შინაარსზე გადასვლა

მარტოობა

ვიკიციტატიდან
  •  

„მარტოობაში მცხოვრები ადამიანისთვის ეთიკა მიუღწეველია.“

  ალფრედ ადლერი

  ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)

  •  

როგორც კი ცოტას წაიფორთხილებს
─ ადამიანი
უკვე მარტოა!

  რევაზ ამაშუკელი


  •  

„ხშირად ადამიანი მარტოობისას გაცილებით ნაკლებად მარტოსულია.”

  ჯორჯ გორდონ ბაირონი
  •  

„მარტოობა კარგია, მაგრამ შენ გჭირდება ვინმე ისეთი, ვინც გეტყვის, რომ მარტოობა მართლაც კარგია.“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა...

  ნიკოლოზ ბარათაშვილი

  ციტატის წყარო: “სული ობოლი”

  •  

„მარტოობის ანტონიმი ერთად ცხოვრება კი არა, სულიერი ერთობაა.“

  რიჩარდ ბახი
  •  

„იყო მარტოხელა, ნიშნავს დაქორწინებული იყო ვიღაც ნებისმიერზე...“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “რომანტიკული ეგოისტი” (2005 წ.)

  •  

„მარტო ცხოვრებასაც აქვს თავისი პლუსი: როცა კუჭში გადიხარ, ხმამაღლა ჩახველება არ გჭირდება, რომ „ტყლუმპ“ გადაფარო.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ჩვენ მხოლოდ ჩვენი მარტოობა გვეკუთვნის.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ყველა, ვისაც მარტოსულობა უყვარს, ან ველური ცხოველია, ან ─ უფალი ღმერთი.“

  ფრენსის ბეკონი
  •  

„ის არასოდეს დარჩება მარტო, ვინც კეთილშობილურ აზრებს ატარებს გულში.”

  რეი ბრედბერი
  •  

„ყველაზე ძნელი და უწყალო მარტოობა გულის მარტოობაა.”

  პიერ ბუასტი
  •  

„მარტოსული ადამიანების სიყვარული ყველაზე ავთენტურია.“

  ჩარლზ ბუკოვსკი
  •  

„გამოჩენილი ხალხი, ყველაზე მარტოხელა ხალხია დედამიწაზე.“

  ჩარლზ ბუკოვსკი

  ციტატის წყარო: „ქალები“ (1978 წ.)

  •  

„და როდესაც დილით არავინ გაგაღვიძებს, ღამით არავინ დაგელოდება და იმას გააკეთებ, რაც გინდა. რას უწოდებ ამას? ─ მარტოობას თუ თავისუფლებას?”

  ჩარლზ ბუკოვსკი
  •  

„მარტოობა მაძლიერებს; მის გარეშე ისე ვარ, როგორც მშიერი და მწყურვალი, მის გარეშე გატარებული ყოველი დღე მასუსტებს, მე არ ვამაყობ ჩემი მარტოობით, მაგრამ მე მასზე ვარ დამოკიდებული.“

  ჩარლზ ბუკოვსკი


  •  

თუ მარტონი ვართ,
ესე იგი
არა ვართ მარტო.

  თამარ გაბროშვილი
  •  

„არავინ ისე საცოდავი არაა, როგორც მარტოსული.“

  კონსტანტინე გამსახურდია

  ციტატის წყარო: “დიდოსტატის მარჯვენა” (1938-1939 წწ.)

  •  

„არავინ ისე მგრძნობიერად არ მღერისო, როგორც მარტოსული.“

  კონსტანტინე გამსახურდია

  ციტატის წყარო: “მთვარის მოტაცება” (1933-1934 წწ.)

  •  

„თანაგრძნობა და მოფერება სუსტს სჭირდება მხოლოდ, ხოლო ძლიერი ─ თბილი და ნაცნობი მიწიდან ცივი და შეუცნობელი ცისკენ მიისწრაფვის ამირანის მსგავსად, ღმერთს რომ ცეცხლი მოსტაცოს და ღვთიური ცეცხლის მომპოვებელ კაცს განა სიმარტოვე უნდა აფრთხობდეს?“

