მანუჩარ მაჩაიძე

ვიკიციტატიდან
Jump to navigation Jump to search

მანუჩარ მაჩაიძე (დ. 25 მარტი, 1949, ამბროლაური, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი.[1] სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“,[2] ტაშკენტის „ფახთაქორის“, მოსკოვის „სპარტაკის“, ქუთაისის „ტორპედოს“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978)[3], ვიცე-ჩემპიონი (1977)[4] და ოთხგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976,[5][6] 1979)[7][8][9] და ფინალისტი (1970) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1970), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ღირსების ორდენის კავალერი.[10][11]

რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ორჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად.[12][13][14]

სპორტული ჟურნალისტებისა და საფეხბურთო სპეციალისტების აზრით, საქართველოში, ისევე როგორც, ყოფილ საბჭოთა კავშირში ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და გამორჩეულ სპორტსმენად. მათივე შეფასებით — თბილისის „დინამოს“ ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კაპიტნად რჩება.[15][16] როგორც ფეხბურთელი სარგებლობდა საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით. გულშემატკივრებმა მას მოფერებით „მანო“ შეარქვეს, რომელთათვის იგი გამორჩეული იყო მინდორზეც და მინდორს მიღმაც.[17][18][19][20][21][22][23][24]

ქართული ფეხბურთის წინაშე თვალსაჩინო დამსახურებისათვის, მის განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, ასევე, სპორტული მიღწევების აღიარების ნიშნად, 2013 წლის 26 მარტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით მას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[25][26][27][28][29][30][31]

ციტატები[რედაქტირება]

  • „...ფეხბურთის თამაში, მისი ანაბანა, მე და გოჩამ, ჩემმა ერთი წლით უმცროსმა ძმამ, ჩვენი სახლის ეზოში ვისწავლეთ, გუდამაყრის ქუჩაზე, სადაც ფეხი და ენა ავიდგით და ბავშვობა-სიყრმე-სიჭაბუკეც გავატარეთ. ამ ეზოში, არ შეიძლებოდა, თავდავიწყებით არ შეგყვარებოდა ფეხბურთი, საკმაოდ ღრმად არ ჩასწვდომოდი ტყავის ბურთის დამორჩილების საიდუმლოებასაც — აქ ხომ ამ ანდამატური ძალით მიმზიდველი თამაშის ტრფიალი იყო ყველა, დიდი და პატარა“
  • „...ფინალური თამაშის წინა დღეს ისეთი მღელვარება დამეუფლა, რომ მთელი ღამე თეთრად გავათენე. ჩემი ნერვიულობა მშობლებსაც გადაედოთ. დედაჩემი ჯავრობდა, ეს რა ჭირს გადამკიდეს, გამიგიჟესო ბავშვი, ხოლო მამაჩემმა, რომელსაც ფეხბურთი არასოდეს ეხატებოდა გულზე, მითხრა, იცოდე, ეს შენი უკანასკნელი თამაში იქნება, ამიერიდან აღარ ვნახო ბურთი გეთამაშოსო. მერე ისევ გოჩამ დამამშვიდა, ჩემზე არანაკლებ რომ ღელავდა, ნუ გეშინია, თქვენ იმათზე მაგრები ხართ, აუცილებლად მოიგებთო, და განთიადისას, როგორც იყო ორიოდე საათით ჩამთვლიმა.“
  • „...ფეხბურთის თამაში 35-ე საფეხბურთო სკოლაში დავიწყე — მშობლებმა მიმიყვანეს. ჩემი პირველი მწვრთნელი ვანო შუდრა იყო, ჩინებული ადამიანი და არანაკლებ კარგი სპეციალისტი. იგივეს თქმა შემიძლია სხვა მწვრთნელებზე: ვლადიმერ გვარჯალაძეზე, არჩილ კიკნაძეზე, შოთა მერკვილაძეზე, ვოვა ელოშვილზე...“
  • „...„დინამოელის“ სპორტულ ფორმაზე, ალბათ, ისევე ვოცნებობდი მთელ ჩემს სიყრმე-სიჭაბუკეში, როგორც ერთ დროს ჭაბუკი დ'არტანიანი ოცნებობდა სამეფო მუშკეტერთა რაზმში ჩარიცხვაზე. ამიტომ ვიაჩესლავ სოლოვიოვის გადაწყვეტილება თბილისის „დინამოში“, ამ დიდ გუნდში ჩემი ჩარიცხვის თაობაზე, პირველი დღეები წარმტაცი სიზმარი მეგონა. მახსოვს, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს, აი, საცაა გამომეღვიძებოდა და ეს ყველაფერი, მთელი ეს ლამაზი მოჩვენება, ერთბაშად გაუჩინარდებოდა. ამ განცდამ მხოლოდ მაშინ მიმატოვა და მომასვენა, როცა „დინამოში“ მიღების ორიოდე კვირის შემდეგ, თბილისში ჩამოსულ ლენინგრადის „ზენიტთან“ სათამაშოდ გამომიყვანეს სათადარიგო შემადგენლობათა მორიგ კალენდარულ მატჩში და ორივე გამარჯვების ბურთი ჩემი დროული და ზუსტი გადაცემის შემდეგ აღმოჩნდა სტუმართა კარის ბადეში.“
  • „...1967 წელს თბილისის „დინამოს" დუბლშემადგენლობაში მოვხვდი, პირველი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ სოლოვიოვმა ამიყვანა. ერთი წლის შემდეგ უკვე მთავარ გუნდში ვითამაშე — ტაშკენტის „ფახთაქორთან" მატჩში სოლოვიოვმა ბოლო 20 წუთით შემიშვა მინდორზე. მაშინ 19 წლის ვიყავი და ნახევარდაცვაში ვიასპარეზე. კარიერის მანძილზე ნახევარდაცვის ცენტრშიც მითამაშია, ფლანგზეც, მცველადაც და თავდასხმაშიც, თუმცა უმთავრესად საყრდენი ნახევარმცველი ვიყავი.“
  • „...— ვინ ხართ? გაგვეცანით.

