ლადო ასათიანი
ლადო ასათიანი (დ. 14 იანვარი, 1917, ქუთაისი — გ. 23 ივნისი, 1943, თბილისი) — ქართველი პოეტი.
ციტატები
[რედაქტირება]ვერ იტყვი ჩემზე, გული არ აქვსო, |
„მე მართალი კაცი ვარ, ჩემი ლექსის თემაც მუდამ საქართველოა... იჭია-ბიჭია ცრუ პატრიოტიზმი ჩემი საქმე არ არის... ასეა და ასე იქნება სიკვდილამდე!“ |
სამშობლოს ტრფობით გული დავსერე, |
ციტატის წყარო: “ვაჟა-ფშაველას ნაამბობი”
მის შესახებ
[რედაქტირება]„ის არის ქართული პოეზიის ჰამლეტი; მისი ლექსები დანიის პრინცის მონოლოგებია და ის თვითონ ჰამლეტის ნიღაბში მღერის თავის ლექსებს და წარმოსთქვამს სახელგანთქმულს „ყოფნა არ ყოფნას“. | |
| — ვალერიან გაფრინდაშვილი |
„განსამარტავი და მკითხველთან საშუამავლო არაფერი სჭირს ლადოს პოეზიას. მჭვირვალი და უხვად მზით გაჯერებული, იგი წყაროსთვალსა ჰგავს, ფსკერზე რომ კენჭი დაეთვლება.“ | |
| — მურმან ლებანიძე |
„მისი ინტერესები ლოკალურია, კონტინენტებს არ დაჰფრენს მისი ლექსი, სამაგიეროდ მძაფრია და მიზანმიმართული.“ | |
| — მურმან ლებანიძე |
„პოეტის სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე ყოფნას და იმ წლებში მის მიერ შექმნილი პოეზიის შეუდრეკელ პათოსს თუ გავითვალისწინებთ, ─ ეს იყო გმირობა და ლადოს პოეზიის თაყვანისმცემლებს არა მარტო ჭეშმარიტ პოეტთან, არამედ, ამავე დროს, ვაჟკაცთან გვაქვს საქმე.“ | |
| — მურმან ლებანიძე |