  გურამ გეგეშიძე
  •  

„ყოველგვარ ხალხში ათქვეფას კეთილშობილური სიმარტოვე სჯობია.“

  გურამ გეგეშიძე
  •  

„იცოდე, რომ მარტო არ ხარ: ღმერთი, შენ და დედამიწა ხართ!“

  თეოდორე გიგნაძე
  •  

„მარტოობაში ადამიანი დაიღუპება ─ გადარჩენა სხვასთან ერთადაა.“

  ვინსენტ ვან გოგი
  •  

„მარტოხელობა დიდ სეტყვაში თავშიშველობას ჰგავს.“

  ლევან გოთუა


  •  

„რადგან ვერ შევძელი ადამიანების გონზე მოყვანა, ვარჩიე, მათგან შორს ვყოფილიყავი ბედნიერი.“

  ვოლტერი
  •  

„ჩვენ აქ ყველანი საკუთარი თავისთვის ვართ [...] საქმე მარტო ყოფნა არ არის ─ საქმე ის არის, გყავდეს ვიღაც, ვისთან ლაპარაკიც ღირს.“

  ლორა ვუდი

  ციტატის წყარო: “ოქროსფრად მოხატული ცა” (2018 წ.)


  •  

„[...] ასეა განდგომილი ადამიანიც, გადაგდებული ყალბი მონეტა, ცხოვრების დიდ ბაზარზე ბრუნვისათვის უვარგისი. ასეთები კიდევაც ტრაბახობენ იმით, რომ ცხოვრებას განუდგნენ. ცხოვრებას ხელიდან ვერ დაუსხლტება ის, ვისაც რაიმე ფასი აქვს ამქვეყნად. ხმელი ფოთოლი ხიდან ვარდება, რადგან ხე თვითონ იშორებს მას ─ ის ნაგავია.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)

  •  

„ყოველ ადამიანს აქვს ამქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს...“

  ოტია იოსელიანი
  •  

„მარტოობა არ არის განპირობებული იმით, რომ გარშემო ადამიანები არ არიან ─ მარტოობა იმის ბრალია, რომ არ შეგიძლიათ თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე ადამიანებთან საუბარი, ან მათ არ შეუძლიათ თქვენი მსოფლმხედველობის მიღება.“

  კარლ იუნგი
  •  

„ყველგან მარტო ვარ. არსადაა ჩემი ადგილი, უფრო სწორედ, ეს „არსადაა“ ჩემი საკუთარი ადგილი...“

  ყარამან კიკვიძე
  •  

„თქვენ არასდროს ხართ მარტო იმიტომ, რომ სავსე ხართ მოგონებებით, განპირობებულობით, გუშინდელი დღის ლაყბობით [...] საკუთარ თავთან მარტო რომ დარჩეთ, თქვენ წარსულისათვის უნდა მოკვდეთ.“

  ჯიდუ კრიშნამურტი

  ციტატის წყარო: “თავისუფლება ცნობილისგან”

  •  

„ადამიანი, რომელიც მთლიანად მარტოა საკუთარ თავთან, უმანკოა და ეს უმანკოება ათავისუფლებს მის გონებას წუხილისაგან.“

  ჯიდუ კრიშნამურტი

  ციტატის წყარო: “თავისუფლება ცნობილისგან”

  •  

„ძლიერ ქალებს უფრო ძლიერი კაცები სჭირდებათ და რადგან ძლიერ ქალზე უფრო ძლიერი კაცი იშვიათია, ამიტომაც ასეთი ქალები ხშირად მარტონი რჩებიან.“

  მილან კუნდერა

  ციტატის წყარო: “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე” (1982 წ.)

  •  

„მარტოობის გამო არ უნდა მიხვიდე ადამიანთან [...] დამიჯერე, უფრო ადვილია არავინ გყავდეს, ვიდრე გყავდეს და ─ „არავინ“.

  ლუკა კუხიანიძე


  •  

„ყოველდღიურად გამოუყავი საკუთარ თავს რაღაც დრო, რომლის განმავლობაშიც მარტო იქნები.“

  დალაი ლამა XIV
  •  

„შეგეძლოს გიყვარდეს და კარგად გადაგქონდეს მარტოობა, ფსიქოლოგიური სიმწიფის მაჩვენებელია.“

  მიხეილ ლიტვაკი
  •  

„მარტოობა გარშემო სიყვარულის დეფიციტი კი არ არის, საკუთარი თავისადმი ინტერესის ნაკლებობაა.“