— მანუჩარ მაჩაიძე ვარ. ვიყავი სპორტსმენი, პროფესიით ინჟინერ-მშენებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. როგორც ადამიანი, რა ვიცი, ბევრი მოყვარული მყავს, მეგობარი, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც არ მოვწონდი და დღემდეც ასეთი შეხედულება აქვთ ჩემზე. ცოტა მკაცრიაო, სხვათა შორის, ფეხბურთის მოედანზე ვიყავი მომთხოვნი ჩემი თავისა და პარტნიორების მიმართაც. მიმაჩნია, რომ ამან გარკვეულწილად იმოქმედა იმ წარმატებებზე, რომელიც გვქონდა ჩემი კაპიტნობის პერიოდში. საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ჩემმა თაობამ, როცა მე კაპიტანი ვიყავი, იმდენ რამეს მიაღწია, რომ ჯერ არავის მიუღწევია. ეს არის სტატისტიკურად დამტკიცებული.“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
მანუჩარ მაჩაიძე
Commons
ვიკისაწყობში არის გვერდი:
მანუჩარ მაჩაიძე


სქოლიო[რედაქტირება]

თარგი:სქოლიო

  1. მანუჩარ მაჩაიძე - ბიოგრაფიული ლექსიკონი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - თბ., 1998-1999. - გვ. 218; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.- გვ. 378-379. / საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. / საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 ივნისი, 2019. წაკითხვის თარიღი: 6 ივნისი, 2019.
  2. 1975 წლის ფორმაციის თბილისის „დინამოს“ შემადგენლობა. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 ივლისი, 2019. წყარო: ქართული სპორტის სტატისტიკის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან. წაკითხვის თარიღი: 1 ივლისი, 2019.
  3. მეორედ — ოლიმპზე : თბილისის „დინამო“ — სსრ კავშირის 1978 წლის ჩემპიონი : ცნობარი / ავტ.-შემდგ.: გ. აკოფოვი, მ. კაკაბაძე; საქ. სპორტ. ჟურნალისტთა ფედერაცია. - თბ. : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა და სტ., 1979. — გვ. 37. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.
  4. ფეხბურთი 1978 : ცნობარი / ავტ.-შემდგ.: გ. აკოფოვი, მ. კაკაბაძე; საქ. სპორტ. ჟურნალისტთა ფედერაცია. - თბ. : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა და სტ., 1978. — გვ. 20. წაკითხვის თარიღი: 25 დეკემბერი, 2018.
  5. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Cup76 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  6. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Cup1976 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  7. მანუჩარ მაჩაიძე საბჭოთა კავშირის თასით, 11 აგვისტო, 1979. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 ივლისი, 2019. წყარო: ქართული სპორტის სტატისტიკის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან. წაკითხვის თარიღი: 1 ივლისი, 2019.
  8. მანუჩარ მაჩაიძე საბჭოთა კავშირის თასით, 11 აგვისტო, 1979. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 ივლისი, 2019. წყარო: ქართული სპორტის სტატისტიკის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან. წაკითხვის თარიღი: 1 ივლისი, 2019.
  9. მანუჩარ მაჩაიძე საბჭოთა კავშირის თასით, 11 აგვისტო, 1979. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 ივლისი, 2019. წყარო: FootballFacts.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან. წაკითხვის თარიღი: 1 ივლისი, 2019.
  10. მანუჩარ მაჩაიძე. წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 195 გვ. / ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე იმათ, ვინც ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულ სპორტსმენთა შესახებ ინფორმაციას. / საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი. დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 ივნისი, 2019. წაკითხვის თარიღი: 6 ივნისი, 2019.
