შინაარსზე გადასვლა

მამაკაცი

ვიკიციტატიდან
  •  

„თუკი მამაკაცის გულში რაიმე თანდაყოლილი გრძნობა არსებობს, ეს გახლავთ სიამაყე. მამაკაცს ეამაყება ის მფარველობა, რასაც იგი ყოველ წუთს უწევს სუსტ არსებას.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)

  •  

„მამაკაცისათვის ბედნიერებაა, როდესაც ერთი ქალი ყველა დანარჩენისაგან ათავისუფლებს: უეცრად შვებას გრძნობს, თითქოს არდადეგებზეა.“

  — ფრედერიკ ბეგბედერი

|- |   | ციტატის წყარო: “უნა & სელინჯერი” (2014 წ.)

  •  

„დღეს უკვე მამაკაცურობის ასეთი მოდელი ისტორიას ჩაჰბარდა. არაფერია იმაზე გულისამრევი, ვიდრე ღამის ბარში აკიდებული ტიპი.“

  — ფრედერიკ ბეგბედერი

|- |   | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„მგონია, რომ მამაკაცები, რომლებიც სამ წელიწადზე მეტხანს ცხოვრობენ ერთსა და იმავე ქალთან, მატყუარები ან მშიშრები არიან.“

  — ფრედერიკ ბეგბედერი

|- |   | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ნამდვილი ხიფათის წინაშე მამაკაცები ამჯობინებენ, ქალები გვერდით არ ჰყავდეთ.“

  — შარლოტა ბრონტე
  •  

„მამაკაცის კულტურის დონე განისაზღვრება მისი დამოკიდებულობით ქალისადმი.“

  — მაქსიმ გორკი
  •  

„ქალისათვის უფრო მნიშვნელოვანია იყოს ლამაზი, ვიდრე ჭკვიანი, რადგან მამაკაცებს უფრო კარგად შეუძლიათ ყურება, ვიდრე აზროვნება.“

  — მარლენ დიტრიხი
  •  

„მამაკაცი ქალს იმაში უნდა დაეხმაროს, რომ სუსტი იყოს, თორემ ქალს ძლიერი რომ იყოს, მამაკაცის გარეშეც შეუძლია.“

  — ვოლტერი
  •  

„სასაცილოა, მაგრამ მამაკაცების უმრავლესობა ამაყობს ორი რამით, რაც ნებისმიერ მათგანს შეუძლია: გამოთრობით და შვილების ჩასახვის უნარით.“

  — აგათა კრისტი
  •  

„ჩემთვის ყოველთვის გაუგებარი იყო, რატომ იმსახურებენ ყველაზე უღირსი მამაკაცები საუკეთესო ქალების ინტერესს.“

  — აგათა კრისტი
  •  

„თუ კაცი ქალს მანქანის კარებს უღებს, ან ქალია ახალი, ან ─ მანქანა.“

  — დალაი ლამა XIV
  •  

„არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ეს სამყარო მამაკაცების იყოს, მთავარია, მე დავრჩე ქალად.“

  — მერილინ მონრო
  •  

„მამაკაცთან ერთად თავს კარგად უნდა ვგრძნობდე, თორემ ცუდად ცხოვრებას თვითონაც შევძლებ.“

  — მერილინ მონრო
  •  

„ზოგი ადამიანი თავს კაცად იმიტომ თვლის, რომ ქალი არ არის.“

  — რობერტ დე ნირო
  •  

„ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება მას ქალი ─ ყველაზე სახიფათო სათამაშო!“

  — ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„მამაკაცის გადარჩენა არასრულფასოვნების კომპლექსისგან შეუძლია მხოლოდ ჭკვიანი ქალის სიყვარულს.“

  — ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„მამაკაცებს უყვართ მშვიდი და გაწონასწორებული ქალები, მაგრამ ჭირვეულებსა და რთულ ქალებზე გიჟდებიან.“

  — ფაინა რანევსკაია
  •  

„მამაკაცს სიყვარულისთვის არსებობა არ შეუძლია, მაგრამ სხვა ადამიანისთვის სიცოცხლე კი ძალუძს.“

  — ერიხ მარია რემარკი

|- |   | ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)

  •  

„ქალების უმეტესობას მამაკაცები არამზადებად მიაჩნიათ, მაგრამ მათი შემცვლელი ჯერ ვერ უპოვიათ.“

  — ელიზაბეტ ტეილორი
  •  

„კაცებს უფრო სჭირდებათ ვიღაც მზრუნველი, ვიდრე ქალებს, რადგან ჭკუა და ასაკი, ქალებისგან განსხვავებით, კაცებს არ ემატებათ.“

  — დათო ტურაშვილი
  •  

„ახალგაზრდა მამაკაცები ქალებთან მორიდებული მდიდრებივით იქცევიან, მოხუცები კი ─ თავხედი მათხოვრებივით.“

  — მეი უესტი
  •  

„სილამაზე გვჭირდება მამაკაცების სიყვარულის მოსაპოვებლად, ხოლო უგუნურება ─ მათ შესაყვარებლად.“

  — კოკო შანელი
  •  

„მხოლოდ ნამდვილ მამაკაცს შეუძლია მიიღოს გოგონა ისეთი, როგორიც ის არის; დანარჩენები სტერეოტიპების, მოდისა და სხვისი აზრის მსხვერპლნი არიან.“

  — რომი შნაიდერი
  •  

„ბევრ ქალს შეუძლია მამაკაცის გულის დაპყრობა, მაგრამ მართვა ყველას არ შეუძლია.“

  — ჯიბრან ხალილ ჯიბრანი
  •  

„თუ ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში არ არის იდეალური მამაკაცი, შემიძლია თავად გავხდე იდეალური ქალი ─ საკუთარი თავისთვის.“

  — ლუიზა ჰეი

|- |   | ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

  •  

„კარგია, უყურო სიმპათიურ მამაკაცს, თუმცა ცხოვრება ჭკვიანთან სჯობს.“

  — ოდრი ჰეპბერნი
  •  

„უთხარი მამაკაცს, რომ მას აქვს ჰერაკლესავით სხეული, ან რომ ის ბიზნესის გურუა, და მაშინ კატასავით აკრუტუნდება, და ოპოსუმივით თავს მოიმკვდარუნებს.“

  — ნაპოლეონ ჰილი

|- |   | ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

მამაკაცები იმ ბავშვებს ჰგვანან, თავიანთ საყვარელ სათამაშოებს რომ ამტვრევენ, რათა ნახონ რა არის შიგნით. რაც უფრო მამაკაცურია კაცი, მით უფრო ქალურია მის გვერდით მყოფი ქალი.