  მიხეილ ლაბოვსკი
  •  

„ყველაზე რთული მომენტები მარტომ გავიარე, მაშინ როცა ყველას ეგონა, რომ კარგად ვიყავი.“

  დათუნა მაისურაძე
  •  

„მხოლოდ სიმარტოვის უფსკრულიდან შეგიძლია მიაწვდინო ხმა სხვას.“

  მერაბ მამარდაშვილი
  •  

„შეიძლება ვინმეს აუხსნა, რა არის მარტოობა, მაგრამ ვერავის აუხსნი შენს სიმარტოვეს.“

  ლაშა მარგიანი

  ციტატის წყარო: “შენ მარტო არ ხარ” (2023 წ.)

  •  

„თუ გინდა სიბერეში სიმშვიდეს მიაღწიო, ─ ერთგულად დაუმეგობრდი მარტოობას.“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„უკეთესია, იყო მარტო, ვიდრე ─ უბედური ვინმესთან ერთად.“

  მერილინ მონრო
  •  

„ხშირად საკუთარ თავთან მარტო დარჩენილნი აღმოვაჩენთ, რომ არც ისეთი კარგები ვართ, როგორებადაც მოგვაქვს თავი.“

  ვახტანგ მოსიაშვილი

  ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)

  •  

„მარტოობა არ მიყვარს ─ უბრალოდ, ზედმეტ ნაცნობობას ვერიდები, რათა მეტ იმედგაცრუებას ავარიდო თავი.“

  ჰარუკი მურაკამი
  •  

„მარტოობა არ მიყვარს. უბრალოდ, ზედმეტ ნაცნობობას ვერიდები, რათა მეტ იმედგაცრუებას ავარიდო თავი.“

  ჰარუკი მურაკამი


  •  

„ადამიანი გაურბის, იტანს ან უყვარს მარტოობა, იმის მიხედვით, თუ რამდენად ფასეულია მისი პირადი „მე“.

  ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„მარტო ყოფნის უნარი არის იმის უნარი, რომ გიყვარდეს.“

  ოშო
  •  

„მარტოობა არის, როდესაც საკუთარი თავით დაიღალე, საკუთარი თავით ავად ხარ, მობეზრდი საკუთარ თავს და გინდა სადმე წახვიდე და ვინმეში დაივიწყო ეს ყველაფერი.“

  ოშო


  •  

„ყველაფერი, რაც მიყვარდა, მიყვარდა მარტოს.“

  ედგარ ალან პო
  •  

„დიდი უბედურებაა, არ გქონდეს მარტოდ დარჩენის საშუალება.“

  ედგარ ალან პო
  •  

„იყო მარტოსული, ეს არის მდგომარეობა, რომელიც არ იკურნება.“

  ფაინა რანევსკაია
  •  

„მარტოობას გაცილებით ადვილად იტანს ადამიანი, როცა მას არავინ უყვარს.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)

  •  

„მარტოობა ─ ცხოვრების მარადიული რეფრენია დასაბამიდან... არც უკეთესია და არც უარესი ბევრ დანარჩენზე... მხოლოდ ესაა, ამაზე ბევრს ლაპარაკობენ; ადამიანი მუდამ მარტოა და თან არასოდესაა მარტო.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„მხოლოდ მან იცის საყვარელ ადამიანთა შეხვედრის ბედნიერება რა არის, ვინც ხშირად დარჩენილა მარტო.“

  ერიხ მარია რემარკი
  •  

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმისთვის გაჩნდნენ ამქვეყნად, რომ მარტოებმა იარონ ცხოვრების გზაზე ─ ეს არც ცუდია და არც კარგი; ეს ცხოვრებაა.“

  ერიხ მარია რემარკი
  •  

„არ მისცე მარტოობას იმის საშუალება, იმასთან მიგიყვანოს, ვისაც არ ეკუთვნი.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„რა სწრაფად იყინები, როცა მარტო რჩები... მაშინაც კი, როცა სიცხეებია; ორი ერთად კი ─ არასოდეს.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„როდესაც ისწავლი საკუთარ თავზე ზრუნვას, კომპანია ხდება არჩევანი და არა აუცილებლობა.“

  კიანუ რივზი
  •  

მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი.