  11. მანუჩარ მაჩაიძე — პერსონალური გვერდი. წყარო: თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. Мачаидзе, Манучар Доментьевич — Персональная страница. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. / dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 ივნისი, 2019. წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2019.
  12. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). დაარქივებულია ორიგინალიდან - 4 ივლისი, 2019. წყარო: dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 4 ივლისი, 2019.
  13. 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). დაარქივებულია ორიგინალიდან - 4 ივლისი, 2019. წაკითხვის თარიღი: 4 ივლისი, 2019.
  14. Мачаидзе, Манучар Доментьевич — Мануча́р Доме́нтьевич Мачаи́дзе (р. 25 марта 1949, Амбролаури, Грузинская ССР, СССР) — советский футболист, полузащитник. დაარქივებულია ორიგინალიდან - 4 ივლისი, 2019. წაკითხვის თარიღი: 4 ივლისი, 2019.
  15. გოდუაძე, ლაშა (22 აპრილი, 2015). კარიერა ფრაზებში: თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტანი — მანუჩარ მაჩაიძე. წყარო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. / msy.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 ივნისი, 2019. წაკითხვის თარიღი: 6 ივნისი, 2019.
  16. კაჭარავა, გოჩა (24 აპრილი, 2014). მანუჩარ მაჩაიძე — ფეხბურთის რაინდი, დიდოსტატი, იღბლიანი კაპიტანი. ციტატა: „...მანუჩარ მაჩაიძის თამაშის პერიოდი თბილისის „დინამოსთვის“ მართლაც „ოქროს ხანა“ იყო. საკავშირო პირველობებზე მოპოვებულ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს თავი რომ დავანებოთ, 1976-79 წლებში გუნდმა ჩემპიონობა და ორჯერ თასი მოიგო. იმ პერიოდის "დინამო” დიდოსტატურ თამაშთან ერთად სტაბილური ასპარეზობითაც გამოირჩეოდა და ამაში ლომის წილი მანუჩარ მაჩაიძეს მიუძღვის.“ / წყარო: InterMedia.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 ივნისი, 2019. წაკითხვის თარიღი: 6 ივნისი, 2019.
  17. მანუჩარ მაჩაიძე საფეხბურთო მოედანზე. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 ივლისი, 2019. წყარო: ქართული სპორტის სტატისტიკის პორტალი / შენიშვნა: ქართული სპორტის სტატისტიკის პორტალი წარმოადგენს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელებულ და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით მომზადებულ ქართული სპორტის სტატისტიკის ვებ-პორტალს, რომელშიც ერთიანდება სპორტის სფეროში არსებული სტატისტიკური ინფორმაცია და სხვა მრავალი სასარგებლო დოკუმენტი. აღნიშნული პორტალი წარმოადგენს ოფიციალურ წყაროს, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც ქართველ სპორტსმენთა სპორტული შედეგების და მიღწევების, ასევე სპორტული ობიექტების, მოყვარულ და პროფესიონალ სპორტსმენთა რაოდენობის, სპორტული ორგანიზაციებისა და სპორტული ღონისძიებების შესახებ. / ციტატა: „...ასევე მნიშნელოვანია. რომ პროექტის ფარგლებში პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად მიმდინარეობს ბიბლიოთეკაში დაცული ქართული სპორტული ლიტერატურის — ჟურნალების, გაზეთების და სხვადასხვა პერიოდული გამოცემების ციფრულ ფორმატში გადატანა. სპორტული სტატისტიკის პორტალზე ინფორმაცია ყოველდღიურ რეჟიმში განახლდება, სამომავლოდ, დაგეგმილია მონაცემთა ბაზის კიდევ უფრო დახვეწა და სტატისტიკური მაჩვენებლების გაფართოება.“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური, 24 მაისი, 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 ივლისი, 2019. წაკითხვის თარიღი: 1 ივლისი, 2019.
