ლუიზა ჰეი
ლუიზა ჰეი (ინგ. Louise Hay; დ. 8 ოქტომბერი, 1926, ლოს-ანჯელესი — გ. 30 აგვისტო, 2017, სან-დიეგო) — ამერიკელი ავტორი სამოტივაციო წიგნებისა, პროფესიონალი სპიკერი და AIDS ადვოკატი.
ციტატები
[რედაქტირება]„ჩემთვის საჯარო საუბარი იყო, როგორც სცენაზე თამაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ სცენარს თავად ვწერდი.“ |
ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”
„შიდსით დაავადებულ ადამიანებთან მუშაობისას მივხვდი ─ მათ საკუთარი თავი უფრო მეტად სძულთ, ვიდრე საზოგადოებას.“ |
ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”
„თუ განკურნებისთვის სწორად განეწყობი, დახმარება თავად მოვა შენთან.“ |
ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”
„რაც უფრო მარტივია იდეები, მით უკეთ მუშაობენ.“ |
ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”
„რაც უფრო შორდებით პრობლემას, მით უფრო სწრაფად პოულობთ გამოსავალს.“ |
ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”
„თქვენი წერილობითი მსჯელობები დაგეხმარებათ აზრების გარკვევასა და გამჭრიახობის განვითარებაში.“ |
ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”
„ნებისმიერი ბავშვის აღზრდა იწყება „არა“ და „არ შეიძლება“-თი [...] განა ბუნებრივია, რომ ადამიანები მთელი ცხოვრება ხელმძღვანელობენ არა იმით, რაც შეუძლიათ, არამედ იმით, რაც აკრძალულია? ასეთი დამოკიდებულება ადამიანის მთელ საოცარ პოტენციალს ახშობს.“ |
ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”
„ადამიანები მეტად უნდა ვეხებოდეთ ერთმანეთს ─ ძლიერი ჩახუტება ღიმილს გვგვრის და თავს ახალგაზრდად გვაგრძნობინებს.“ |
ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”
„როგორც კი ვიგრძნობთ ჩვენს ერთიანობას სამყაროსთან, შევწყვეტთ ბრაზსა და სიძულვილს, განვთავისუფლდებით ცრურწმენებისა და სხვების განსჯის მოთხოვნილებისგან.“ |
ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”
„უნდა შევწყვიტოთ იმის დაჯერება, რომ სიძუნწე და ეგოიზმი ცხოვრებაში სარგებელს მოგვიტანს.“ |
ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”
„ყველაფერი, რასაც ჩვენთვის ვქმნით, ჩვენი ქვეყნისთვის ვქმნით.“ |
ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”
„ჩვენი მრავალი დღევანდელი პრობლემა შექმნეს ჩემი თაობის იმ მდიდარმა მოხუცებმა, რომლებიც თავის დროზე სათავეში ჩაუდგნენ მსხვილ კომპანიებს და მათ ხარბ ინტერესებს ემსახურებოდნენ.“ |
ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”
„თუ დავსხდებით და დაველოდებით, სანამ „განგვკურნავენ“, რათა შემდეგ შევძლოთ ჩვენი სიყვარულის სხვებისთვის გაზიარება, შესაძლოა ასეთი შესაძლებლობა არასდროს მოგვეცეს.“ |
ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”
„სხეულსაც და გონებასაც წესრიგი და რეჟიმი უყვარს.“ |
ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”
„თუ მუშაობთ სიყვარულისა და მოწონების ატმოსფეროში, თქვენი შემოქმედებითი უნარები მოულოდნელად სრულად ვლინდება.“ |
ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”
მის შესახებ
[რედაქტირება]„მასში გასაოცარი სახით ერწყმის ერთმანეთს ახალგაზრდობის ენერგია, სილამაზე და ასაკის სიბრძნე.“ | |
| — შერილ რიჩარდსონი |