ლიდერი
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ქაოსში სიმარტივე, უთანხმოებაში ─ ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს.“ | |
| — ალბერტ აინშტაინი |
„უფრო ადვილია, იპოვო ათი ათასი ჯარისკაცი, ვიდრე ერთი გენერალი.“ | |
| — რიუნოსკე აკუტაგავა |
ბ
[რედაქტირება]„ადვილი არ არის, იყო უფროსი, მაგალითის მიმცემი. ის არის პირველი დარტყმის მიმღები, ჩამოგდებული მეფე, მეორე ძმისთვის შავი ვარიანტი, მამის ჩამნაცვლებელი?“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„ხელმძღვანელი ყოველთვის არაა მართალი, მაგრამ ის ყოველთვის ხელმძღვანელია.“ | |
| — არტურ ბლოხი |
|- | | ციტატის წყარო: “მერფის კანონები” (1982 წ.)
„არ არსებობს ჯარისკაცი, რომელიც ოფიცრობაზე არ ოცნებობს.“ | |
| — ნაპოლეონ ბონაპარტი |
გ
[რედაქტირება]„ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას ─ სარდლობა.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
|- | | ციტატის წყარო: “დიდოსტატის მარჯვენა” (1938-1939 წწ.)
„ის, ვინც პირველ ადგილზე ზის, მთავარ როლს იშვიათად თამაშობს.“ | |
| — გოეთე |
დ
[რედაქტირება]„ის არის ხალხის მბრძანებელი და ბატონი, ვინც სულითა და ჭკუით ძლიერია!“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
|- | | ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)
„მართვის არსი ისაა, რომ რაღაც სწორად აკეთო, ლიდერობისა კი ─ სწორად შეარჩიო ის, რაც უნდა გააკეთო.“ | |
| — პიტერ დრაკერი |
ე
[რედაქტირება]„ლიდერობა არის ხელოვნება, ვინმემ საკუთარი ხელით აკეთოს ის, რაც შენ გინდა.“ | |
| — დუაიტ ეინზენჰაუერი |
ვ
[რედაქტირება]ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]„მეწინავემ ჭირთათმენა უნდა იცოდეს და თავისი სიხარული უნდა დაივიწყოს. თუკი მის სამწყსოში რომელიმე ბედნიერია, ბედნიერება თავისია ─ საკუთარი; მაგრამ თუ სტკივა, იგი მეწინავესაც უნდა სტკიოდეს.“ | |
| — ოტია იოსელიანი |
კ
[რედაქტირება]„უხელმძღვანელო ─ ნიშნავს კარგ ადამიანებს მუშაობაში ხელი არ შეუშალო.“ | |
| — სერგეი კაპიცა |
„ვერასდროს შეეგუები მიწაზე ხოხვას, თუკი ცაში ნავარდისთვის ხარ დაბადებული.“ | |
| — ჰელენ კელერი |
„ლიდერები ანადგურებენ მიმდევრებს და მიმდევრები ანადგურებენ ლიდერებს.“ | |
| — ჯიდუ კრიშნამურტი |
|- | | ციტატის წყარო: “თავისუფლება ცნობილისგან” (1969 წ.)
ლ
[რედაქტირება]„იმისთვის, რომ ორკესტრს უდირიჟორო, ბრბოს უნდა შეაქციო ზურგი.“ | |
| — მაქს ლუკადო ან ვოლტერი |
მ
[რედაქტირება]„ლიდერობა არის მოქმედება და არა სტატუსი.“ | |
| — დონალდ მაკგენონი |
„ვერც ცა ვერ დაიტევს ორ მზეს, და ვერც მიწა ─ ორ მმართველს.“ | |
| — ალექსანდრე მაკედონელი |
„ლიდერი მწყემსს ჰგავს ─ ის სამწყსოს უკან რჩება, ყველაზე მოხერხებულებს წინ წასვლის საშუალებას აძლევს, სხვები მიჰყვებიან, ამ დროს კი ვერ აცნობიერებენ, რომ მათი მოძრაობის მიმართულება ზურგიდან იმართება.“ | |
| — ნელსონ მანდელა |
„მოწინავე ხაზი მხოლოდ მაშინ უნდა დაიკავო, როდესაც საფრთხეს მოელი ─ მარტო ამ დროს დააფასებენ ადამიანები შენს ლიდერობას.“ | |
| — ნელსონ მანდელა |
„ლიდერი არ არის ის, ვინც ადამიანებს უბრძანებს, არამედ ის, ვინც მათთვის მაგალითია.“ | |
| — ჯონ მაქსველი |
ნ
[რედაქტირება]„ცხვრების ჯარი, რომელსაც მეთაურად ჰყავს ლომი, ყოველთვის დაამარცხებს ლომების ჯარს, რომელსაც მეთაურად ცხვარი ჰყავს.“ | |
| — ნაპოლეონ I |
„ლიდერი იმედის ვაჭარია.“ | |
| — ნაპოლეონ I |
ო
[რედაქტირება]„გსურს პირველობა? ─ ის ჯერ სხვას დაუთმე.“ | |
| — იოანე ოქროპირი |
პ
[რედაქტირება]ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„კარგი ხელმძღვანელი არის ის, ვისაც შეუძლია ჰყავდეს საუკეთესო თანამშრომლები და არ ჩაერიოს მათ საქმეში.“ | |
| — თეოდორ რუზველტი |
ს
[რედაქტირება]„ლილიპუტები არასდროს აირჩევენ თავიანთ ბელადად გულივერს ─ ისინი აირჩევენ ლილიპუტს, რომელიც იტყვის, რომ ლილიპუტები დიადი ხალხია!“ | |
| — ჯონათან სვიფტი |
ტ
[რედაქტირება]„დისციპლინირებულობა ყველა თანამშრომელს სჭირდება, მაგრამ თუ ამ თვისებას არ ფლობს ლიდერი, ადრე თუ გვიან მას ადგილის დათმობა მოუწევს.“ | |
| — დონალდ ტრამპი |
|- | | ციტატის წყარო: “არასოდეს დანებდე!” (2008 წ.)
უ
[რედაქტირება]„ლიდერად ჩამოყალიბება და განვითარება საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კარგად გაცნობასაც მოიცავს.“ | |
| — ჯონ უოტსონი |
ფ
[რედაქტირება]ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]ჩ
[რედაქტირება]„ყოველი ჩვენგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, სიკვდილამდე ორიოდ წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია, როგორც მონობა.“ | |
| — ირაკლი ჩარკვიანი |
|- | | ციტატის წყარო: “მშვიდი ცურვა” (2006 წ.)
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]„თუ პირველობა გინდა, გახსოვდეს ─ მუშტიც პირველს ხვდება!“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]„თუ გსურს გააბედნიერო ყველა, ნუ იქნები ლიდერი ─ იყავი ნაყინის გამყიდველი.“ | |
| — სტივ ჯობსი |
ჰ
[რედაქტირება]„ნუ იფიქრებთ, რომ მთელი ცხოვრება ვიღაც გეყოლებათ გვერდით, ვინც გიხელმძღვანელებთ ─ გახდით საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი!“ | |
| — ლუიზა ჰეი |
|- | | ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”
„ბრმების სამეფოში ცალთვალა კაცი მეფობს.“ | |
| — ბერძნული ანდაზა |
„ცხვრების ფარას ლომის წინამძღოლობით შეუძლია დაამარცხოს ლომების ჯოგი, რომელსაც ცხვარი უდგას სათავეში.“ | |
| — [[]] |
მწვრთნელები არ თამაშობენ.