  18. მანუჩარ მაჩაიძე დავით ყიფიანთან და სანდრო მაცოლასთან ერთად. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 ივლისი, 2019. წყარო: ქართული სპორტის სტატისტიკის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან. წაკითხვის თარიღი: 1 ივლისი, 2019.
  19. ბურთით მანუჩარ მაჩაიძე. მატჩის ეპიზოდი. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 ივლისი, 2019. წყარო: ქართული სპორტის სტატისტიკის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან. წაკითხვის თარიღი: 1 ივლისი, 2019.
  20. მანუჩარ მაჩაიძე მატჩის დაწყების წინ. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 ივლისი, 2019. წყარო: ქართული სპორტის სტატისტიკის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან. წაკითხვის თარიღი: 1 ივლისი, 2019.
  21. მანუჩარ მაჩაიძე თბილისელ თანაგუნდელებთან ერთად. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 ივლისი, 2019. წყარო: ქართული სპორტის სტატისტიკის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან. წაკითხვის თარიღი: 1 ივლისი, 2019.
  22. მანუჩარ მაჩაიძე და მეტოქე გუნდის კაპიტანი მატჩის დაწყების წინ. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 ივლისი, 2019. წყარო: ქართული სპორტის სტატისტიკის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან. წაკითხვის თარიღი: 1 ივლისი, 2019.
  23. მანუჩარ მაჩაიძე, რევაზ ძოძუაშვილი და გივი ნოდია ვეტერან „დინამოელებთან“ და გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრებთან. უკანა რიგში: მიხეილ ბერძენიშვილი, ნოდარ ახალკაცი, ბორის პაიჭაძე და ქართული ფეხბურთის ფუნქციონერები. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 ივლისი, 2019. წყარო: ქართული სპორტის სტატისტიკის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან. წაკითხვის თარიღი: 1 ივლისი, 2019.
  24. მანუჩარ მაჩაიძე ვეტერან ფეხბურთელთა ამხანაგური შეხვედრის დროს. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 ივლისი, 2019. წყარო: ქართული სპორტის სტატისტიკის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან. წაკითხვის თარიღი: 1 ივლისი, 2019.
  25. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Machaidze64 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  26. ლევან ყიფიანმა მანუჩარ მაჩაიძეს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა. ციტატა: „...25 მარტს ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს მანუჩარ მაჩაიძეს 64 წელი შეუსრულდა, 26 მარტს კი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა იუბილარს სამინისტროში უმასპინძლა და სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.“ სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. 26 მარტი, 2013. / წყარო: worldsport.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 ივნისი, 2019. წაკითხვის თარიღი: 6 ივნისი, 2019.
  27. მანუჩარ მაჩაიძეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. ციტატა: „...25 მარტს ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს მანუჩარ მაჩაიძეს 64 წელი შეუსრულდა. 26 მარტს კი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა იუბილარს სამინისტროში უმასპინძლა და სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.“ სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. 26 მარტი, 2013. / წყარო: Sportall.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 ივნისი, 2019. წაკითხვის თარიღი: 6 ივნისი, 2019.
  28. თარგი:Cite news
  29. თარგი:Cite news
  30. თარგი:Cite news
  31. ეკა სალაღაია (5 იანვარი, 2015). თარგი:Cite news