შინაარსზე გადასვლა

ლოდინი

ვიკიციტატიდან
  •  

„თუ სიყვარული საკმარისად ძლიერია, ლოდინი ბედნიერებად იქცევა ხოლმე.“

  სიმონ დე ბოვუარი


  •  

„ყველაზე მეტად მაშინ შეიძლება ელოდო ადამიანს, როცა ზუსტად იცი, რომ არ მოვა.“

  ნაირა გელაშვილი
  •  

„ქალებმა არ იციან მოცდა, გახსოვდეთ ეს!“

  აგათა კრისტი
  •  

„ზოგჯერ ბედნიერებაა, როცა ადამიანს გაქვს რაღაც, რასაც შეგიძლია ელოდო.“

  ლუკა კუხიანიძე


  •  

„ვისაც ლოდინი შეუძლია, ყველაფერს მიიღებს ─ ოღონდ იმას, რაც იმათ დაუტოვეს, ვინც ჩქარობდა.“

  აბრაამ ლინკოლნი
  •  

„ის, ვინც ბევრს ითმენს, შეძლებს კიდევ ცოტაც დაიცადოს.“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„ერთ დღესაც დაინახავ, რატომ გალოდინა ღმერთმა...“

  მარკოზ მოსაგრე
  •  

კარგია, როცა არავის ელი,
არავის ელი და ვიღაც მოვა...

  ეკა ომანაშვილი

  ციტატის წყარო: “ილუზია”

  •  

„ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანია ხელსაყრელი მომენტის დალოდება.“

  ოშო


  •  

„ყველაფერი დროულად მოვა, თუ ლოდინი შეგვიძლია.“

  ფრანსუა რაბლე
  •  

- ლოდინი ყველაზე საშინელი გრძნობაა...
- საშინელება სწორედ ის არის, როცა არავის და არაფერს ელოდები.

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)


  •  

„ყველაფერი დროზე მოდის იმისათვის, ვისაც ლოდინი შეუძლია.“

  ლევ ტოლსტოი

  ციტატის წყარო: “ომი და მშვიდობა” (1865-1868 წწ.)

  •  

„საზიზღრობაა, მთელი გულით გიცდიდეს ვიღაც და შენ კი ადგე და სულ უბრალოდ... დაიგვიანო.“

  ნიკოლოზ ტოტოღაშვილი
  •  

„თუ უყვართ, იცდიან...“

  დათო ტურაშვილი


  •  

„ყოველთვის სასიამოვნოა იქ არმისვლა, სადაც გელოდებიან.“

  ოსკარ უაილდი

  ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)


  •  

უშენობას ქვიშის საათით ვითვლი:
ერთი უდაბნო უკვე
ჩამოიცალა.

  ეჰსან ფარსა
  •  

„არაფერს ელოდე არაფრისგან.“

  უილიამ შექსპირი
  •  

„ქალებსა და წვნიანს არ უნდა ვალოდინოთ, თორემ გაცივდებიან.“

  უილიამ შექსპირი


  •  

„ჭეშმარიტება შენ ხარ თვითონ, როცა ითმენ და ელოდები...“

  ირაკლი ჩარკვიანი
  •  

„თუ ვინმეს გულით ელოდები, არ შეიძლება რომ არ მოვიდეს, მაგრამ ─ დახვდები კი იქ?!“

  გოდერძი ჩოხელი
  •  

ერთგულ მცველივით შევაბერდი
თითქოს მოლოდინს
უკეთეს დღეთა.

  თამაზ ჭილაძე
  •  

და თუკი გიცდის, იმედიც გქონდეს ─
ვისაც უცდიან, მას ღმერთი იცავს.

  ოთარ ჭილაძე
  •  

„თუ ვინმეს ელი, უთვალავჯერ მოგეჩვენება იმის ფეხის ხმა...“

  ბესიკ ხარანაული
  •  

ერთი სტრიქონია
ცხოვრება მთელი: ─
„ველოდი“, „ველი“...

  ვაჟა ხორნაული

ადამიანი ყოველთვის ელოდება ვიღაცას ან რაღაცას... ხან იმედით, ხან უიმედოთ.

  •  

„მთელი ცხოვრება დაელოდები, თუკი ზუსტად იცი, რომ მოვა...“

  — [[]]

როცა ქალს ალოდინებ, ამით მხოლოდ დროს უტოვებ, რომ შენს ნაკლოვანებებზე იფიქროს ;))

  •  

„მთავარია ვის უცდი და არა ─ რამდენ ხანს უცდი.“

  — [[]]

,, რომ იცი არ მოვა და მაინც ელოდები, აი, ეგ მგონია მე სიყვარული..."