შინაარსზე გადასვლა

მადლიერება

ვიკიციტატიდან
  •  

„უმადური ადამიანი ჰგავს კაქტუსს, რომელსაც მორწყავ და შემდეგ ხელზე გიჩხვლეტს.“

  დანი ადამელია

  ციტატის წყარო: “ნისლი შენამდე” (2022 წ.)

  •  

„ხალხის ამბავი ასეთია: ასი სიკეთე რომ გაუკეთო და მერე ერთი ავი საქმე ─ დაგივიწყებს და წყალში გადაგიყრის ყველაფერს და იმ ერთადერთ ავს დაგიხსომებს მხოლოდ!“

  ჭაბუა ამირეჯიბი

  ციტატის წყარო: “დათა თუთაშხია” (1962-1972 წწ.)

  •  

„მიჩვენე კაცი, რომ მადრიელი იყოს ამ წუთის-სოფლისა.“

  ნიკოლოზ ბარათაშვილი

  ციტატის წყარო: “წერილი მაიკო ორბელიანისადმი” (1842 წ.)


  •  

„დაიწყეთ ღმერთისთვის მადლობის გადახდა იმისთვის, რაც გაქვთ და ის მოგცემთ იმას, რაც გაკლიათ.“

  მამა გაბრიელი
  •  

„ვინ არის ისეთი ქვეყნად, რომ ყველა მადლიერი ჰყავდეს?“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„ჩვენ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რაც გვაქვს, მაგრამ ყოველთვის ვწუხვართ იმაზე, რაც არ გვაქვს.“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„მადლიერება ხასიათის ისეთი ნიშანია, რომელიც აღზრდის შედეგია, ამიტომ, თუ გინდათ, რომ თქვენი შვილები მადლიერები იყვნენ ─ ასწავლეთ მათ ეს!“

  დეილ კარნეგი
  •  

„მადლიერი გული ყოველთვის უფრო ახლოა სამყაროს შემოქმედებით ძალებთან.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”

  •  

„ერთხელ დაეხმარები ─ გაგაღმერთებენ; მეორედ ─ ვალდებულად ჩაგთვლიან; მესამედ თუ დახმარება ვერ შეძელი ─ ღალატს დაგაბრალებენ.“

  რობერტ დე ნირო


  •  

„ისე არაფერი ესათნოება უფალს, როგორც ─ მადლიერება.“

  იოანე ოქროპირი
  •  

„თუ არ აფასებ იმას, რაც უკვე გაქვს, მეტიც რომ მოგეცეს, ვერ გაბედნიერდები.“

  ტონი რობინსი
  •  

„მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს, მაგრამ იმის უფლება კი არავის აქვს, რომ მას დაელოდოს.“

  ჟან-ჟაკ რუსო
  •  

„მადლიერი ძაღლი უმადურ კაცს სჯობს.“

  საადი
  •  

„მადლიერება იქ არ ეძებო, სადაც სიკეთე გააკეთე ─ ის სულ სხვა მხრიდან მოვა...“

  ცირა ტურაშვილი
  •  

„მადლიერება უნდა ისწავლო ─ ისე ოცნებები არ ხდება!“

  დათო ტურაშვილი
  •  

„იყავი მადლიერი იმისთვის, რაც გაქვს ─ მაშინ უფრო მეტი გექნება; თუ იმაზე გაამახვილებ ყურადღებას, რაც არ გაქვს ─ ვერასდროს მიაღწევ წარმატებას!“

  ოპრა უინფრი
  •  

„ჭეშმარიტი ხელგაშლილობა უმადურობის შეუმჩნევლობაშია.“

  კოკო შანელი
  •  

„ვიღაცას ხურდას მისცემ და სამუდამოდ დაიმახსოვრებს; ვიღაცას კი ─ ცხოვრებას მისცემ და ვერ გაიგებს...“

  ომარ ხაიამი


  •  

„მადლიერება ადამიანის მორალური განვითარების მაღალი დონის შედეგია ─ მას ვერ შეხვდებით უზრდელ ადამიანებში.“

  სამუელ ჯონსონი
  •  

„მკვდარი ადამიანები უფრო მეტ ყვავილს იღებენ, ვიდრე ცოცხლები, რადგან სინანული უფრო ძლიერია, ვიდრე ─ მადლიერება.“

  •  

„ისწავლე დააფასო ის, რაც გაქვს, სანამ დრო არ გაიძულებს დააფასო ის, რაც გქონდა.“

  — [[]]
  •  

„უმადურ ადამიანს მთელი ქვეყანა რომ აჩუქო, ჩათვლის, რომ ის ამის ღირსი იყო...“

  •  

„დააპურე ძაღლი სამი დღის განმავლობაში და მას სამი წელი ემახსოვრები ─ დააპურე ადამიანი სამი წელი და მას სამ დღეში დაავიწყდები.“

  — [[]]