შინაარსზე გადასვლა

კმაყოფილება

ვიკიციტატიდან
  •  

„მიეცით მას სასუსნავი და სარკე და ის აბსოლუტურად კმაყოფილი იქნება.”

  ჯორჯ გორდონ ბაირონი
  •  

„სულმოკლე ადამიანები თავიანთ გრძნობებს (კარგსაც და ცუდსაც) წვრილმანი საქციელებით იკმაყოფილებენ.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)

  •  

ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

  ნიკოლოზ ბარათაშვილი

  ციტატის წყარო: “ფიქრნი მტკვრის პირას” (1837 წ.)

  •  

„შვილები ხომ არასდროს არიან კმაყოფილნი. ხან სიყვარულის ნაკლებობას უჩივიან, ხან კი ─ მეტობას.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)


  •  

„დედამიწას შეუძლია დააკმაყოფილოს ადამიანთა საჭიროებები და არა მათი სიხარბე.“

  მაჰათმა განდი
  •  

„წარმატება არის ─ გქონდეს ის, რაც გიყვარს, ხოლო ბედნიერება არის ─ გიყვარდეს ის, რაც გაქვს.“

  დავით გოგიჩაიშვილი


  •  

„ადამიანს ხშირად არ ჰყოფნის სიბრძნე, რომ უკვე მიღწეულით დაკმაყოფილდეს.“

  დანიელ დეფო
  •  

„მე არ მინდა მივიდე იმ მდგომარეობამდე, როცა თავს სრულიად დაკმაყოფილებულად ვიგრძნობ ─ ეს მომენტი ჩემთვის დასასრულს ნიშნავს.“

  ჯონი დეპი
  •  

„იყავი კმაყოფილი იმისა, რაც გაქვს; ყველაფერში პირველი ვერ იქნები.“

  ეზოპე
  •  

„შინაგანი დაუკმაყოფილებლობა გვაიძულებს ახალი სიმაღლეების მიღწევას, და არა გულხელდაკრეფილ ჯდომას.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “როგორ მოვიზიდოთ ფული”

  •  

„ნიჭს კვებავს სურვილების მრავალფეროვნება და არა მათი დაკმაყოფილება.“

  ანდრე მორუა

  ციტატის წყარო: “მოგზაურობა ესთეტთა ქვეყანაში” (1927 წ.)


  •  

„მუდმივი უკმაყოფილება ─ შემოქმედებითობის ნიშანია.“

  ჟიულ რენარი
  •  

„ვინც იმით არ არის კმაყოფილი, რაც აქვს, არც იმით იქნება კმაყოფილი რაც უნდა, რომ ჰქონდეს.“

  სოკრატე
  •  

„ერთნაირად ძნელია დააკმაყოფილო მკითხველი, როდესაც წერ როგორც ნაკლებ საინტერესო საგანზე, ისე მეტისმეტად საინტერესოზე.“'

  სტენდალი
  •  

„არავინაა კმაყოფილი იმით, რაც გააჩნია და ყველა კმაყოფილია საკუთარი ჭკუით.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„თუ ქალი საკუთარ ქალიშვილზე 10 წლით უმცროსად გამოიყურება, ესე იგი, კმაყოფილია.“

  ოსკარ უაილდი
  •  

„ბედნიერება ხშირად წარმოიშობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეკავებული მოთხოვნილებების მოულოდნელი დაკმაყოფილების შედეგად.“

  ზიგმუნდ ფროიდი


  •  

„მე სულ იოლად ვკმაყოფილდები ყველაფრით, რაც საუკეთესოა.“

  უინსტონ ჩერჩილი
  •  

„კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„რაც უფრო მეტად შევიცნობთ სამყაროს სიმდიდრეს, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ ჩვენი ყველა მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”