ლოცვა
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ვისაც კარგად ცხოვრება შეუძლია, მას კარგად ლოცვაც ძალუძს.” | |
| — ნეტარი ავგუსტინე |
„ლოცვა ნესტიანი ღრუბელივით ხან გვიცავს მწველი ზრახვებისაგან, ხანაც რწყავს და გამოაცოცხლებს ცრემლების ნაკადით მათ, ვინც ამით მოსაგრეობენ.“ | |
| — ნეტარი ავგუსტინე |
ბ
[რედაქტირება]„სულის შემძვრელ წამებში ლოცვა ერთადერთია, რაც გახსენდება.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„სამ სხვადასხვა რელიგიაზე ნალოცს სამჯერ მეტი შანსი აქვს, რომ ღმერთამდე მიაღწიოს.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„თუ ადამიანი ლოცულობს იმის გამო, რომ რაღაცის ეშინია, ის მხოლოდ კვებავს თავის შიშს.“ | |
| — ლიზ ბურბო |
ციტატის წყარო: “სექსუალობა და გრძნობადობა” (1998 წ.)
გ
[რედაქტირება]„მყუდრო და წრფელი ლოცვის ჟამს ვნება და ცოდვა კაცის გულში უნებლიედ დადუმებულია, ხოლო, თუ კაცი ლოცვას მხურვალებით ხშირად გაიმეორებს, მაშინ მისი ყოველი ცუდი სურვილი და გულისთქმა სრულიად დაიძინებს და დაიმალება.“ | |
| — გაბრიელი (ქიქოძე) |
„ლოცვისას უმჯობესია გქონდეს გული უსიტყვოდ, ვიდრე სიტყვები ─ უგულოდ.“ | |
| — მაჰათმა განდი |
„მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ.“ | |
| — იაკობ გოგებაშვილი |
დ
[რედაქტირება]„ბედნიერი ადამიანისთვის ლოცვა ერთფეროვანი და უაზრო სიტყვათა გროვაა, სანამ უბედურება ღრმა აზრს არ ჩააქსოვს იმ სიტყვებში, რომლებითაც უბედური ღმერთს მიმართავს.“ | |
| — ალექსანდრე დიუმა (უფროსი) |
ე
[რედაქტირება]„სიყვარული უპირველეს ყოვლისა ლოცვაში გავარჯიშებაა, ლოცვა კი ─ დუმილში გავარჯიშება.“ | |
| — ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი |
ვ
[რედაქტირება]ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]„მხოლოდ დაჩოქილ ლოცვას ისმენენ ღმერთები.“ | |
| — ოტია იოსელიანი |
კ
[რედაქტირება]ლ
[რედაქტირება]მ
[რედაქტირება]„თქვენ ლოცულობთ ყოველთვის, როდესაც ფიქრობთ ღმერთზე და მის სიყვარულზე და სიბრძნეზე, ან გრძნობთ თქვენს ერთობას მასთან.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”
„ლოცვის დროს ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთისგან განვაცალკევოთ ჭეშმარიტი და მცდარი ფასეულობები.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”
„ზოგჯერ ლოცვებზე პასუხი შეიძლება გარშემომყოფების არგაგება იყოს.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “როგორ მოვიზიდოთ ფული”
„თქვენი ლოცვები მოსმენილი იქნება, როდესაც თქვენი ფიქრები და გრძნობები თქვენი ბაგეებიდან გამოსულ სიტყვებს დაემთხვევა.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”
„გულწრფელი ლოცვის დახმარებით შეგიძლია ამაღლდე სისუსტეებზე, დაძლიო არაკეთილსასურველი პირობები, განთავისუფლდე აღზრდის თავსმოხვეული ცრურწმენებისგან, და იქცე აბსოლუტურად თავისუფალ ადამიანად.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “როგორ მოვიზიდოთ ფული”
„ლოცვა ─ იმასთან სულიერი ერთობის ცერემონია და საიდუმლოებაა, რისი მიღწევაც გინდათ, ფიქრი სიკეთის, ოცნების განხორციელების შესახებ [...] ლოცვა გააზრებული უნდა იყოს [...] ლოცვის დროს ნუ გავიწყდებათ, რომ იმის ერთგული უნდა იყოთ, რასაც ითხოვთ, არ უნდა უღალატოთ თქვენს მიზანს, ოცნებას, რომლისკენაც მიისწრაფვით.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “როგორ მოვიზიდოთ ფული”
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]„ლოცვა სიყვარულის უმაღლესი ფორმაა.“ | |
| — ოშო |
პ
[რედაქტირება]ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]ს
[რედაქტირება]„ჭეშმარიტად უყვარხარ მას, ვინც ღვთის მიმართ, საიდუმლოდ ლოცულობს შენთვის!“ | |
| — ნიკოლოზ სერბი |
ტ
[რედაქტირება]„ლოცვისას არავინ იტყუება.“ | |
| — მარკ ტვენი |
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]ჩ
[რედაქტირება]„ღმერთო, შემინდე, ისე ვილოცე, როგორც შევძელი...“ | |
| — გოდერძი ჩოხელი |
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]ხ
[რედაქტირება]ლოცულობს დედა და | |
| — ვაჟა ხორნეული |
ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„მე ვლოცულობ არა იმისთვის, რომ რაღაც ნივთები უფრო მეტი მქონდეს და არა იმისთვის, რომ უფრო წარმატებული გავხდე, არამედ იმისთვის, რომ იმის ღირსი ვიყო, რაც ახლა მაქვს.“ | |
| — ნაპოლეონ ჰილი |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
„ლოცვა ─ ეს გამოთავისუფლებული აზრია, ზოგჯერ სიტყვებით გამოხატული, ზოგჯერ ─ მდუმარებით. ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩუმად წარმოთქმული ლოცვა უფრო ქმედითია ხმამაღლა წარმოთქმულზე.“ | |
| — ნაპოლეონ ჰილი |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)