მადამ ბოვარი
„მადამ ბოვარი ─ პროვინციული ზნე-ჩვეულებები“ — 1856 წელს გამოქვეყნებული გიუსტავ ფლობერის კლასიკური რომანი, რომელშიც ასახულია იმდროინდელი საფრანგეთის მორალი, საზოგადოებრივი ცხოვრება და ოჯახურ ურთიერთობათა მანკიერებები.
ციტატები
[რედაქტირება]
„რამდენადაც მათი ცხოვრება უფრო და უფრო ინტიმური ხდებოდა, იმდენადვე ძლიერდებოდა გაუცხოებაც.“ |
„უდიდესი პატივმოყვარეობით აღსავსე და გიჟურ ოცნებას აყოლილი ლიტერატორები მეფეებივით მფლანგველები არიან.“ |
„ფუფუნებას რომ მიეკარა, რაღაც ისეთი მიეცხო, რაც აღარ მოსცილდებოდა.“ |
„სხვათა ცხოვრება, რაგინდ უფერული იყოს, რაღაცის მოლოდინს მაინც შეიცავს.“ |
„თუმცა შემბრალე არ იყო, არც სხვისი გაჭირვების იოლად გამზიარებელი, როგორც გლეხობიდან წარმომდგართა უმეტესობა, რომელსაც გულში რაღაც უძევს მამა-პაპათა დაკოჟრებული ხელების სისასტიკისა.“ |
„განა არ იცით, რომ არიან მარად წამებული არსებანი? მათ ხან ოცნება სჭირდებათ, ხან მოქმედება, ხან თვით უწმინდესი ვნებანი, ხანაც გამძაფრებული ტკბობა და ისინიც ამგვარად ყოველნაირ ოცნებასა და სიგიჟეს ეძლევიან.“ |
„მაღალფარდოვანი სიტყვებით, ჩვეულებრივ, მეტად მსუბუქი გრძნობა ინიღბებაო, – ასე ფიქრობდა როდოლფი, რადგან არავის და არასოდეს ჰქონია ზუსტი საზომი არც თავის საჭიროებათა, არც თავის შეხედულებათა და არც მწუხარებათა.“ |

„ემა უკვე განიცდიდა მხდალი მორჩილების იმ გრძნობას, რაც ბევრი ქალისთვის ერთსა და იმავე დროს სასჯელიც არის და საზღაურიც ცოლქმრული ღალატისთვის.“ |
„ერთ-ერთი ისეთი კრიზისი ჰქონდა, როცა ადამიანი უნებურად ააშკარავებს თავისი სულის არსს, ვით ოკეანე ღელვის დროს, როცა ნაპირს გამოაქვს ლელიცა და ქვიშნარიც.“ |
„ცრუპატივმოყვარეობა სიფრთხილეს სჯობნის ხოლმე.“ |
„არა, ამქვეყნად ძიებად არაფერი ღირს, ყოველივე ცრუა! ყოველ ღიმილში მოწყენის მთქნარება იმალება, ყოველ სიხარულს წყევლა ახშობს, ყოველ სიამეს ზიზღი მოსდევს და თვით უმცხუნვარესი ამბორი შენს ბაგეზე მხოლოდ უზენაესი ტკბობის მოუკვლელ წყურვილს ტოვებს.“ |
„[...] ყველაფრით კრიჟანგულად მოგების სურვილით ვაჭრობდა და ამაში სავსებით მჟღავნდებოდა მისი გლეხური სისხლი.“ |
„თვით უმდაბლესი გარყვნილიც კი, ალბათ, სულთნის ცოლზე ოცნებობს და თითოეული ნოტარიუსიც პოეტური სულის ნამსხვრევების მატარებელია.“ |
„ისე ძლიერ კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, რომ ხორციელი ტკბობის იმ განსაცვიფრებელ თავდავიწყებას, რაც სიამეს აასკეცებს, უკვე ძალა აღარ ჰქონდა.“ |
„ლამაზი არასოდეს არაფერს წაახდენს.“ |
„[...] ტანჯვას აღარ გრძნობდა, რადგან მეტად ღრმა იყო იგი.“ |
„ყოველივე ბედისწერის ბრალია.“ |