  შოთა რუსთაველი

  ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)

  •  

„განმარტოება ჩვენში ადამიანების სიყვარულს აღვიძებს, მათ მიმართ უდიდეს ინტერესს.“

  ჟან-ჟაკ რუსო
  •  

მე არ ვარ მარტო
და მარტოობა
ყველაზე მეტი
ალბათ აქ არის.

  გურამ რჩეულიშვილი


  •  

და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

  გალაკტიონ ტაბიძე

  ციტატის წყარო: “თოვლი”

  •  

არის გზა, არის ნელი თამაში...
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!

  გალაკტიონ ტაბიძე

  ციტატის წყარო: “თოვლი”

  •  

„ყველაზე მძიმე მარტოობაა, როცა საკუთარ თავთან ვერ გრძნობ თავს კომფორტულად.“

  მარკ ტვენი
  •  

„როცა ბევრი ხალხი გინდა, სწორედ მაშინ არავინ ჩანს...“

  კოლმ ტოიბინი

  ციტატის წყარო: “ბრუკლინი” (2009 წ.)

  •  

„მთელი ცხოვრება იმდენად მარტო ვარ, ვინმემ რომ გამიღიმოს, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ შევიყვარო. თუმცა მარტოობაც მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მღლის და გამუდმებით ვეძებ ვიღაცას. ვიღაცას, რომელიც მჭირდება.“

  დათო ტურაშვილი

  ციტატის წყარო: “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)


  •  

„თუ გვერდით ისეთი არავინ გყავს, ვისაც ქვეყანას ურჩევნიხარ, შეიძლება ბევრს უყვარდე და მაინც მარტოობას გრძნობდე.“

  ანა ფრანკი

  ციტატის წყარო: “ანა ფრანკის დღიური” (1942-1944 წწ.)

  •  

„ერთმანეთის პირად სივრცეში ჩარევა სიყვარულის კი არა, ─ მომავალში მარტოობის ნიშანია.“

  ერიხ ფრომი
  •  

„რაც არ უნდა უცნაური იყოს, მარტო ყოფნის უნარი სიყვარულის უნარის პირობაა.“

  ერიხ ფრომი


  •  

„როცა მარტო იყო იგი, მაშინ არ გრძნობდა მარტოობას; სხვებთან როცა იყო ─ მაშინ გრძნობდა.“

  ჯემალ ქარჩხაძე

  ციტატის წყარო: “იგი” (1977 წ.)

  •  

„აი, რა ყოფილა აღიარება: სიმარტოვე!“

  კოკო შანელი
  •  

„ვინც მარტო რჩება, ის ამქვეყნად არაფერია.“

  უილიამ შექსპირი
  •  

„ჭკვიანი ადამიანები არა იმდენად ესწრაფვიან მარტოობას, რამდენადაც ცდილობენ სულელების შექმნილი გნიასისგან თავის დაღწევას.“

  არტურ შოპენჰაუერი
  •  

„მარტოსულობა გამორჩეულ გონებათა არჩევანია.“

  არტურ შოპენჰაუერი
  •  

„ვისაც მარტოსულობა არ უყვარს, მას არც თავისუფლება უყვარს.“

  არტურ შოპენჰაუერი
  •  

„რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტი ადამიანი გტოვებს და რჩები ღმერთივით მარტო.“

  ირაკლი ჩარკვიანი

  ციტატის წყარო: “მშვიდი ცურვა” (2006 წ.)

  •  

„მგონი, სიკვდილის აღარ მეშინია და ალბათ ამიტომ ჩემი სული საბოლოოდ გაიხსნა უსასრულო გრძნობისთვის, რომელიც მხოლოდ მარტოობაშია შესაძლებელი.“

  ირაკლი ჩარკვიანი

  ციტატის წყარო: “მშვიდი ცურვა” (2006 წ.)

  •  

- რა გადარდებს?
- მარტოობა მადარდებს ─ ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს... ზოგჯერ თავის თავიც კი ეუცხოვება, საკუთარ თავს გაურბის...

  გოდერძი ჩოხელი

  ციტატის წყარო: “ადამიანთა სევდა” (1984 წ.)


  •  

„თქვენ ადამიანებს გადაეჩვიეთ და ეს თავისებური ავადმყოფობაა.“

  შტეფან ცვაიგი


  •  

„ამ ქვეყანაზე, ამდენ ხალხში კაცი ვერ ვნახე, რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი გავუზიარო.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

და სიმარტოვე, როგორც ყველაზე
დიდი მიღწევა,
უყუჩებს ტკივილს...

