შინაარსზე გადასვლა

კრიტიკა

ვიკიციტატიდან
  •  

„იმისთვის, რომ კრიტიკა თავიდან აიცილო, საჭიროა, არაფერი თქვა, არაფერი გააკეთო და არავინ იყო.“

  არისტოტელე


  •  

„როდესაც ერთი ადამიანი მეორეს აკრიტიკებს, ის აკრიტიკებს საკუთარ თავს.“

  ლიზ ბურბო

  ციტატის წყარო: “ფული და სიუხვე”

  •  

„როდესაც მშობლებს განვიკითხავთ, საბოლოო ჯამში ვხდებით ისეთივე, როგორც ისინი.“

  ლიზ ბურბო

  ციტატის წყარო: “ფული და სიუხვე”

  •  

„ვინც კრიტიკას ვერ ითმენს, მას უთუოდ ცუდად აქვს თავისი შემოქმედების ბუჰხალტერიაში საქმე.“

  კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„როცა მოყვასი შენი საქმეს დაიწყებს რაიმეს, სანამ არ მოათავებს, არ უნდა განიკითხო იგი. ეგეც იცოდე, მხოლოდ ოფოფი შეიცნობა თავითა, ხოლო ჭეშმარიტი საქმე ─ ბოლოთი.“

  კონსტანტინე გამსახურდია

  ციტატის წყარო: “დავით აღმაშენებელი” (1962 წ.)

  •  

„ადამიანის თვისებაა ჰკიცხოს ყოველივე ის, რისი უნარიც თვითონ არ აქვს.“

  გოეთე
  •  

„თვითკრიტიკა ისევე აუცილებელია, როგორც სახის ჩამობანა.“

  მაქსიმ გორკი
  •  

„სულაც არ ვღელავ იმაზე, რასაც კრიტიკოსები წერენ. მე ხომ ვიცი, რომ გულის სიღრმეში მათ უყვართ ჩემი ნამუშევრები, თუმცა ამის აღიარების ეშინიათ.“

  სალვადორ დალი
  •  

„უმჯობესია, კიცხო საკუთარი შეცდომები, ვიდრე სხვისი.“

  დემოკრიტე
  •  

„უფლება არა გაქვს სხვები განსაჯო, რადგან სხვების მსაჯული რომ იყო, ტანჯვით უნდა მოიპოვო განსჯის უფლება.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)

  •  

„როგორც მანგოს უმწიფარ ნაყოფს სიმჟავე ახლავს, ასევე ახალგაზრდა კრიტიკოსი გამოიცნობა ლანძღვისადმი მიდრეკილებით.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„ცოდვილი ცოდვილს ზნეობას ვერ უკარნახებს ─ როცა სხვის თვალში ბეწვს ვეძებთ, საკუთარში მორი მაინც უნდა დავინახოთ.“

  ოტია იოსელიანი
  •  

„ყველა იჩქარის სხვა გაკიცხოს, რომ თვითონ განუსჯელი დარჩეს.“

  ალბერ კამიუ

  ციტატის წყარო: “დაცემა” (1956 წ.)

  •  

„კრიტიკა საფოსტო მტრედს ჰგავს: ყოველთვის უკან გვიბრუნდება.“

  დეილ კარნეგი
  •  

„თვით ღმერთიც კი არ განსჯის ადამიანს სიკვდილამდე და მე და თქვენ რატომ უნდა ვეცადოთ?!“

  დეილ კარნეგი
  •  

„მოერიდე იმას, ვინც ყველაზე მხოლოდ ცუდს საუბრობს ─ შემდეგი შენ იქნები!“

  პაატა კვარაცხელია


  •  

„როცა კრიტიკა განსაკუთრებით ეჭვიანი და მკაცრი ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ თანამედროვეები ჩვენი ცოდვებიდან ყველაზე მეტად დიდ ნიჭს არ გვპატიობენ.“

  შარლ ლეკოკი
  •  

„როდესაც ადამიანს სურს, რომ რაღაც კარგი ილაპარაკოს საკუთარ თავზე და არაფერი აქვს სათქმელი, სხვებზე ცუდს ამბობს.“

  მიხეილ ლიტვაკი
  •  

„დიდებული კრიტიკოსები, ისინი იმდენადვე იშვიათნი არიან, როგორც კომეტები.“

  ჯეკ ლონდონი

  ციტატის წყარო: “მარტინ იდენი” (1909 წ.)


