“

  დონალდ ტრამპი

  ციტატის წყარო: “არასოდეს დანებდე!” (2008 წ.)

  •  

„კინო ჩვენთვის იყო ერთადერთი სარკმელი იმ სამყაროში, ასეთი მონდომებით რომ გვიმალავდნენ.“

  დათო ტურაშვილი

  ციტატის წყარო: “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)