  თამაზ ჭილაძე
  •  

„ცალკე და იზოლირებულად ცხოვრება დღეს არათუ დაუშვებელი, შეუძლებელიცაა.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “სიცოცხლისათვის” (1988 წ.)

  •  

„უბედურებაზე უფრო, მარტო დარჩენის ეშინია კაცს.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)

  •  

„ადამიანი მარტო არასოდეს არ არის, მარტო თავის თავს არასოდეს ეკუთვნის.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)

  •  

„სჯობს იყო მარტო, ვიდრე ნებისმიერ შემხვედრთან ერთად; სჯობს იყო მშიერი, ვიდრე რაც ხელში მოგხვდება, ის შეჭამო.“

  ომარ ხაიამი
  •  

„ვმარტოობ... კვლავაც რომ აღარ ვზიდო ადამიანის დაკარგვის განცდა.“

  ბესიკ ხარანაული
  •  

„ადრე მეგონა, რომ ყველას ვუყვარდი. მერე მინდოდა, რომ ყველას ვყვარებოდი. ახლა მინდა, რომ თავი დამანებონ.“

  ბესიკ ხარანაული
  •  

„ამ სამყაროში ადამიანი რაც უფრო ჭკვიანია, მით უფრო მარტოა.“

  ბესიკ ხარანაული
  •  

ხომ ხედავ, სიმარტოვე როგორი მწარეა,
ხელს ნუ კრავ, ვისაც შენთან უხარია.

  ბესიკ ხარანაული


  •  

„ყველას ვიღაც ჰყავს, ყველა ვიღაცისთვის რაღაც არის, მე კი მხოლოდ მე ვარ... მარტოდმარტო, მივიწყებულ და პატარა კენჭივით დაკარგულ ქვეყნიურ ზღვაში.“

  მიხეილ ჯავახიშვილი
  •  

„ძლიერი ვითარდება მარტოობით, სუსტი ─ იღუპება.“

  ხალილ ჯიბრანი
  •  

„ადამიანის ევოლუციის ისტორიაში პირველაღმომჩენთა როლი ხშირად სწორედ მარტოხელა ქალებს ეკისრებათ.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

  •  

„ჩვენ ვიმსახურებთ, რომ ყოველდღიურად გვქონდეს დრო განმარტოებისთვის ─ ჩვენს შინაგან „მე“-სთან შესახვედრად და მის მოსასმენად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი რეალური შესაძლებლობების მხოლოდ 5-10%-ს გამოვიყენებთ.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

  •  

„ადამიანს მარტო არ შეუძლია. ადამიანს მარტო არაფერი არ შეუძლია!“

  ერნესტ ჰემინგუეი
  •  

„ქვეყნად ყველაზე მარტოხელა ადამიანი ისაა, ვინც შეყვარებულზე მეტხანს ცხოვრობს.“

  ერნესტ ჰემინგუეი
  •  

„ხშირად კაცს მარტოობა მოუნდება ხოლმე, ქალსაც მოუნდება მარტოობა. თუკი ერთმანეთის სიყვარული აქვთ, ამის გამო ერთიმეორეზე ეჭვიანობენ.“

  ერნესტ ჰემინგუეი

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“ (1929 წ.)

ჯობია იყო მარტო, ვიდრე უხსნიდე, თუ როგორ უნდა მოგექცნენ

  •  

„ადამიანები იმიტომ წერენ, რომ მათ არავინ უსმენს. ადამიანები იმიტომ კითხულობენ, რომ მათი არავის ესმის.“

  — [[ ]]
  •  

„მარტოობა სისუსტეს არ ნიშნავს ─ საკმაოდ ძლიერი უნდა იყო, რომ ელოდო იმას, ვისაც იმსახურებ...“

  — [[]]

ვეძებ საჩუქარს შეყვარებულისთვის და ვეძებ შეყვარებულს საჩუქრისთვის ადამიანი მუდამ მარტოა და თან არასოდესაა მარტო; მარტოობას ჩვეული ადამიანის უპირატესობა ისაა რომ ვერავინ შეაშინებს მიტოვებით. ადამიანები რომლებსაც სიყვარული მართლა შეუძლიათ ,რატომღაც ყოველთვის მარტო რჩებიან ცხოვრებაში.