  •  

„ვინ ხარ შენ, რომ განსაჯო ჩემი ცხოვრება?! ─ ვიცი, რომ არ ვარ უნაკლო და არც უნდა ვიყო, მაგრამ სანამ დაიწყებდეთ თითების გაშვერას… დარწმუნდით, რომ ხელები სუფთა გაქვთ!“

  ბობ მარლი
  •  

„ის, რასაც აკრიტიკებთ, თქვენი ცხოვრებიდან ქრება.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”

  •  

„კრიტიკა და ბრალდებები იმათ მიმართ, ვისაც მეტი ფული აქვს, ვიდრე თქვენ, ყველაზე უტყუარი ხერხია კეთილდღეობის მისაღწევი შანსების განზე გასაწევად.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”

  •  

„ვერანაირი კრიტიკა ვერ მოგაყენებთ ზიანს, თუ ამას არ დაუშვებთ თქვენს ცნობიერებაში.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”


  •  

„საყვედურის მშვიდად მოსმენა იმის თვისებაა, ვინც ღირსი ყოფილა ხშირი ქებისა.“

  პლინიუსი


  •  

„აზროვნება რთულია, ამიტომ უმრავლესობა მხოლოდ განსჯის.“

  მიხაილ ჟვანეცკი


  •  

„როცა ადამიანების განსჯაში ფლანგავ დროს, მათი სიყვარულის დრო ხშირად აღარ გრჩება...“

  დედა ტერეზა
  •  

„წყალზეც რომ გაიარო, გამოჩნდება ხალხი, რომელიც იტყვის, ცურვა არ სცოდნიაო.“

  მარგარეტ ტეტჩერი


  •  

„არავინ განსაჯო ─ ყველა წმინდანს აქვს წარსული და ყველა ცოდვილს მომავალი!“

  ოსკარ უაილდი
  •  

„გუშინ ვინც ჩემ გვერდით იყო ─ დღეს სხვას უყვება, თუ როგორი „ცუდი" ვარ...“

  მიშელ უელბეკი


  •  

„გაკიცხვა თუ დააპირო ვისიმე, გაიხსენე, რომ ამქვეყნად ყველას შენებურად არ უცხოვრია.“

  ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი


  •  

„ადამიანის გამტყუნება ძნელია, მით უმეტეს, თუ შენ თვითონაც ადამიანი ხარ.“

  ჯემალ ქარჩხაძე

  ციტატის წყარო: “მდგმური” (1979 წ.)

  •  

„ადამიანის გამტყუნება ადვილია, თუ მის ტყავში არ ხარ ნამყოფი და ყოველივეს მხოლოდ გარედან უყურებ.“

  ჯემალ ქარჩხაძე

  ციტატის წყარო: “ანტონიო და დავითი” (1984 წ.)

  •  

თქვენ შეიძლება მაძაგებთ, მაგრამ
ეს ხოტბა არის თქვენდამი ჩემი!!!

  ალუდა ქეთელაური


  •  

„არასდროს განსაჯო ადამიანი, სანამ არ გაივლი გრძელ გზას მისი ქალამნებით.“

  ლაო-ძი
  •  

„ნუ განსჯი სხვას წარსულისთვის, რადგან არ იცი შენი მომავალი.“

  ლაო-ძი


  •  

„მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე.“

  ილია ჭავჭავაძე


  •  

„კრიტიკა დილემაა: ან სიმართლე უნდა უთხრა ადამიანს და აწყენინო, ან მოატყუო და თავი დაიმცირო.“

  ლინდონ ჯონსონი


  •  

„თუ არ შეგიძლია კრიტიკის მიღება, მაშინ შენ არანაირი უფლება არ გაქვს სხვისი გაკრიტიკების.“

  ნაპოლეონ ჰილი
  •  

„ნუ შეუშინდები არასამართლიან კრიტიკას, მაგრამ თან დარწმუნებული იყავი, რომ ის არასამართლიანია.“

  ნაპოლეონ ჰილი
  •  

„გამომგონებლებს კრიტიკის რომ ეშინოდეთ, ჩვენ დღესაც ეტლებითა და ხელით დალამბული პერანგებით ვივლიდით.“

  ნაპოლეონ ჰილი

პირველი ქვა იმან ისროლოს; არა განიკითხოთ და არა განიკითხებით ჩემგან.

  •  

„ანგელოზიც რომ იყო, გამოჩნდება ვიღაც, ვისაც შენი ფრთების შრიალი არ მოეწონება.“

  ჩინური ანდაზა
  •  

„არასოდეს მიიტანო გულთან იმ ადამიანების კრიტიკა, რომლებთანაც არასოდეს მიხვიდოდი რჩევის საკითხავად.“

  — [[]]
  •  

„კრიტიკა, თუნდაც გულს გტკენდეს, უნდა მიიღო, რათა დარწმუნდე, რომ არსებობ.“

  — [[]]
  •  

„იმ მოვლენის განსჯის მორალური უფლება მაშინ გვაქვს, როცა ეს თვითონ განგვიცდია.“

  — [[]]
  •  

„ცუდს შენს შესახებ მხოლოდ შენზე უარესი ამბობს ─ შენზე უკეთესს შენთვის არ სცალია!“

  — [[]]
  •  

„ადამიანს თუ მოუნდა, ანგელოზშიც გამოქექავს რაღაც დემონურს, დაასაბუთებს თავის ჭკუაზე და აზრს დააფიქსირებს. მთავარია, ეს გარემოება მას აწყობდეს.“

  •  

„მთავარია, შენი ცხოვრება ღმერთს მოეწონოს, თორემ ადამიანები კარგზეც ცუდს ამბობენ!“

  — [[]]